http://www.sciencedebate2008.com/wp-content/uploads/nature-ice-001.jpg
Brinicle - სიკვდილის თითი

   Brinicle - სიკვდილის თითი

  საინტერესო ბუნებრივი მოვლენა აღმოაჩინა BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა არკტიკულ ყინულქვეშა წყლებში. თაიმლაპს–კამერების გამოყენებით მკვლევარებმა დააფიქსირეს ყინულის ლოლოების გამოჩენა წყლის ქვეშ.

    ზამთარში წყალზე ყინულის ტემპერატურა –20 გრადუსს აღწევს, ხოლო თვით წყლისა კი –1.9 გრადუსს. წყლის გაყინვას (რისგანაც ყინულოვანი საფარი წარმოიქმნება და სქელდება) მოჰყვება მარილების გამოყოფა, რაც ქმნის ამ ყინულის ქვეშ წყლის უფრო მკვრივ ფენას.

  იმის გამო, რომ ეს მარილით გაჯერებული ფენა ყინულს ეხება – თვითონაც ცივდება მის ტემპერატურამდე, შემდენ იწყებს მოძრაობას ქვევით, ფსკერისკენ. წყლის გადაცივებული ნაკადი ზღვის წყალსაც აცივებს  და წარმოიქმნება კრისტალიზებული მასა.

  როდესაც ცივი წყლის მასა ზღვის ფსკერს აღწევს, იქმნება თავუსებური ნაკადული. ყველაფერი, რაც კი გზაზე ხვდება ამ ყინულს, ცოცხლად იყინება.

  BBC–ის ოპერატორების მიერ (ჰიუ მილერი და დუგ ანდერსონი) გადაღე–ბულმა ბრაინიკლმა ფსკერს მიაღწია 3,5 საათში. ეს ვიდეო სრულ წარმოდგენას გვაძლევს ამ მოვლენის შესახებ, რომელიც მსოფლიო ოკეანეების ცივ წყლებში წარმოიქმნება.

BBC-ის ვიდეო
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ