ახალგაზრდა გამომგონებლები ქუთაისიდან
ქრისტინე ღინტიბიძე

ქრისტინე ღინტიბიძისათვის პირველი გამოგონების სტიმული ახლობლის ავადმყოფობა გახდა. მას შემდეგ ახალგაზრდა სხვადასხვა იდეების რეალობად ქცევითაა დაკავებული. სურვილმა და გატაცებამ კი მრავალი ჯილდოს, სხვადსხვა საერთაშორისო ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებულად აქცია. პირველი წარმეტება 18 წლის გამოგონებელს 2010 წელს აგავას სამურნალო თვისებებზე აგერბულმა პროექტმა მოუტანა. 2014 წელს კი იგივე პროექტით ქრისტინე ღინტიბიძე ახლაგზარდა გამოგონებელთა ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.  ქრისტინეს სახელზე 5 პატენტია დარეგისტრირებული. 

 

ნიკა ალავიძე

ფორმის მახსოვრობის ეფექტი - მეტალის ამ თვისებას იყენებს ნიკა ალავიძე მის გამოგონებაში, რომელმაც Intel Isef-ის მსოფლიო კონკურსზე მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მექანიკური ინჟინერიის დარგში 1700 კონკურსანტს შორის ნიკას პროექტი „გახეთქილი მილების შესაკეთებელი მოწყობილობა“ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. კონკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ პიტსბურგში გაიმართა. 

 

 

ნიკა ალავიძე სხვადსხვა მექანიზმებით დაინტერესებული ბავშვობიდან იყო. ყველაფრის დაშლისა და  მექანიზმის მუშაობის გაგების სურვილს კი ხშირად არასასურველი შედეგი და მშობლების წყრომა მოყვებოდა. თუმცა, ახალგაზრდა გამომგონებელს, როგორც თავად ამბობს, წინააღმდეგობები არ აშინებს. 18 წლის ასაკში, ის უკვე 20 ოლიმპიადის მონაწილე, სხვადსხვა პრიზებისა და ოქროს მედლების მფლობელი იყო.  

საგამომგონებლო კლუბი ქუთაისში

საქართველოში თითქმის ყოველ წლიურად ეწყობა ნორჩ გამომგონებელთა „ლეონარდო და ვინჩი“-ს სახელობის კონკურსი. ასევე, ტარდება სხვადასხვა ოლიმპიადები და კონკურსები. თუმცა, ბავშვებისთვის  ტექნიკური ცოდნის მიცემისა და გაღრმავების კუთხით, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, თითქმის არაფერი კეთდება.

ქუთაისში მხოლოდ ერთი წრეა, სადაც ბავშვებს ახალი იდეების შექმნასა და მათ რეალობად ქცევაში ეხმარებიან. საგამომგონებლო კლუბი ქუთაისის #41-ე სკოლაშია შექმნილი. კლუბი უკვე 6 წელია, რაც ფუნქციონირებს და მასში სურვილისდა მიხედვით ერთიანდებიან ბავშვები.  მეცადინეობებს კვირაში სამჯერ,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორი, მიხეილ კოტიშაძე უტარებთ.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ