ახტალას ახალი სიცოცხლე

გურჯაანში, სამკურნალო - ბალნეოლოგიური კურორტი  ,,ახტალა” 2018 წელს 3 760 000 ლარად  გაიყიდა. ადგილობრივების ნაწილს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი ინვესტიცია კურორტის ფუნქციონერებას გააუმჯობესებს.

 

რომან ჭედია-პაციენტი გურჯაანიდან

57 წლის, გურჯაანის მკვიდრი, რომან ჭედია ახტალის კურორტის ხშირი სტუმარია. მან 6 წლის წინ სახსრების ტკივილით სანატორიუმს მოაკითხა, 2 წლის მანძილზე ტალახის აბაზანები გაიკეთა და როგორც თავად ამბობს  განიკურნა.

 

რომან ჭედია

რომან ჭედიასთვის ახტალა არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ, დასასვენებელი  ადგილიცაა. იგი განსატვირთად ოჯახთან ერთად თითქმის ყოველდღე მოდის  და ტყე პარკში სეირნობს.კურორტის გაყიდვა რომან ჭედიას მას კარგ გადაწყვეტილებად მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ ახტალაზე  დამატებით ბევრი რამ გაკეთდება, მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლდება და ტურისტების რიცხვიც გაიზრდება. კურორტის გაყიდვა  მას კარგ გადაწყვეტილებად მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ ახტალაზე  დამატებით ბევრი რამ გაკეთდება, მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლდება და ტურისტებიც რიცხვიც გაიზრდება.

 

რომან ჭედია

სამკურნალო - ბალნეოლოგიური კურორტი  ,,ახტალა” 2018 წელს 3 760 000 ლარად  გაიყიდა. არაბმა ინვესტორებმა კურორტის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყეს. ახტალის ამჟამინდელმა მეპატრონემ, შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" საპრივატიზებო პირობის მიხედვით  ახტალის ტერიტორიაზე მინიმუმ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მოაწყოს 120 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.

 

ახტალას სანატორიუმი
ახტალის სავიზიტო ბარათი ,,ქალის ძეგლი"

რ ა ტ ო მ    გ ა ი ყ ი დ ა     კ უ რ ო რ ტ  ი?

 

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს მკურნალობენ. აქ  250 მეტრი სიღრმიდან ტალახი ბუნებრივად ამოდის და სამკურნალოდ უნიკალურია. კურორტი თბილისიდან 122 კმ-ში, ზღვის დონიდან 412 მეტრში მდებარეობს. ჰავა ზაფხულში  ცხელი, ზამთარში- თბილი. ახტალის აბაზანების მისაღებად და სამკურნალოდ  კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. მაგრამ, ბოლო წლებია ტურისტების რაოდენობა შემცირდა. სწორედ ამიტომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი გაყიდვა და მეტი პოპულარიზაციისთვის  კურორტის სამკურნალო ფუნქციასთან ერთად სარეკრეაციო და გასართობი ობიექტების დამატებაც.

 ,, ახტალა კომუნისტების პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუმცა 90-იანი წლების დროს  ქვეყანაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესებმა რათქმაუნდა კურორტზეც უარყოფითად იმოქმედა.2000 წლიდან თითქოს სასიკეთოდ შეიცვალა ყველაფერი, ახტალა რეაბილიტირდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ახლაც მოძველებულია ინფრასტრუქუტურა და ის თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ კუროტის გაყიდვა და ჩვენც, ადგილობრივი თვითმმართველობა მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას”- განმარტავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი,  არჩილ ხანდამაშვილი

 

ახტალას ტყე-პარკი

როგორც ცნობილია, ახტალის გაყიდვის მიუხედავად  რეკრეაციული ზონა შენარჩუნდება და გურჯაანელებს კურორტზე შესვლა კვლავ უფასოდ შეეძლებათ . გურჯაანის მერი,არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით,  ინვესტორს 25 წლის ლიცენზიით გადაეცა 15 ჰექტარ ნახევარი ტერიტორია, დანარჩენი ნაწილი(6 ჰექტარი), ესაა ტყე პარკის ტერიტორია, სადაც მოწყობილია ველო ბილიკები, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სპორტული კორტები არ გაყიდულა და კვლავ სახელმწიფოს   მფლობელობაშია. სახელმწიფოს და ინვესტორს შორის დადებული კონტრაქტის მიხედვით 2045 წელს ახტალის ტალახი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

 

არჩილ ხანდამაშვილი-გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი

დღეს  კურორტის ტერიტორიაზე განთავსებულია მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა და   ტალახსამკურნალო სააბაზანო. აქ პაციენტები სეზონურად (მაისიდან-ნოემბრის თვემდე) 10 -12 დღიან სამკურნალო კურსს  იტარებენ. ერთდღიანი საგზური 70 ლარი ჯდება,რომლის მომსახურეობაში სამჯერადი კვება , ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის კონსულტაცია, ტალახით მკურნალობა და მასაჟი შედის.

 

კურორტის დირექტორი  თითქმის 30 წელია გიორგი უტიაშვილია. იგი განმარტავს, რომ  დროთა განმავლობაში მართალია ხდებოდა სანატორიუმის განახლება, თუმცა ინფრასტრუქტურა მაინც  მოძველებულია. ეჭვობს, რომ ალბათ ამან გამოიწვია ახტალის პოპულარობის დაკარგვა.

 

გიორგი უტიაშვილი- კურორტ ,,ახტალას" დირექტორი

როგორ აფასებენ გურჯაანში ,,ახტალის” გაყიდვის გადაწყვეტილებას?

 

კურორტი ,,ახტალა"

,,ახტალა” გურჯაანელებისთვის არა მხოლოდ სამკურნალო კურორტი, არამედ დასასვენებელი ადგილიცაა. ქალაქში ერთადერთი რეკრეაციული ზონა კურორტის ტერიტორიაზეაა მოწყობილი. ეზოში განთავსებულია საბავშვო მოედანი, ტრენაჟორები და კომფორტული მოსასვენებელი კუთხეები.  საღამოს და განსაკუთრებით ზაფხულში განსატვირთად ახტალას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს. გურჯაანელების შეფასება ახტალას გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია, ნაწილი წინააღმდეგია  რაიონში უცხოელი ინვესტორის შემოსვლის, რადგან ეშინიათ, რომ კურორტზე შესვლა ფასიანი გახდება და მკურნალობაც გაძვირდება, ზოგისთვის კი კურორტის გაყიდვა გურჯაანში ეკონომიკური აღმავლობის მოლოდინს აჩენს.

 

vox pop

ახტალის რეაბილიტაცია კონტრაქტის მიხედვით, 4 წელში  უნდა დასრულდეს.გურჯაანელი რესპონდენტების უმრავლესობა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახტალას რეაბილიტაციამ ძალიან დიდი შანსია,რომ გურჯაანის ბედი შეცვალოს, რადგან ამჟამად ქალაქში ტურისტების ნაკლებობაა, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა  და მოსახლეობის უმრავლესობას იმედი აქვს, რომ განახლებული კურორტი ცნობადობის, დასაქმების ადგილების გაზრდასთან ერთად ფინანსურ სიძლიერეს მოუტანს. თუმცა, შესაძლოა დაკარგონ უნიკალური და საყვარელი გარემო.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ