დღე რომელმაც მსოფლიო შეცვალა

"მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო"-ეს სიტყვები ყველაზე კარგად 2001 წლის 11 სექტემბერს აღწერს, 

 

 მაშინ როდესაც ერთი ჩვეულებრივი სამშაბათი დღე გათენდა და ქვეყანა ჩვეულ რიტმში აგრძელებდა სვლას, ნიუ-იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს თვითმფრინავი დაეჯახა, რომელშიც 5 ტერორისტის გარდა 94 უდანაშაულო ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახება უბედური შემთხვევა ეგონათ,

 

მაგრამ 18 წუთის შემდეგ, 10-ის 3 წუთზე "ტყუპებად" წოდებული შენობების ჩრდილოეთ ნაწილს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა, რომელშიც 53 უდანაშაულო ადამიანი იმყოფებოდა. 

 

მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განცხადება მეორე შეჯახების შემდეგ დაუყოვნებლივ გააკეთა, 

 

და თქვა, რომ ომი ტერორიზმს და ამერიკას შორის ტერორიზმის დამარცხებით დასრულდა, მაგრამ მეორე შეჯახებიდან 40 წუთის შემდეგ მესამე თვითმფრინავი 63 მგზავრით და 5 ტერორისტით, ვაშინგტონში "პენტაგონის" შენობას დაეცა. 

 

2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო გაერთიანდა ტერორიზმის წინააღმდეგ, ამერიკელი მოსახლეობა საკუთარი თვალით უყურებდა ალმოდებულ "ტყუპებს" და ადამიანებს, რომლებსაც ცეცხლში დაწვას 110 სართულიანი შენობიდან გადმოხტომა ამჯობინეს. 

 

 ქვეყნის პირველი პირები ამბობდნენ, რომ ტერორისტებმა ვერ მიაღწიეს საწადელს და ამერიკა კვლავ ძლიერი იყო, მაგრამ ეს დღე უკვე მრავალი წელია ამერიკისთვის გლოვის დღეა.

 

და ბოლოს პირველი შეჯახებიდან 5 წუთის შემდეგ ტერორისტებმა პენსილვანიის შტატში სცადეს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავის გატაცება, რომელიც ამბობენ, რომ თეთრ სახლს უნდა დაჯახებოდა, მაგრამ 38 მგზავრის გმირობამ და ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ თვითმფრინავი ტყეში ჩამოაგდო და თეთრი სახლი იხსნა ტერორისტული აქტისგან. 

 

მსოფლიო ყოველ წლის 11 სექტემბერს 3000-ზე მეტი დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

კადრები
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ