ავტოფარეხი

დაახლოებით 50 წლის წინ, როდესაც  რკინიგზელები მათთვის აშენებულ ახალ კორპუსებში შეასახლეს, სახლის ეზოებს არაფერი მიჯნავდა ლიანდაგებისგან. დასახლება აფრიკა განსაკუთრებული არქიტექტურული ჩანაფიქრის გარეშე გაშენდა, წინასწარ არავის უფიქრია სად იქნებოდა ეზო, ბაღი ან სათავსო.

სახლების ეზოები ბაქანისგან რომ გაემიჯნათ და რკინიგზის ხმაური დაეხშოთ რკინიგზელებმა  ლიანდაგების გასწვრივ ავტოფარეხების რიგის ჩადგმა დაიწყეს.  .

მატარებლის ლიანდაგები საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა

ნელ-ნელა ავტოფარეხები დასახლების მთავარ ურბანულ მახასიათებლად იქცა და აფრიკის ერთგვაროვან ნაცრისფერ არქიტექტურაში დისონანსი შეიტანა. უბანს განსაკუთრებულ ფაქტურას სწორედ ეს ფერადი ლითონის კონსტრუქციები აძლევს .



ადამიანებმა რომლებსაც საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სივრცის ათვისების და განვითარების სრული თავისუფლება აქვთ რკინის ქოხები სრულიად სპონტანურად, ერთმანეთის მიყოლებით ჩაამწკრივეს. სხვა ხედვა, რომელიც ამ უბნის ურბანულ ქსოვილში კონტრასტს შექმნიდა, მათთვის არავის შეუთავაზებია.

შეიძლება სულაც არ გყავდეს მანქანა, მაგრამ ავტოფარეხი უნდა გქონდეს. გააჩნია სად დგას შენი ავტოფარეხი, უმეტესობას, რომელიც  გზისპირასაა კომერციული დანიშნულება აქვს. 

ნათია აფრიკაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა, მის ბინას ფარეხი მოყვა და ასე გაჩნდა გუმათის ქუჩაზე ნათიას მეორადი ტანსაცმლის  ბუწიკი.

ნათიას მაღაზია პოპულარულია აფრიკაში

აფრიკის დაკეტილ ავტოფარეხებში შეიძლება აღმოაჩინოთ საქეიფო ადგილი, საზაფხულო სამზარეულო, სადურგლო, ნარდის სათამაშო, მოსასვენებელი და კიდევ ბევრი სხვა მნიშნელოვანი სივრცე სოციალიზაციისთვის, რომელიც ასე ცოტაა ამ უბანში. 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ