ავადმყოფობასთან მებრძოლი ბიჭი

9 წლის ლუკა გოგელია  ონკოლოგიური პაციენტია. მას სამი ოპერაცია გაუკეთდა და მესამე წელია სიმსიმვნეს ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასზე ბებია ზრუნავს, რომელიც ასევე ონკოლოგიური ავადმყოფია.  ოჯახია პირადი შემოწირულობებით არსებობს. 

 

 

ლუკა გოგელია მესამე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა.იგი პერიოდულად აცდენდა სკოლას, თუმცა პედაგოგები და თანაკლასელების მშობლები მასზე დღემდე ზრუნავემ და დედობრივ სიყვარულს უნაწილებენ. ლუკას  გონების გათიშვაც დაეწყო, რის გამოც მისი სკოლაში სიარული შეუძლებელი გახდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გულის ოპერაცია  ესაჭიროებოდა, მაგრამ ოჯახს შესაბამისი რაოდენობის  თანხა არ ჰქონდა .ლუკას ოპერაციები საქართველოში გაუკეთდა. იგი გამოკვლევებზე საზღვარგარეთაც იყო წაყვანილი.ადგილობრივმა ხელისუფლებამ  და ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლებისდაგვარად გაუწიეს  დახმარება. მის ჯანმრთლობაზე  ფონდებმა ,,ბილივმა“ და  ,,ქველმოქმედმა“ იზრუნეს, არაერთი საქველმოქმედო საღამო მოწყვეს ლუკას დასახმარებლად  და შემოსული თანხით მისი მკურნალობა დააფინანსეს. 

ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით , ონკოლოგიური პაციენტები როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამებით   სარგებლობენ.როგორც იქ აცხადებენ,  საყოველთაო დაზღვევას პრიორიტეტად  ონკოლოგია აქვს და ონკოლოგიურ  პაციენტს თანხის   საკმაოდ დიდი ნაწილით აფინანსებს. მასში შედის  როგორც დიაგნოსტიკა,ასევე მკურნალობა . ლიმიტები განსაზღვრულია, იმის მიხედვით თუ როგორი პაკეტი აქვს პაციენტს. რაც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით იმ კომპონენტის თანადაფინანსებაში  ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოები ერთვება. ფოთის ჯანდაცვის სამსახურს აქვს  სტაციონარული მკურნალობის პროგრამა რომლითაც , როგორც ონკოლოგიური,ასევე ყველა პროფილის პაციენტი სარგებლობს . მოქმედებს მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაც. ლუკას ოპერაციები დაუფინანსდა, ორი ოპერაცია სახელმწიფომ სრულად დააფინანსა, ერთი კი 70%-ით. თუმცა როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ ოჯახს შემდგომი მკურნალობის და წამლების დასაფინანსებლად მათთვის  არ მიუმართავს. ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ლუკას ბებიამ ითხოვა დახმარება, რომელიც ასევე სიმსივნითაა დაავადებული . მას ორჯერ გაეწია ფინანსური დახმარება და  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა და  მკურნალობა ჩაუტარდა. ლუკას ბებიას თქმით, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს კერძოდ იძენს და ამიტომ ჯანდაცვის სამსახურისთვის არ მიუმართას. 

 

ლუკა ოცნებობს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეთ და ბებომაც დიდხანს იცოცხლოს. ამბობს, რომ როცა გაიზრდება ბებოს ყველა სურვილს აუსრულებს. 

 

ლუკა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ მკურნალობის კურსს ახლაც გადის.  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და კონტროლსაც მუდმივად საჭიროებს.  იგი სკოლაშიც დადის , მონდომებულია და აქტიურობს. ოჯახი  პირადი  შემოწირულობებით არსებობს და ამ დრომდე კეთილი ადამიანების იმედად რჩება. 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ