„ბოლო სიტყვის თქმის მაგიერ...პორტრეტი-ჯანო იზორია

 

    მეხუთე კლასში იყო, პირველი როლი სწორედ მაშინ ითამაშა და საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პირველი ჯილდოც მაშინ მიიღო .  სწორედ პირველმა წარმატებამ  დააფიქრა მსახიობობაზე. გმირი რომელზეც ვსაუბრობ  ჯანო იზორიაა. იგი ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობია. საზოგადოება მას ასევე,  ქართული ფილმებიდან იცნობს. 

პირველი წარმატება

გზა დიდი სცენისკენ...

 

   ამბობენ,  რომ თეატრისა და კინოს ვარსკვლავებს ბედი სწყალობსო. შესაძლებელია, მართლაც  ასეა. განსაკუთრებული წყალობის შესახებ ძნელია საუბარი,  მაგრამ  ბედისწერა უთუოდ თამაშობს როლს ამა თუ იმ მსახიობის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. საბოლოოდ წარმატება  მაინც  დიდი შრომით და ჯაფით მიიღწევა.

  ჯანო 1999 წელს რეზო ჩხეიძის ჯგუფში ჩაირიცხა. სწორედ ამას მიიჩნევს მსახიობი პირველ წარმატებად, წარმატებად  რომელმაც თეატრალობისკენ მიმავალი გზა მკაფიოდ გააუნათა. 

 

    მე-4 კურსზე იყო, როდესაც მახიობის პირველი კინო-დებიუტი შედგა. რეზო ჩხეიძის ფილმში „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“.საკმაოდ დიდი წარმატება და პოპულარობა ჯანოს ქართულმამრავალეპიზოდიანმასატელევიზიო დრამამ- „ტიფლისმა მოუტანა.სადაც იგი გრიგოლის როლს ასრულებდა.

 

  შემდეგ ჯანოს ცხოვრებაში მასშტაბური სახალხო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“იყო. როგორც ჯანომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროექტში მონაწილეობა მისი დიდი სურვილი იყო და შემოთავაზებას, პროექტში მონაწილეობაზე დუტა სხირტლაძისგან დიდი სიხარულით დათანხმდა.

 

„ხალხის სიყვარულს ყოველთვის რომ გრძნობ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,  პატარა ბავშვები რომ მორბიან, რომ გცნობენ, სურათის გადაღებას რომ გთხოვენ. სასიამოვნოა ეს სითბო და სიყვარული და ვგრძნობ იმას, რომ ეს ბედნიერება ხალხისგან მივიღე და ხალხს ზურგი არასოდეს უნდა შეაქციო, ხალხმა დაგაფასა და ეს დიდი სიყვარული აუცილებლად დასაფასებელია“.

ფოთი..

 ჯანო გალში დაიბადა, და აფხაზეთი ძალიან უყვარს, თუმცა ქალაქი სადაც გაიზარდა- ფოთია. ფოთი განსაკუთრებით უყვარს,ბავშვობა იქ გაატარა. ჯანო, ფოთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და მისი დიდი სურვილია ფოთი იყოს ისეთი საპორტო ქალაქი, როგორსაც ქალაქი იმსახურებს.

 „ამსტერდამში არასდროს ვარ ნამყოფი,თუმცა ვიცი, ისიც საპორტო ქალაქია და მინდა ფოთიც მასსავით განვითარებული იყოს ჩვენ ყველანი,განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ყველა ადამიანი, მოვითხოვთ! გვინდა, გვინდა ეს ქალაქი იყოს ძალიან მაგარი. 

 

 მსახიობს პატარა შვილი ევა-გაბრიელა ჰყავს. მსახიობმა , ჩვენთან საუბრისას საკუთარი შვილის მომავალ პროოფესიაზეც ისაუბრა. მისი დიდი სურვილია, ევა-გაბრიელა „სუხიშვილების“ სოლისტი იყოს.  

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ