გურჯაანის მერობის კანდიდატების საარჩევნო დაპირებები

              გ უ რ ჯ ა ა ნ ი ს       მ ე რ ო ბ ი ს      კ ა ნ დ ი დ ა ტ ე ბ ი

 

1)   „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”- არჩილ ხანდამაშვილი

2)    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- ნიკა ნიჟარაძე

3)   “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”- გიორგი პეტრუზაშვილი

4)  “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი   საქართველო”- გია ხელაშვილი

5)  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- კობა კუპრაშვილი

6)  მემარცხენე ალიანსი”- ზურაბ სეფიაშვილი

7) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”- შორენა ძამუკაშვილი

8) „საქართველო”- მთვარისა ბუიღლიშვილი

9) „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” დარეჯან მაჭავარიანი

10) საინიციატივო ჯგუფი- მიხეილ ფურცელაძე

 

არჩილ ხანდამაშვილი
ნიკა ნიჟარაძე
ზურაბ სეფიაშვილი
შორენა ძამუკაშვილი
მთვარისა ბუიღლიშვილი
მიხეილ ფურცელაძე
გიორგი(გოგა) პეტრუზაშვილი
კობა კუპრაშვილი
გია ხელაშვილი

რას პირდებიან გურჯაანის მერობის კანდიდატები გურჯაანელებს და როგორია მათი საარჩევნო გეგმა ?

 

სასმელი წყალი, გზა , დასაქმება, პენსიის და დახმარების მომატება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, უკეთესი მომავალი და  კეთილდღეობა-  თითქმის ყველა პარტია ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ის ერთადერთია, რომელიც ყველა პრობლემას მოუგვარებს და ცხოვრებას უკეთესობისკენ შეუცვლის. დაპირებები კი ყოველწელს უცვლელია.

 

1.„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის  არჩილ ხანდამაშვილისთვის პრიორიტეტული საკითხებია: ინფრასტრუქტურა (წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა), სოფლის მეურნეობა, ახალგაზრდების კეთილდღეობა და ტურიზმი.  აჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში , იგი, სწორედ ამ საკითხების გადაჭრის ისახავს მიზნად.

 

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს,  ნიკა ნიჟარაძეს,  ყველაზე აქტუალურ საკითხად სოციალური პრობლემების მოგვარება მიაჩნია. გამარჯვების შემთხვევაში მის გეგმებში შედის ასევე  მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება , ახალგზარდების ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა , სოფლის მეურნეობის განვითარება და პრემია-დანამატების გაუქმება.

 

3. „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს”- წარმომადგენელი გიორგი პეტრუზაშვილი  მერად მოსვლის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის 20 ლარით  გაზრდას, მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენას და დასაქმებას  ჰპირდება.

 

4. სოციალურად დაუცველების პრობლემები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია-  ამ საკითხების მოგვარებას ჰპირდება გურჯაანელებს  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი, კობა კუპრაშვილი გამარჯვების შემთხვევაში.

 

5. “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი გია ხელაშვილი, მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებას პოლიტიკურ ჭრილში აფასებს.

 

არჩილ ხანდამაშვილი- ,,ქართული ოცნება"
ნიკა ნიჟარაძე-,,ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი(გოგა) პეტრუზაშვილი
კობა კუპრაშვილი-,,პატრიოტთა ალიანსი"
გია ხელაშვილი-,,დემოკრატები"

6.„მემარცხენე ალიანსის”- მერობის კანდიდატი ზურაბ სეფიაშვილი, სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებას ასახელებს, როგორც თავად ამბობს, ყოველ წელს ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად იხარჯება.

 

7.პარტია „საქართველოს” მერობის კანდიდატი მთვარისა ბუიღლიშვილი  მოსახლეობას (საშუალო ფენას )პროექტების დახმარებით ბანკის ვალების დაფარვაში ჰპირდება დახმარებას. ასევე მის გეგმებში ახალგაზრდების ხელშეწყობა და გურჯაანში ტურიზმის განვითარებაც შედის.

 

8.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, მიხეილ ფურცელაძე, ამომრჩეველს გვერდში დგომას და ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.

„ გურჯაანში არაფერი არ არის მოგვარებული. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ინფრაქსტრუქტურას. 24 -საათიანი წყალმომარაგება უნდა მოსახლეობას. მუნიციპალიტეტს სჭირდება ნორმალური ხალხი, ვინც საქმეში ერკვევა . საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არიან არასპეციალისტები. ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, გაჭირვებულ ხალხს  დავუდგები გვერდით.“- ამბობს მიხეილ ფურცელაძე

 

9.,, ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი შორენა ძამუკაშვილი, პირველ რიგში, გურჯაანის აგრარული ბაზრის გაკეთებას გეგმავს.

 

10. გურჯაანის მერობის მეათე კანდიდატს დარეჯან მაჭავარიანს , პარტია,, გიორგი ვაშაძე- ერთობა-ახალი საქართველოდან” მედიასთან ურთიერთობა არ სურს.

 

მთვარისა ბუიღლიშვილი
ზურაბ სეფიაშვილი-,,მემარცხენე ალიანსი"
შორენა ძამუკაშვილი-,,ლეიბორისტები"

რამდენად რეალურია მერობის კანდიდატების  საარჩევნო დაპირებები? ბანკები და საზოგადოების ექპერტი გივი ადეიშვილი განმარტავს, რომ  სოციალური სფეროს პრობლემების გადაჭრა, როგორიცააა, მაგალითად პენსიების და  სოც. დახმარებების  გაზრდა,  რომელიც თითქმის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებაა,  რეალობას სცილდება, რადგან ქვეყანას ამის ეკონომიკური რესურსი ამ ეტაპზე არ აქვს.

 

გივი ადეიშვილი-ექსპერტი

რა  პრობლემების  მოგვარებას  ითხოვს  ხალხი   გურჯაანის  ახალი  მერისგან,  თვითმმართველობისგან ?

 

ქუჩის გამოკითხვა გურჯაანში

რა იქნება უფრო მომხიბვლელი ამომრჩევლისთვის -ბევრი დაპირება პრობლემის მოგვარების შესახებ თუ არანიაირი კონკრეტული  დაპირება, ეს უკვე 21 ოქტომბერს ,თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ