George Shagashvili

ქართული მოდის ინდუსტრია სულ უფრო მაღალ მწვერვალებს აღწევს, მე ყ ოველთვის ვიყავი დაინტერესბული ამ სფეროთი. 2010-2011 წელს დავესწარი გიორგი შაღაშვილის ჩვენებას, და აღფრთოვანებული ვიყავი თუ როგორ ახერხებდა ეს დიზაინერი მოერგო ქალისთვის მკაცრი, მამაკაცური სილუეტები. იგი თავიდან სულაც არ იყო დიზაინერი სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თუმცა ერთი წლით კანადასი მოუწია გამგზავრება სადაც მიხვდა რომ მას დიზაინერობა სურდა. 

 

George shagashvili 2010-2011

მიუხედავად იმისა რომ იგი უპირატესობას ანიჭებს შავს და მისი კოლექციები ძირითადად შავ-თეთრშია გადაწყვეტილი, ის ყოველთვის გვთავაზობს რაღაც ახალს. თუმცა ხშირად ეს საზოგადოების კრიტიკას იწვევს. იქიდან გამომდინარე რომ მე თავად არ გადამიღია ფოტოები მის ჩვენებებზე  ვიყენებ Lig Studios ფოტოებს, რათა სრულიად გაგაცნოთ ყველა ის კოლექცია რაც მან ქართულ ინდუსტრიაზე წარადგინა.

 

GEORGE SHAGHASHVILI SHOW 2011 s/s TFW

2010-2011 წლის კოლექციაში ვარცხნილობის ნახევარ ნაწილს ტვინის მოხატულობა მოიცავდა. ამ ჩვენებით გიორგიმ მესიჯიც დაგვიტოვა "use it"

 

GEORGE SHAGHASHVILI SHOW 2011/12 f/w TFW

2011-2012 წლის კოლექციებშიც იყო პატარა მესიჯი "you have everything but you don't have yourself"

 

GEORGE SHAGHASHVILI 2012 S/S

მისი მაღაზია მდებარეობს თამარაშვილის 3, აქვს არაჩვეულებრივი მომსახურეობა მე თავად ვესტუმრე მას და მისი ფეხსაცმელებიც შევუკვეთე რომელიც ძალიან კომფორტულია და ასევე შეკვეთიდან 7 დღეში დამზადდა. როცა ფეხსაცმლის შესაკვეთად მივედი იგი თავად დამხვდა მაღაზიაში და მაძლევდა ჩემთვის საჭირო რჩევებს, როგორი ფეხსაცმელი უფრო მომიხხდებოდა და რომელი მოდელი უფრო კომფორტული იქნებოდა.

 

GEORGE SHAGHASHVILI at TFW f/w 2013-14

Giorgi

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა სიუჟეტი გიორგი შაღაშვილზე რაც მე სტატიაში დავურთე. როგორც უკვე შევამჩნიეთ გიორგი არ ღალატობს შავ ფერს, მის საყვარელი ფრაზა "i'll stop wearing black if they invent a darker color"  2014 წლიდან ძირითადად მისი ჩვენებების ინსპირაცია ხდება სხვადასხვა ექზოტიკუი ქვეყნები, იგი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მიუხედავად მის კოლექციაში შემოსული ჭრელი ფერებისა შავი კვლავ დომინანტი რჩება.2014 წლის კოლექციის შექმნის ინსპირაცია დიზაინერისთვის აფრიკაში გატარებული პერიოდი იყო, თუმცა მიუხედავად აფრიკული სიჭრელისა შაღაშვილმა სამოსი ძირითადად შავ ფერში წარმოადგინა. ტყავის ქურთუკები და დეტალები, ნაქსოვი ჯემპრები, განიერი შარვლები და სწორი კაბები. ფინალური კაბით პოდიუმზე თაკო ჩხეიძე გამოვიდა, რასაც დარბაზის აპლოდისმენტები მოჰყვა, მაგრამ შოუ ამით არ დასრულებულა. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ყველა მოდელი ერთად გამოვიდა მანათობელი აფრიკული ნიღბებით.

 

GEORGE SHAGHASHVILI f/w 2014-15 @Tbilisi Fashion Week

ამის შემდგომ იყო მისი 2015 წლის კოლექცია რომელიც გამოირჩეოდა ხვეული პარიკებით და უფრრო ნაზი სილუეტებით. ასევე 2015 წლის მეორე კოლექცია რომლის მთავარი მესიჯი იყო "black is always black", ეს ჩვენება ნატალი ქუთათელაძემ დახურა. 2016 წლის ჩვენების ინსპირაცია დიზაინერისთვის ინდოეთი იყო თუმცა კოლექციის დომინანტურ ფერად შავი დარჩა კვლავ, დასასრულს კი თაკო ჩხეიძე ფერადი ელემენტებით გაჯერებული კაბით გამოვიდა. ჩვენების ბოლოს შექმნილი გარემო ნამდვილად ქმნიდა ინდურ განწყობას. 2016 წლის  მეორე კოლექციის ინსპირაცია კი ჩინეთი გახდა, აქ ძირითადად გამოკვეთილია სპეციფიკური მაკიაჯი და ვარცხნილობები, სამოსიც შედარებით უფრო ნათელია რადგან შავთან ერთად თეთრიც დომინანტურ როლს თამაშობს, ჩვენებას კი კვლავ ტაკო ჩხეიძე ასრულებს ჭრელი ელემენტებით გაჯერებული კაბით.

 

2015-2016

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ