სტალინის კვალდაკვალ
     ყოველდღიურ ცხოვრებაში, სტალინი ნაკლებმნიშვნელოვანი თემაა. შეკითხვაზე „რა ვიცით სტალინის შესახებ?“ - ქართული საზოგადოება აბსტრაქციაში გადადის და მას, როგორც კულტს, ასე მოიხსენიებს. დღეს, როცა გადაფასების პერიოდია და ახალგაზრდა თაობა სხვა პოზიციიდან უყურებს ზოგადად კულტებს, შესაძლოა სტალინის რეალური პორტრეტიც დაიხატოს.
    სოციალური კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ ელევა სტალინის იმ ხატს, რომელიც ჩაენერგა საბჭოთა თაობებს. გარკვეულ წილად ეს განაპირობა იმან, რომ როდესაც სტალინი მოკვდა, შემდეგომ გატარდა გარკვეული ლიბერალიზაციის კურსი ხრუშოვის მიერ და ხდებოდა მისი კულტის დაგმობა. დაახლოვებით 10-15 წელი გაგრძელდა ეს პერიოდი, როდესაც სტალინის სახელს გმობდნენ. მისი სახელი გაქრა საჯარო  სივრციდან და საჯარო დისკუსიიდან. მმართველმა საზოგადოებამ ეს მტკივნეულად აღიქვა, რადგან მის პიროვნებას ჩვენი ქვეყნის ძირითადი ნაწილი დიდი სიყვარულით იხსენებდა. საბჭოთა ადამიანს ეამაყებოდა სტალინი და თავს პრივილეგირებულადაც გრძნობდა, რომ საბჭოთა კავშირს წარმოშობით ქართველი პიროვნება ედგა სათავეში. დრო და დრო ეს პრივილეგია დაინგრა და რაც აქამდე საამაყო იყო, აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა უდიდესი დანაშაული. ამას მოსდევს წყენისა და აგრესიის დაგროვება საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ და როდესაც ამის ფონზე სტალინი ქრება საზოგადოებაში ღვივდება ვნება, რომ არ დაკარგოს მისი სახით სიმბოლო.
     სტალინის გატარებული პოლიტიკა და ნაციონალიზმი ერთად შეუთავსებელია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ერთამენთს გარკვეულწილად მაინც გადაეჯაჭვა.
    ხრუშოვის შემდეგ საბჭოთა რეჟიმი დაუბრუნდა კვლავ სტალინის ფიგურას - როგორც ომში გამარჯვებული მთავარსარდლის სახეს. ამ პროცესმა გადაფარა რეალური ცოდნა  და გამოცდილება. ძალიან მძიმე ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერი, რომლის მმართველობის პერიოდში აფსოლუტური უმეტესობა არის დიდი წმენდების, ტერორის, მასობრივი განადგურების, გადასახლების, ომების, გაჭირვების პერიოდი და მთლიანად შავბნელი ხანა. თაობებს, რომლებიც სტალინის შემდგომ დაიბადნენ არ ახსოვთ, არ იციან და მათთვის სტალინი, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერი, არამედ სამხედრო მუნდირში გამოწყობილი კეთილი ბაბუაა, რომელმაც ომი მოიგო. ასეთი ხატი დაამახსოვრდა საზოგადოებას.
    შემორჩენილია დიდი რაოდენობის ლიტერატურა, თითოეული მათგანი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა და მისგან ახალს ვგებულობთ. მაგრამ სრული ინფორმაციის მიღება მარტო წიგნებით გაგვიჭირდება, რადგან ჯერ კიდევ არის დარჩენილი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თავის დროზე გამოყენებული იყო სტალინის გაკულტებისთვის. რკინიგზის სახელოსნოები, ყოფილი თამბაქოს ფაბირკა, თბილისის ობსერვატორია, ავლაბრის არალეგარული სტამბა, მეტეხის ციხე.
    თუ ჩავუღრმავდებით მის ადრეულ ბიოგრაფიას, აღმოვაჩენთ უამრავ სხვა ადგილს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ ისეთია, როგორიც მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო. უკავშირდება მის თავგადასავლებს , ახლაგაზრდა რევოლუციურ პერიოდს, რომლებიც ჰყვებიან ამბებს საბჭოთა კავშირის იმ შავ-ბნელ მხარეზე რის დამალვასაც ტოტალიტარული რეჟიმი დიდ ძალას ახმარდა. ამიტომ ის არც არასდროს არ ყოფილა წყაროებში მონიშნული. დღეს საშუალება გვაქვს, რომ ფართოდ შევხედოთ და მთლიანი სურათით გაავანალიზოთ სტალინის ხატი.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი ბატონი ირაკლი ხვადაგიანის ინტერვიუ, რომელიც მოკლედ გვიყვება სტალინის პორტრეტზე.
     ჩვენ ირგვლივ უამრავი ადგილია, რომელსაც ყოველდღიურად გვერდს ვუვლით და ვერც კი წარმოვიდგენთ თუ რამხელა მნიშვნელობის მატარებელი შესაძლოა იყოს, თითოეული შენობა, ქუჩა თუ სახლი. მართალია, უამრავმა რეკონსტრუქციებმა სულ გარდაქმნა საბჭოური საქართველო და ინფრასტრუქტურულად მსგავსი თითქმის აღარაფერი დარჩა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, სად იღებდნენ საბჭოთა კავშირის წევრები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სად იკრიბებოდნენ, რომელი ქუჩა თუ შენობა იყო მათი მოქმედების არეალი. ნებისმიერი ადგილი  უკეთ ინახავს ისტორიას, ვიდრე სრულიად კაცობრიობა.
    საბჭოს (ყოფილი ავჭალის) ქ 55 - ამ შენობაში, რომელიც 1904 -1905 წლებში წარმოადგენდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ერთ-ერთ კონსპირაციულ პუნქტს, ერთმანეთს ხვდებოდნენ კომიტეტის წევრები, იმართებოდა საიდუმლო თათირები.
    პლეხანოვის (ყოფილი მიხეილის) პროსპექტი 52 -ამ შენობის სარდაფში 1892 - 1893 წლებშ ცხოვრობდნენ მ.ცხაკაია და ე . ნინოშვილი. მათი ინიციატივით შეიქმნა პირველი სოხიალ-დემოკრატიული ორგანიაცია საქართველოში - “მესამე დასი” აღნიშნულ სახლშ ერთმანეთს ხვდებოდნენ მარქსისტულად განწყობილი ახალგაზრდობა და იმართებოდა საიდუმლო თათბირები.
    მოსე თოიძის (ყოფილი მეთუნეთა ) ქუჩა 18 - 1905 - 1906 წლებში ცხოვრობდა რსდმპ კავკასიის კავშრის კომიტეტის წევრი, პროფესიონალი რევოლუციონერი მ. ბოჭორიძე ოჯახით. ამავე ბინაში დროგამოშვებით ცხოვრობდნენ - ი. სტალინი და გ. მელია.
    მ .ბოჭორიძის ბინა - წარმოადგენდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტისკონსპირაციულ პუნქტს. აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ ბოლშევიკები, ტარდებოდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის სხდომები. აქვე ხდებოდა ავლაბრის არალეგალურ სტამბაში გამოსაცემი პარტიული ლიტერატურის დასაბეჭდად მომზადება.
    პლეხანოვის ( ყოფილი მიხეილის) პროსპექტი 40 - ამ სახლში 1907 წლის იანვრიდან აპრილამდე მოთავსებული იყო ლეგალური ბოლშევიკური გაზეთების - “მნათობის”, “ჩვენი ცხოვრების”, “დროს” რედაქციები და სტამბა “საქმე”, სადაც ეს გაზეთები იბეჭდებოდა.
    აღნიშნული გაზეთები გამოდიოდა ი. სტალინის ხელმძღვანელობით.
    ვარციხის ( ყოფილი სემონოვის ) ქუჩა 4 ამ შენობაში 1906 წლის ივნის- ივ ლისში მოთავსებული იყო ლეგალური ბოლშევიკური გაზეთოს - “ახალი ცხოვრების” რედაქცია და სტამბა “ლამპარი”, რომელშიც ეს გაზეთი იბეჭდებოდა. გაზეთი გამოდიოდა ი. სტალინის ხელმძღვანელობით.
    დიღომბარის ( ყოფილი ნაგორნაია ) ქუჩა 4 - ამ სახლში 1919 წლის ზაფხულიდან 1920 წლის  ბოლოს მოთავსებული იყო კავკასიის კომიტეტის არალეგალური სტამბა, რომელსაც პროფესიონალი რევლოუციონერი ხელმძღვანელობდა.
   სტამბაში ბეჭდავდნენ კავკასიის სამხარეო კომიტეტის პროკლამსციებს, არალეგალურ გაზეტებს - “კავკაზსკაია პრავდას” და “კომუნისტს”
1921წლის 25 თებერვალს თბილისშ აფრიალდა საბჭოთა ხელისუფლების დროშა. მას შემდეგ ქალაქთან ერთად მკვეთრად შეიცვალა ოქტომბრის რაიონის სახეც. მაგრამ დავიწყებული არ არის რევოლუციური წარსულის კვალი - ისტორიულ ადგილებს ამშვენებს მემორიალური დაფები, რომლებიც მოგვაგონებენ მძმე ბრძოლებს დრევანდელი ბედნირებისა და კომუნიზმის ნათელი მომავლისთვის. ( წიგნი - თბილისის ოქტომბრის რაიონის ისტორიულ-რევოლუციური ადგილები)
    დღესდღეობით სტალინი მონუმენტური ფიგურაა, არა მარტო სსაქართველოს და საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის არამედ საერთაშორისო დონეზე. მისი სახელი გარკვეულწილად არის ბრენდი, რომელსაც სახელმწიფო იყენებს ინერციით: ტიპიურ საბჭოთა  ჩარჩოში, ტურისტებს აინტერესებთ ,ჩამოდიან, ნახულობენ გორში მის სახლ-მუზეუმს.ჩვენი სახელმწიფო ამჯობინებს, რომ სტალინის კულტის ფორმულებით უპასუხოს ამ ინტერესს და არა მკაცრად ნეიტრალური , ობიექტური შეფასებებით, რომელიც ნამდვილ რეალობას ასახავს.
    სტალინის ნაკვალევზე სიარული პირველრიგში გვაჩვენებს სინდრომს, რომ რაღაცები გვახსოვს და რაღაცები არ გვინდა, რომ გვახსოვდეს. რაც გვახსოვს , ისიც შერჩევითად დაგვამახსოვრებინა საბჭოთა იდეოგოლიამ. გვაჩვენებს, წყვეტას ორ ძალიან მარტივ , ამოცანას შორის, ერთი მხრივ, პოზიტიურად ვართ განწყობილი სტალინის ფიგურის მიმართ, როგორც სიმბოლოსი და მეორე მხრივ ,როდესაც გვეკითხებიან რომ ვისურვებდით თუ არა გვეცხოვრა მის ხელში ვამბობთ - არას . ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო სოციალურ კვლევაში, ადამიანების უმრავლესობა ინერციით პოზიტიურადაა განწყობილი მისდამი, მაგრამ მას სტალინის მმართველობა არ სურს. სწორედ ამ გაწყვეტილი ჯაჭვის ფრაგმენტების აღდგენაში დაგვეხმარება  სტალინის ნაკვალევზე სიარული.
თავდაპირველად, ვეწვიეთ ავლაბრის არარეგალურ სტამბას, სადაც თავმოყრილია სტალინის მიერ გამოცემული გაზეთების ნიმუშები, პორტრეტები, რუკები, გზამკვლევები.  ავლაბრის სტამბის წინამძღოლია სტალინზე ღრმად შეყვარებული ჟიული სიყმაშვილი. იგი წარსულში ბოლშევიკური პარტიის თავჯდომარე იყო და საკმარისზე ბევრ ინფორმაციას ფლობს. ავლაბრის სტამბას ყოველდღიურად ჰყავს დამთვარიელებელი და ბატონი ჟიულიც ყოველთვის მზად არის სრული ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ სტუმრებს.
ავლაბრის სტამბის წინამძღოლი ჟიული სიყმაშვილი

ავლაბრის სტამბაში არსებული ბოლშევიკური პარტიის სურათები, დროშები და სლოგანები.

- სამყარო ფერს იცვლის, ისტორია რჩება

თბილისის სხვადსხვა უბანში ბევრი ადგილი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სტატუსის მატარებლი, სადაც იოსებ სტალინი სხვადასხვა საქმეს ანხორციელებდა. მივყვეთ მის ნაკვალევს და წარსული ახალ ინფრასტრუქტურაში გავაცოცხლოთ.

ვარციხის 4. ყოფილი სტამბა "ლამპარი" , ლეგალური ბოლშევიკური გააზეთის "ახალი ცხოვრების" სარედაქციო

საბჭოს 55. კონსპირაციული პუნქტი საიდუმლო შეხვედრებისთვის

გორკის 3. მდებარეობდა მუშათა თვითგანვითარების წრე "კომუნა" - რომელსაც სტალინი ხშირად სტუმრობდა

თოიძის 18. დროგამოშვებოთ ამ სახლში იოსებ სტალინი ცხოვრობდა

პლეხანოვის, დღევანდელი აღმაშენებლის 52. აღნიშნულ სახლში ერთმანეთს ხვდებოდნენ მარქსისტულად განწყობილი ახალგაზრდები და იმართებოდა საიდუმლო თათბირები.

პლეხანოვის, დღევანდელის აღმაშენებლის 40. სტამბის ადგილზე დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობს.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ