უკანონო მშენებლობა "მ2" (Clone)

დედაქალაქში კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა და რეკრეაციული ზონის განადგურება იგეგმება სადაც კიდევ ერთხელ გაიცვლება ჰაერი და ბუნება საცხოვრებელ კორპუსებში ...

 

სამშენებლო კომპანია m2 ქავთარაძის ქუჩასა და  უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს, ოთხი 20 სართულიანი კორპუსისა და 400 ადგილიანი მიწისზედა პარკინგის მშენებლობას!!! . ტერიტორია, რომელზეც m2-ის კორპუსები უნდა აშენდეს, სარეკრეაციო ზონა 1-ია. სარეკრეაციო ზონა 1-ში კი, კანონით, ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა თბილისის მერიამ ფუნქციური ზონის შეცვლაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, 2008 წლის 16 ივნისს (01/783 ბრძანება).

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციაში  აღნიშნულია, რომ 2015 წელს მოითხოვეს შეთანხმებული  განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება. ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი განხილული იყო  საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე და მიეცა მას დადებითი რეკომენდაცია.
არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ დადებითი რეკომენდაცია წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ტექნიკურად ასახვას გულისხმობდა.

 

 მ2-ის მომავლის პროექტი

მ2-ის მომავლის პროექტი გორაზე .

 

 

 

„არცერთი ჩვენგანი არ დათმობს ამ ტერიტორიას!  აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვენტილირდება ვერეს ხეობიდან“,- უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან , "გორაზე" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ამ ტერიტორიისთვის რეკრექციული ზონის სტატუსის მოხსნა და სამშენებლო კომპანია m2-ის მიერ ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპრპტესტეს.

 

მიუხედავადრომგანათებულობისადაინსოლაციისკუთხითარსებულიპროექტიარაყენებდაზიანსმეზობელტერიტორიებს, მაინცშევეცადეთ, რომუმეტესიტერიტორიისადაგვეთმოგამწვანებისათვისდარეკრეაციულიტერიტორიებისათვის.კომპლექსშიგანთავსებულიიქნებაროგორცსპორტულიმოედანი, აგრეთვე, უკვეარსებულჩამოყალიბებულლანდშაფტსადაგანწვანებაშიმოეწყობაპატარაზომისპარკებიბავშვებისათვის, აგრეთვე, ტერიტორიაზეაშენდებაეკლესია, რომელიცუკვეარსებულურბანულადჩამოყალიბებულგარემოსადაახალკომპლექსსშორისმოექცევადაგარკვეულწილადგააერთიანებსამორსივრცეს, აგრეთვე, გათვალისწინებულიასაბავშობაღი (გათვალისწინეულიაარქიტექტურულისაბჭოსრეკომენდაციები)“,- ნათქვამიაპროექტის განმარტებითბარათში...

 


„ეკოლოგიური მდგომარეობა დამძიმებულია, ქუჩების გამავლობა ძალზედ შეზღუდული, დამატებითი 400 მანქანა გამოიწვევს ამ ტერიტორიის სრულ პარალიზებას და ჩვენს ყოფას მუდმივ გამონაბოლქვში. აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის. არ გვჭრდება "დეველოპერის" მიერ მოწყობილი არც საბავშო ბაღი და არც დამადლებული სკვერი, ჩვენ გვჭრდება "გორა" ისეთი როგორიც არის, ჩვენ თავად გავამწვანებთ მას კიდევ უფრო უკეთესად, 20 სართულიანი კორპუსების გარეშე“ - გნაცხადა გორაზე გამართული აქციის ერთერთმა მონაწილემ.

 

 

 

ადგილობრივ მცხოვრებთა ზეპირი გადმოცემებით, მაღლივი კორპუსის უკან მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა სასაფლაო იყო განთავსებული, რომლის კვალი დრომ წაშალა.
ამჟამად სამშენებლო კომპანია "ემ-კვადრატი" აღნიშნულ ზონაში დიდ მშენებლობებს გეგმავს, რის საშუალებასაც ქალაქის შესაბამისი სამსახურები უპრობლემოდ აძლევენ, მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა სასაფლაოს არსებობის შესახებ.
გარდა ზეპირი გადმოცემებისა (რომელთა ნდობაც შეიძლება, ომიდან დღემდე შედარებით მცირე დროის გასვლის გამო), სასაფლაოს არსებობის ვერსიას ამყარებს 1950-იანი წლების აეროფოტოზე დაფიქსირებული აღნიშნული ტერიტორიის ფრაგმენტი, რომელზეც მკაფიოდ ჩანს მიწაზე ხელოვნური ზემოქმედების კვალი.
მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა საფლავების დაცვა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა და მეხსიერების კულტურის ტესტია...


მოქალაქეები მართველი გუნდიდან ელიან შესაბამისი ზომების მიღებასა და ამ საკითხის კნონიერი გზით მოგვარებას , რომლის მიხედვითაც მ2 ვერ შეძლებს გორაზე „უკანონო მშენებლობას“  და არ მოხდება რეკრეაცული ზონის განადგურება , სხვა შემთხვევაში კი ისინი არ აპირებენ ამ ადგილის დათმობას და აცხადებენ , რომ ისინი ბოლო წუთამდე იბრძოლებენ უკანონობის აღსაკვეთად

 

 

 

 

 

Powered by  Jumpstart Georgia