ემუქრება თუ არა ფოთს დატბორვა

 

ფოთის შესასვლელში არსებულ ჰიდროკვანძს საფრთხე ემუქრება. ჰიდროკვანძი , რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, მდინარე რიონის შავ ზღვაში ჩასვლის პროცესს არეგულირებს. წყალთმეურნეობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ლოლუა, რომელსაც შენობა 2006 წლამდე ებარა, ამბობს რომ წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქალაქი და ხობის რამდენიმე სოფელი დაიტბოროს.

გენადი ლოლუა

 

1939 წელს ქალაქის ხშირი დატბორვების თავიდან აცილების მიზნით, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით, მდინარე რიონის ნაბადის კალაპოტში გადაგდებამ, მთავარი კალაპოტის შუა წელში ჰიდროლოგიური პროცესების გაუარესება გამოიწვია.შედეგად პლაჟწეარმომქმნელი პროცესების ნაცვლად დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ზღვის ნაპირის ეროზია.ამ პროცესების შეჩერების მიზნით, 1959 წელს ფოთის შესასვლელში მდინარე რიონზე წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი აშენდა. მიუხედავად ამისა სამხრეთ ტოტის მიერ შემოტანილი ნატანის მოცულობა საკმარისი არ აღმოჩნდა ნაპირის მდგრადობის შენარჩუნებისთვის.წყალმარეგულირებელ ჰიდროკვანძს ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2006 წელს სამწლიანი საგარანტიო ვადით ჩაუტარდა. ხიდი, რომელსაც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია აქვს მხოლოდ 1,5-2 ტონიანი მანქანებზე იყო გათვლილი, თუმცა დღესდღეობით მასზე 30-40 ტონიანი ტვირთის მქონე ტრაილერები ინტენსიურად გადაადგილდებიან, რაც მეტად სახიფათოა.ხიდის ისედაც მოძველებული კონსტრუქცია, ასეთი წონის დატვირთვაზე გათვლილი არ არის.2011 წლიდან ნაგებობა მიტოვებულია და მას არანაირი მონიტორინგი არ უტარდება. 

გენადი ლოლუა

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას გეგმავს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებე, რომ ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან.პროექტი ესპანური კომპანია „ევროსტუდიოს“ მიერ მუშავდება და ღირებულება 41 მილიონ ლარს შეადგენს.ძველი ნაგებობა მხოლოდ ჰიდროკვანძის ფუნქციას შეასრულებს, ამავე დროს გარემონტდება ის ფარები, რომლებიც დღეის მდგომარეობით უმოქმედოა და მას მეტი მოცულობის წყლის გატარება შეეძლება

ნიკა გრიგოლია
გენადი ლოლუა
ჰიდროკვანძს, რომელიც სპეციალისტების აზრით, სერიოზულად არის დაზიანებული , თუ როდის ჩაუტარდება სრული კაპიტალური შეკეთება ამ დროისთვის უცნობია . მოსახლება კი რიონის პერიოდულ ადიდებას კვლავ შიშით ხვდება.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ