ენთუზიაზმზე მომუშავე თეატრები ქუთაისში

ქუთაისში 5 თეატრია.

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

ბალანჩივაძების სახელობის ოპერისა და ბალეტის,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, ნიღბებისა და პანტომიმის თეატრი. 


აქედან პირველი სამი, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ნიღბებისა და პანტომიმის თეატრები კი თვითდაფინანსებაზეა და ელოდებიან როდის დასჭირდებათ მათი სპექტაკლები ქალაქის თვითმმართველობას ამა თუ იმ კულტურულ ღონისძიების გასაფორმებლად. 

ქუთაისის ნიღბების თეატრი

30 წელია ქუთაისის ნიღბების თეატრი ქუთაისში სპექტაკლებს მართავს. ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა თეატრის დასის შემადგნელობა, უცვლელი დარჩა ენთუზიაზმი. 

ქუთაისის ნიღბების თეატრს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ევროპაშიც სულ 7 მსგავსი თეატრია. მათ რიგებში გასაწევრიანებლად წლების წინ ქუთაისის თეატრმა მოწვევაც მიიღო თუმცა, ფინასების არ ჰქონის გამო ეს ვერ მოხედრხდა. 

 

დავით ჯიშკარიანი - "ნიღბების თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი

თეატრი ასევე იმითაა განსაკუთრებული, რომ აქ მსახიობები თავად ქმნიან კოსტუმებს, ნიღბებს, რომლის დამზადებაც არც თუ ისე მარტივია და ერთი ნიღბის დამზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება. 

თეატრის ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ აღფრთოვანდებულა გერმანიიდან ჩამოსული მხატვარი თეატრის მხატვრობით. ეს იმიტომ, რომ ამ თეატრში მსახიობები ყველაფერს საკუთარი ხელით ჰქმნიან.

ქუთაისის ნიღბების თეატრი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ თვითდაფინანსებაზეა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ წლების წინ ის შენობა მოაწესრიგა, სადაც ახლა თეატრია განთავსებული. 

ქუთაისში, „ხარაზოვის ბაღში“ მდებარე შენობას, სადაც  „სატირისა და იუმორის თეატრი“ საქმიანობს, 2014 წელს სტატუსი შეეცვალა და კულტურის ცენტრად გადაკეთდა.  

ამავე წელს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 ათასი ლარი გამოიყო. შენობა 230 მაყურებელზეა გათვლილი, გამოიცვალა დარბაზის შიდა  ინტერიერი, სკამები და  სცენას რესტავრაცია ჩაუტარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა თეატრს კომუნალური გადასახედების გადახდაშიც ეხმარება, თუმცამსახიობების ხელფასების დაფინანსება თეატრს თავად უწევს რასაც მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებს.

დავით ჯიშკარიანი - "ნიღბების თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი

ქუთაისის "ნიღბების თეატრი" რეგიონებში ტურნესაც მართავს. ეს თეატრის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.  მსახიობები წარმოდგენებს ქალაქში, სხვადახვა ღონისძიებებზეც მართავენ. თუმცა ქალაქის დღესასწაულზე მათი გამოსვლის ტრადიცია წელს დაირღვა.

"ნიღბების თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ სპექტაკლების ტენდერით შერჩევა არასწორია. მიაჩინია, რომ არ შეიძლება ნიჭის ტენდერზე გატანა და რომ მსგავსი მიდგომა მათ განვითარებას ხელს უშლის. 

 

დავით ჯიშკარიანი - "ნიღბების თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი
ქუთაისის პანტომიმის თეატრი

ბაქარ ბაქრაძემ და კობა ნიშნიანიძემ 10 წლის წინ ქუთაისში პირველად მოუყვნენ მაყურებლეს ამბავი სხეულის მოძრაობით. 2009 წელს კი პანტომიმის თეატრი ოფიციალურად დარეგისტრირდა. სიახლე ქალაქმა მალე მიიღო და შეიყვარა. 10 კაციანი დასი მუდმივად განახლებადი წევრებით ცდილობს მაყურებელს საინტერესო სიახლეები შესთავაზოს.

 

ბელა მაჭავარიანი - ქუთაისის "პანტომიმის თეატრის" წამყვანი მსახიობი

"პანტომიმის თეატრიც" საკუთარ თავს თავად პატრონობს. ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ იმით ეხმარება, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში სვამს და მათთვის სპექტაკლების გასამართავად დარბაზის გამოყოფას უზრუნველყოფს. 

"პანტომიმის თეატრის" მსახიობები ენთუზიაზმზე მუშაობენ. იმისათვის, რომ ოჯახები და საკუთარი თავი არჩინონ, დამატებით მუშაობენ. ბელა მაჭავარიანიც დამატებით მუშაობს, ოღონდ ისე, რომ ამით ხელი რეპეტიციებზე არ შეეშალოს. 

 

ბელა მაჭავარიანი - ქუთაისის "პანტომიმის თეატრის" მსახიობი

"პანტომიმის თეატრი" "ოპერის თეატრმა" შეიფარა.  მსახიობები საოპერო სპექტაკლებშც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. 

საინტერესოა, ის რომ ქუთაისის "პანტომიმის თეატრმა" მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან მოწვევა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა მათ წასვლა ვერ შეძლეს. მიზეზი არასაკმარისი ფინანსებია.  

kutaisipost.ge - ნაწყვეტი სიუჟეტიდან

"ნიღბების თეატრისგან" განსხვავებით "პანტომიმის თეატრს" საკუთარი შენობა არ აქვს. ასე გამოიყურეაბა სივრცე, სადაც "პანტომიმის თეატრის" მსახიობები რეპეტიციებს გადიან.

 

რეპეტიცია - ქუთაისის "პანტომიმის თეატრი"

მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა და საკუთარი შენობის უქონლობისა, "პანტომიმის თეატრის" მსახიობები ენთუზიაზმის ნაკლებობას არ უჩივიან. ყველაფერს ერთად და მეგობრების დახმარებით ქმნიან. 

 

ბელა მაჭავარიანი - ქუთაისის "პანტომიმის თეატრის" წამყვანი მსახიობი

ბელა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ თეატრის შენობისთვის ადგილის მოძებნაში ეხმარება. 

"პანტომიმის თეატრმა" წელს სეზონი დახურა. იმედოვნებენ, რომ მომავალ სეზონზე, როდესაც მათი თეატრის 10 წლის იუბილე იქნებათ მაყურებელს ახალ შენობასი განახლებული რეპერტუარით უმასპინძლებენ. 

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სურვილი აქვთ თეატრს საკუთარი შენობა ჰქონდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარებს და იდეის დონეზე თეატრის ადგილსამყოფელად ,ქუთაისის „მწერალთა სახლის შენობაც“ განიხილება. 

ქუთაისის მწერალთა სახლის შენობა

ამ ფონზე კი საინტერესოა, რა თანხა იხარჯება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად წლის განმავლობაში. 

მაგალითად, ქალაქის ბიუჯეტში ყველ წელსაა განსაზღვრული წიგნების ბეჭდვა. geonetpress.ge-ს მიერ მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფრომაციით ირკვევა, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში, 12 ავტორის წიგნის დასაბეჭდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ქალაქის მერის მრჩევლის, თეიმურაზ ლანჩავას წიგნის დაბეჭდად 10 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. 

2016  წელს დაფინანსებულ წიგნებს შორის კი, ყველაზე ძვირი, გიზო თავაძის შემოქმედება    იყო.  წიგნისთვის  "ზოგი რამ, ანუ მხოლოდ სიმართლე"- 3000ლარი იქნა გამოყოფილი. 

 

წელს „ორმაისობის“ კონცერტების ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ მხოლოდ ჰონორარებში  16 250 ლარი დახარჯა.

ეს თანხა ასე განაწილდა:

DJ ZAPA – 625 ლარი

ჯგუფი „ურსა“  - 4 375 ლარი

"რეზო და ბავშვები" - 5 000 ლარი

თემურ ყვითელაშვილის კონცერტი - 6 250 ლარი. 

ჰონორარების გარდა, მერიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენისა და აპარატურის მომსახურებისათვის 18 ათასი ლარი გამოყო. 

სულ "ორმაისობის" ღონისძიებისთვის წელს ბიუჯეტიდან 50 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.

 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ