დაბინძურებული გარემო
საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა. ნარჩენების ,,მოსაშორებლად,, ადამიანები ხშირად ნებისმიერ ადგილს იყენებენ. თითქმის ყველგან, მეტწილად სოფლებში, ვხვდებით გადაყრილ ნარჩენებს. რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ადამიანებს.

  გორის მუნიციპალიტეტის თითქმის  ყველა სოფელში დგას ურნები საყოფაცხოვრებო ნარჩენბისთვის, თუმცა ხშირად ადამიანები მისი გვერდის ავლით მდინარის ნაპირებზე ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ან მხოლოდ თვალს მოაფარებენ და პრობლემას ასე  მარტივად ,,აგვარებენ,,.   ადგილობრივების თქმით ურნები მალე ივსება დასუფთავების სამსახურს კი  დროულ რეაგირებას არ ახდენს,   იძულებული ხედებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ურნების ნაცვლად ურნებთან განათავსონ.   

 

ეს ფოტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკშია გადაღებული
თიკო სიდამონიძე

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილომწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი  ხიდაშელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში  სულ 849 ურნაა განთვსებული. მისი თქმით  შედგენილია გრაფიკი და თვითოეული სოფლიდან ყოველ მეოთხე დღეს გააქვთ ნარჩენები. ხიდაშელის განცხადებით სოფლებში  ცალკეული სოფლების  სტიქიური ნაგავსაყრელებისგან გაწმენდა დაიწყეს თუმცა ხელისშემშლელ ფატორებზე საუბრობს. სამსახურის უფროსი პრობლემის ძირეულად მოსაგვარებლად     სპეცტექნიკის და ურნების დამატებას ითხოვს.  

 

გიორგი ხიდაშელი – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილომწყობის სამსახურის ხელმძღვანელი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სასახურში აცხადებენ რომ პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება თუ ფაქტთან ერთად პირის ინდენტიფიცირება მოხდება. გამგეობას კი 3 წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი ფაქტი არ გამოუვლენია.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ