დევნილობაში თავიდან დაწყებული ცხოვრება

ლტოლვილთა და განსახლების სანამინიტროს სტატისტიკური მონაცემებით ქუთაისში 3 ათას 871 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ეს 12 ათას 714 ადამიანია.

აფხაზეთის ომიდან 25 წელი გავიდა. ამდენივე წელია ისინი საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა წლებია ენგურს აქეთ სიცოცხლე თავიდან დაიწყეს, აფხაზეთის ხსენებაზე იქვე იტყვიან "ჩვენ დავბრუნდებით!"

ლალი შენგელია. ჟურნალისტი. 54 წლის. აფხაზეთიდან დევნილი. ცხოვრობს ქუთაისში.
ლალი შენგელია

პროფესიიდან გამომდინარე მას უმარავ ადამიანთან ჰქნდა შეხება.ლალი იხსენებს, რომ  სამსახურში ზოგი რუსი იყო, ზოგიც უკრაინელი. რათქმაუნდა აფხაზბი და ოსები. თუმცა ისინი ერთად კარგ დროს ატარებდნენ და დაძაბულობა არასდროს შეიმჩნეოდა. 

 

ლალი შენგელია

 

 

 

 - როდის დატოვეთ აფხაზეთი? როგორი იყო სიტუაცია?  

ლალი შენგელია
ლალი შენგელია

 

 

 

 

- რას პაუხობთ როცა გეკიხებიან : სადაური ხარ?

ლალი შენგელია
ლალი და მისი მშობლები რიწაში.
ქორწილი ოჩამჩირეში- ლალი შენგელია და მისი მეუღლე იგორ შამათავა.
ლალი და მისი ოჯახი - ფოტოები ოჩამჩირედან.
ლალის გარდა ქუთაისში უამრავი დევნილი ცხოვრობს. ეს კადრები სასტუმრო "თბილისის" შენობიდანაა. დევნილების ნაწილს სამინისტომ ბინები გადასცა, ნაწილი კუთვნილ ფართებს ისევ ელოდება. ცხოვრება დევნილობაში გრძლედება.

სოციალური მოძრაობის შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, სოცილოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამარ თოლორდავა ამბობს, რომ ომით ტერიტორიების დაბრუნება მიუღებელია. ამაზე ის ადამიანებიც თანხმდებიან, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ. მიაჩნია რომ თავის დროზე ეს ომის ადამიანობის კრიზის იყო. 

 

თამარ თოლორდავა

თამარ თოლორდავა საუბრობს, როგორ აღიქვამენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები იმ ფაქტს, როცა ე.წ. საზღვრის აქეთ უწევთ გადმოსვლა თუნდაც სამედიცინო დამხარების მიღების მიზნით. 

 

თამარ თოლორდავა

 

 

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას ყოველთვის ამბობენ, რომ  მშვიდობიანი გზით, დიალოგის ფორმატში საუბარი მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ერთმანეთს უნდა ესაუბროს. სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ თოლორდავა კიდევ ერთხელ ამბობს: 

"კარგია, რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძმები და დები ვიყავით, მეგობრობდით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი რა პრობლემებიც არსებობდა ომამდე, ომის პერიოდში, ამის შემდეგ. მგონია, რომ ქართველები ხშირად მითებში ვცხოვრობთ, კომფორტული ნიშა გვაქვს აღებული, რომ და-ძმები ვართ და მეგობრულად ვცხოვრობდით, თანაცხოვრებას წინ არაფერი არ უდგას თუ რუსეთი მოვიშორეთ. მესიჯები რომლებიც ჟღერს აფხაზური მხარიდან ცოტა განსხვავდება და ასეთი და-ძმური დამოკიდებულება ხშირად არ არის. თუ გვინდა , რომ პრობლემა არგად დავინახოთ და გამოვასწოროთ უნდა დავინახოთ იქაური თვალით დანახული ქართული მხარე, რას ფიქრობენ ჩვენზე.

ქართული და აფხაზური რეალობის ერთ-ერთი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადაწვიტა ვიდეობი გადაეღო და გამარჯობა გაეგზავნა.ეს ძალიან დადებითი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან და ველოდებოდით, რომ "გაგიმარჯოს" გამოგვიგზავნიდნენ, მაგრამ უცებ მივიღეთ ვიდეო, სადაც ძალიან ბევრი ნახვამდის იყო. ამან ძალიან კარგად დაგვანახა, როგორ ვუყურებთ ეს ორი მხარე რეალობას. თუ დავიწყებთ ერთმანეთთან საუბარს, მე გონია, რომ ეს ბევრ რამეს შეცვლის!"

თამარ თოლორდავა
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ