http://www.mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/3964-sikharulis-hormonebi.html
ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი

     დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, ვნების მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.

 ოპტიმისტური განწყობილების შედეგად უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის აღზრდა

ასე რომ დატკბით ცხოვრებით და გამოიმუშავეთ მეტი ენდორფინი

 

       არასასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყველას გვქონია. ამ დროს განწყობაც გვიფუჭდება. თუმცა განწყობა შესაძლოა უმიზეზოდაც წაგვიხდეს. ხშირია ასეთი რამ გაზაფხულობით, ასევე - გარდატეხის ასაკში... როგორ მოვერიოთ უგუნებობას? როგორ დავეხმაროთ შვილებს ასაკობრივი სირთულეების დაძლევაში?

ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენსავე ორგანიზმშია. ენდოკრინული სისტემის დახმარებით ჩვენ საკუთარი თავის დახმარება და განწყობის მოდელირება შეგვიძლია. კარგი განწყობის განმაპირობებელი ჰორმონები მოქმედებენ თავის ტვინის ქერქზე და პასუხს აგებენ ფსიქოემოციურ კომფორტზე. სისხლში მოხვედრის შემდეგ ისინი იწვევენ გაუტკივარებას, ბედნიერების შეგრძნებას, სიმსუბუქეს, კმაყოფილებას. ერთი სიტყვით, ეს მორფინის მსგავსი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტრესის მოხსნაში.

 

- რომელია ეს ჰორმონები?
- არსებობს რამდენიმე ჰორმონი, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. ყოველი ადამიანისთვის იგი სხვადასხვაა. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალიდან: ენდორფინები - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგალითად, სპორტით, ვარჯიშით. იმ ადამიანების 85%-მა, ვინც რეგულარულად დადიან საცურაო აუზზე ან სპორტდარბაზში, არ იციან, რა არის დეპრესია. სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება სიცილის დროს. გასაოცარია, მაგრამ ხელოვნური ღიმილიც კი ზრდის ამ ჰორმონის რაოდენობას, ხოლო დღესასწაულების შემდეგ კარგი გუნება-განწყობილების წყალობით ორგანიზმი ორი დღით შეუვალი ხდება ვირუსებისთვის. არსებობს საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც უგნებობა და დეპრესია ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ადვილად ერევა ვირუსები. ოქსიტოცინი - სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომ არის, რომ შეყვარებული გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. სეროტონინი - ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს, რომელიც შეიცავს ამინმჟავა ტრიპტოფანს. მათ, ვისაც უყვართ ეს პროდუქტები, გაცილებით იშვიათად აწუხებთ უძილობა, უგუნებობა, დეპრესია და ნევროზი. დოფამინი - კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა. ტესტოსტერონი, ესტროგენი - მამაკაცისა და ქალის ჰორმონები. მათ იძლევა სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები. ესტროგენების სიჭარბე განაპირობებს ქალურობასა და მიმზიდველობას, მომხიბვლელობას, ტერტოსტერონისა - სექსუალობასა და აზარტულობას.


- როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას?
- სიტუაცია თვითონვე უნდა ვმართოთ. კონცენტრირებული, მიზანმიმართული სუნთქვა და სხეულის ყოველი უჯრედის ჟანგბადით გაჯერება საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გადავიტანოთ უსიამოვნო აზრებიდან და ჩავრთოთ თვითგანკურნების მექანიზმი. ეს რთული არ არის: ამოისუნთქეთ პირით, მუცელი შეკუმშეთ, შემდეგ სწრაფად ჩაისუნთქეთ ცხვირით და მუცელი გამობერეთ, შემდეგ ისევ ძლიერად ამოისუნთქეთ პირით, გაითავისუფლეთ ფილტვები ჰაერისგან და შეკუმშეთ მუცელი. ამის შემდეგ სუნთქვა 8 წამით შეიკავეთ, მოეშვით და ჩაისუნთქეთ. ეს სუნთქვითი ვარჯიში შეასრულეთ, როდესაც დაიღლებით ან გუნება გაგიფუჭდებათ. ვარჯიშის შესრულებისას შეიძლება სიარული. დაგეხმარებათ ასეთი სავარჯიშოც: აიჩეჩეთ მხრები, ღრმად ჩაისუნთქეთ, თავი მხრებში ჩამალეთ, შეიკავეთ სუნთქვა, სადამდეც შეგიძლიათ და მერე მკვეთრად ამოისუნთქეთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი და დატვირთვა არა მხოლოდ უფროსებისთვის, ბავშვებისთვისაც სტრესულია და დამთრგუნველი. 

 
https://www.youtube.com/watch?v=MQu2YVmNL9o
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ