გადათხრილი ფოთი

 

დაზიანებული გზები,  აყრილი ასფალტი და ორმოები ასე გამოიყურება ფოთში ქუჩების დიდი  ნაწილი. ამორტიზებული გზები  გადადგილების  პრობლემას  უქმნის როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ვითარება კი  განსაკუთრებით მძიმეა უამინდობის დროს. 

 

რა აზრის არიან მოქალაქეები აღნიშნულთან დაკავშირებით, ვის ადანაშაულებენ და რა პრობლემას უქმინს მოუწესრიგებელი ქუჩები მათ.

ქუჩების გადათხრა  საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მიზნით მოხდა, რამაც არსებული  პრობლემა უფრო გაამწვავა. რებილიტაცია 2018 წელს უნდა დამთავრდეს, თუმცა ჯერ სამუშაოების ნახევარიც არ არის შესრულებული და პროექტი შეჩერებულია.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სანამ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები  არ დასრულდება , ქუჩების კაპიტალური შეკეთება არ მოხდება.მათი თქმით, ამ ეტაპზე, გზების მოხრეშვა და ორმული შეკეთებაა დაგეგმი. მერიაში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რატომ შეჩრდა ე. წ საუკუნის პროექტი. 

 

 

გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ კონტრაქტორ კომპანიას ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიეთინოლის მილები და საკანალიზაციო ჭები უნდა შემოეტანა, თუმცა მათ უხარისხო პროდუქციით დაიყეს მუშაობა.როგორც იქ განმარტავენ , უხარისხო მილები გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც წყალმომარაგების კომპანიამ შეწვიტა და შეაჩერა პროექტი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანიამ  ახალი ტენდერი გამოაცხადა. ახლა დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული  კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს.საკანალიზაციო სისტემის პროექტის განხორციელაბა 2016 წლის მაისის დასაწყისში დაიწყო და მისი ღირებულება 37 მილიონ ამერიკული დოლარს აღემატება.

ნიკა გრიგოლია

როდის განახლდება სამუშაოები ჯერ უცნობია,მანამდე კი მოსახლეოაბას კვლავ გადაადგილების პრობლემა ექნება.

 

როდის განახლდება სამუშაოები ჯერ უცნობია,მანამდე კი მოსახლეოაბას კვლავ გადაადგილების პრობლემა ექნება.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ