ასობით წელია, რაც ვეღარ ვსუნთქავ

რამდენიმე კვირის წინ მინეაპოლისში შავკანიანი მამაკაცი დაიჭირეს და 8 წუთის განმავლობაში წაართვეს სუნთქვის საშუალება, რამაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია. მიზეზი კი იყო ის, რომ ფლოიდმა მაღაზიაში ყალბი 20 დოლარიანით შეიძინა ნივთი.

 

ფლოიდის სიკვდილმა გამოიწვია პროტესტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

BLACK LIVES MATTER მსოფლიოს გარშემო

აშშ
ახალი ზელანდია
დიდი ბრიტანეთი
ნიდერლანდები
პარიზი
თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა

ეს სიტყვები სულ მალე ანტირასისტული მოძრაობის მთავარი გამოთქმა გახდა. ეს სიტყვები ისმის ყველა პროტესტზე, გამოსვლაზე, იწერება ყველა სოციალურ მედიაზე ჰეშთეგად, ჰედლაინებად და კედლებზე სტენსილებად.

 

სულ მალე პროტესტებმა ძალიან მასშტაბური და ძალადობრივი სახე მიიღო. პროტესტის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციის მანაქანებს, მაღაზიებს.

 

პროტესტის შედეგად მინეაპოლისის საქალაქო საბჭომ პირობა დადო, რომ პოლიციის განყოფილებას დაშლიდა. თეთრმა სახლმა კი გამოაცხადა, რომ პოლიციის რეფორმებზე მუშაობას იწყებდა - ეს კი პროტესტის ერთ-ერთი მთავარო მოთხოვნა იყო.

 

პროტესტები კვლავ გრძელდება და როგორც მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ გაჩერდებიან, მანამ სანამ რასიზმს და შავკანიანთა დისკრიმინაციას წერტილს არ დაუსვამენ.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ