გურჯაანში თვითმმართველობის არჩევნების შედეგები

არჩილ ხანდამაშვილი- 59.25%,  გიორგი(გოგა) პეტრუზაშვილი- 18.16%, ნიკა ნიჟარაძე-11.11%, კობა კუპრაშვილი-5.26%, შორენა ძამუკაშვილი-1.58%, მიხეილ ფურცელაძე-1.26%, გია ხელაშვილი-1.8%, დარეჯან მაჭავარიანი-0.94%, ზურა სეფიაშვილი-0.49%, მთვარისა ბუიღლიშვილი-0.15%-ცესკოს მონაცემებით,  ასე გადანაწილდა  თვითმმართველობის არჩევნებში გურჯაანის მერობის კანდიდატებს შორის პროცენტები. საარჩევნებო უბნებზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობამ- გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  ბედი  მმართველი პარტიის კანდიდატს არჩილ ხანდამაშვილს ანდო.

 

                  პარტია ,,ქართული ოცნებიდან,, არჩილ ხანდამაშვილი

უკვე გამარჯვებული მერი, არჩილ ხანდამაშვილი  აცხადებს, რომ  წინასაარჩევნოდ დაპირებული პრობლემების მოგვარებას , რაც პირველ რიგში   სოფლებში  წყლის საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებდა,  მალევე დაიწყებს, რაც შეეხება არჩევნების ჩატარების პროცესს, არჩილ ხანდამაშვილი მას სამართლიანად აფასებს

 

არჩილ ხანდამაშვილი

 

     ,,პატრიოტთა ალიანსიდან”- კობა კუპრაშვილი

ადმინიტსრაციულ-ფინანსური ტერორის ფონზე ჩატარებული არჩევნები-ასე აფასებს თვითმმართველობის  არჩევნებს  პატრიოტთა ალიანსიდან გურჯაანის მერობის კანდიდატი კობა კუპრაშვილი.

 

კობა კუპრაშვილი

  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” -ნიკა ნიჟარაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან " გურჯაანის მერობის კანდიდატი,  ნიკა ნიჟარაძის დაკვირვებით კი,   არჩევნებმა  მშვიდ გარემოში ჩაიარა და მან    არჩილ ხანდამაშვილს    გამარჯვება მიულოცა

 

ნიკა ნიჟარაძე

          რ ო გ ო რ ი     მ ე რ ი    ს უ რ თ   გ უ რ ჯ ა ა ნ ე ლ ე ბ ს ?

 

განათლებული, კომუნიკაბელური,  კრეატიული, რაიონში  არსებული  პრობლემებს შესახებ ინფორმირებული -  გურჯაანში   გამოკითხული რესპონდენტების თქმით,  სწორედ ამ თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მუნიციპალიტეტის  ახლად არჩეული  მერი

 

vogspop

21 ოქტომბერს  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს ახალი წევრებიც  აირჩია. #12 საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივნის, მადონა ჯავახიშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,  24  მაჟორიტარიდან  მოსახლეობამ  22 ქართული   ოცნებიდან  აირჩია,  მხოლოდ  2-მა დეპუტატმა გაიმარჯვა   ,,ბაქრაძე, უგულავა ევროპული  საქართველოდან.   გთავაზობთ  გრაფიკას,  თუ ვინ  გახდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის   დეპუტატები.   24   დეპუტატის   გარდა, საკრებულოში 15 წევრი  პროპორციული სიით  იქნება წარმოდგენილი. წინასწარი მონაცემებით, უკვე ცნობილია, რომელმა პარტიებმა გადალახეს 4%-იანი ბარიერი. ესენი არიან:,,ქართული  ოცნება,,, ,,ბაქრაძე, უგულავა,ევროპული საქართველო,,, ,,ნაციონალური მოძრაობა,, და ,,დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილ  პატრიოტთა ალიანსი.

 

მადონა ჯავახიშვილი

თუ როგორი მერი ეყოლება გურჯაანს და რამდენად მოაგვარებს იგი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, ამას დრო აჩვენებს. რაც შეეხება გურჯაანის სოფლებში გამარჯვებულ  მაჟორიტარ  დეპუტატებს,  კანონმდებლობის თანახმად მათ ნოემბრის ბოლოდან ექნებათ უფლება თავიანთი სოფლის და მოსახლეობის პრობლემები   გურჯაანის საკრებულოში დააყენონ და მის მოგვარებაზეც იზრუნონ.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ