აირჩიე და დაზოგე გონივრულად - სწრაფი სესხების გზამკვლევი
აირჩიე და დაზოგე გონივრულად - სწრაფი სესხების გზამკვლევი
სწრაფი სესხი

აირჩიე და დაზოგე გონივრულად - სწრაფი სესხების გზამკვლევი

სასწრაფოდ გჭირდებათ ფული? შეგიძლიათ ხელფასამდე მოკლევადიანი,სწრაფი სესხი აიღოთ. ჩვენ გაგაცნობთ როგორ მუშაობს ის, რომ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.

რას წარმოადგენს სწრაფი სესხი

მოკლევადიანი, სწრაფი სესხი წარმოადგენს სამომხმარებლო სესხის იმ კატეგორიას, რომელიც სტანდარტული სესხისგან განსხვავებით მცირე დროითა და ოდენობით გაიცემა მსესხებელზე. ხშირად მას ხელფასამდე სესხსაც უწოდებენ. უმეტეს შემთხვევაში მისი ვადა არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს და თანხის მოცულობაც, ძირითად შემთხვევებში, მხოლოდ 1000 ლარამდე მერყეობს. რათქმაუნდა, არის გარკვეული გამონაკლისებიც, როდესაც კრედიტორები გაცილებით მეტი ვადითა და ოდენობით თავაზობენ მომხმარებელს მსგავსი ტიპის სესხს, თუმცა ასეთი შემოთავაზებების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და მხოლოდ რამოდენიმე ერთეულ ორგანიზაციას გულისხმობს.

ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც სწრაფ სესხებს აქვს, მისი სახელიდან გამომდინარეც ნათელია. ასეთი კრედიტები უმოკლეს დროში და საკმაოდ მარტივი განაცხადის საფუძველზე გაიცემა უმეტესად ონლაინ რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიოთ სასურველი კრედიტორი, შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ საჭირო თანხა სახლიდან გაუსვლელად.

როგორ შევარჩიოთ სესხი და გავაკეთოთ განაცხადი

დღეისათვის საქართველოში საკმაოდ ბევრი სწრაფი სესხის გამცემი კომპანია არსებობს. შესაბამისად, არც თუ ისე მარტივია ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი კრედიტორის შერჩევა. პროცესის გასამარტივებლად, დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული სესხების შესადარებელი ვებ-რესურსები. ისინი საშუალებას გაძლევენ მოიძიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობები, რაც გულისხმობს სესხის ოდენობას, ვადას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, სესხის დაბრუნების პირობებს, დაფარვის ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფული ძალიან სწრაფად გჭირდებათ, არ დაგეზაროთ და მცირე დრო მაინც დაუთმეთ სხვადასხვა შემოთავაზებების ნახვას, რომ საშუალება გქონდეთ შეარჩიოთ ისეთი კრედიტორი, რომელიც ნაკლებად დააზარალებს თქვენ ბიუჯეტს მომდევნო თვეში. ამაში იგულისხმება სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, პირგასამტეხლო იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებას, სესხის დაბრუნების თარიღის გახანგრძლივების საკომისიო და ასე შემდეგ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ კიდევ ერთ ნიუანსს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კრედიტორმა შემოგთავაზოთ იმაზე გაცილებით დიდი საკრედიტო ლიმიტი, ვიდრე თქვენ ეს კონკრეტულ სიტუაციაში გესაჭიროებათ, შეეცადეთ არ აიღოთ იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე ეს რეალურად არის საჭირო. ცდუნება დიდია და ფულის დახარჯვაც არ არსი რთული, თუმცა როდესაც შემდგომში საქმე დახარჯული თანხის დაბრუნებას ეხება, შეიძლება არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და შედეგად კიდევ უფრო გაუარესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ კომპანიას და განსაზღვრავთ საჭირო სესხის ლიმიტს, განაცხადის შევსების დროც დგება, რაც სწრაფი სესხების შემთხვევაში საკმაოდ მარტივი პროცედურაა. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ კრედიტორის ყველა ძირითად მოთხოვნას, რომელიც უმეტესობა შემთხვევებში ასე გამოიყურება:

ü  მსესხებლის ასაკი - 20-დან 65 წლამდე;

ü  საქართველოს მოქალაქე;

ü  მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  დადებითი საკრედიტო ისტორია;

ü  სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი;

ü  პირადი მობილური ტელეფონის ნომერი;

ü  პირადი საბანკო ანგარიში.

ყველა ჩამოთვლილი ინფორმაციის მიწოდება აუცილებლად მოგიწევთ განაცხადის ფორმის საშუალებით, რომელიც უნდა შეავსოთ თანხის მისაღებად. ამისათვის, კრედიტორის მთავარ გვერდზე აირჩიეთ სასურველი სესხის თანხა და ვადა სპეციალურ კალკულატორზე და დააჭიეთ ღილაკს „სესხის აღება’. სწორედ ამის შემდეგ მოგცემთ კომპანია საშუალებას შეავსოთ კითხვარი, რომლის გაგზავნის შემდეგაც, იმ შემთხვევაში თუ პირველად სარგებლობთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით, მიიღებთ შეტყობინებას განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. ეს საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ მომხმარებლის აქტივაცია. შედეგად, კრედიტორი დაიწყებს თქვენი განაცხადის განხილვას და პასუხს უმოკლეს დროში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 15 წუთიდან 1 საათამდე პერიოდს, მიიღებთ.

თუ თქვენი განაცხადი დაკმაყოფილდა, თანხის მისაღებად დაგჭირდებათ თქვენი საბანკო ანგარიშიდან კრედიტორის ანგარიშზე დაახლოებით 0,01 თეთრის გადარიცხვა. პროცედურის დამთავრებიდან რამოდენიმე წუთში კი მიიღებთ მოთხოვნილ თანხას თქვენ საბანკო ანგარიშზე. გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, თუ არასამუშაო საათებში გააკეთებთ განაცხადს, თანხის მიღება შეგეძლებათ პირველივე საბანკო დღეს დილის 10 საათის შემდეგ.

 

სწრაფი სესხი

სწრაფი სესხი
წყარო: სწრაფი სესხი
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ