მოსახლეობისთვის თანდათან ძნელი ხდება ,,ბეტონის ჯუნგლებად" ქცეულ ქალაქში ცხოვრება. აქ ყველა ცარიელ ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენენლობის ნებართვა გაიცემა. ეს ქალაქი თბილისია, რომელიც დღითიდღე კარგავს თავის იერსახის.

,,ურბანული სუიციდი"

დედაქალაქის ურბანული მორფოლოგია უხეში დაღვევების ნამდვილი საბადოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველ თბილისში, სადაც წესისამებრ შენობა სამ სართულს არ აღემატება, კორპუსები და თანამედროვე კონსტრუქციები აიგო, სკვერებსა და ბაღებში კი სასადილოები და მაღაზიები აშენდა. ქალაქის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, ცენტრსა და, განასკუთრებით, გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება.

გასული ათი წლის განმავლობაში ბაზრობები და ტროტუარებზე ჩადგმული სავაჭრო ჯიხურები დედაქალაქის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. მათი მეპატრონეების შემოსავლების გაზრდასთან ერთად იზრდება მშენებლობების ჟინი, რომელიც ქალაქის ტრადიციულ სახეს ზიანს აყენებს. მრავალსართულიანი შენობების მანია და სწრაფი მოგების მოლოდინში ყადაღა-დადებული ისტორიული უბნები პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველოს თვითდამკვიდრების ამბიციაა. ასეთ სულსწრაფ პერიოდში, ადვილია საკუთარი იდენტურობის დაკარგვა. რეალურად, თბილისის მორფოლოგიური ფორმირების ახალ, თანამედროვე ეტაპზე კულტურული მეობის შენარჩუნება უმთავრესი პრობლემაა.
თბილისის ქალაქგეგმარება ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომებს ახალი მშენებლობების შეუფერებლ გარემოში განთავსებისას აწყდება. თანამედროვე სამშენებლო ბუმის ფონზე აქტუალური პროექტების რიცხვი დიდია. მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ხვალინდელ თბილისს დღევანდელი ქალაქგეგმარება არაერთ მახინჯ რელიქტად შეახსენებს თავს.
ქალაქგეგმარებით სიახლეებს, რომლითაც ადრე თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას თავი მოფქონდა, ცალი ფეხი ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ნანგრევებში ედგა. ეს გარდაუვალიც იყო, ახლის შენება ხომ ძველის ნგრევის ხარჯზე მიმდინარეობდა. მაგრამ ნგრევაცაა და ნგრევაც, როცა მას ძველი, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი ეწირება,

როგორ უნდა იარსებონ ადამიანებმა მხოლოდ ბეტონების გარემოცვაში, როგორ უნდა იცხოვრონ ბავშვებმა და როგორ უნდა გადარჩეს ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს ცარიელ, თავისუფალ ტერიტორიებს?