თვითმმართველობის ,,გუშაგები"
ქალაქ გორის საკრებულოს იმ წევრების მიმრთ პროტესტი ასე გამოხატეს, რომლებმაც მუნიციპალიტეტეტების გაერთიანების საკითხი მოიწონეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები
ვრცლად...
საკრებულოს სხდომას 35 წევრიდან 27 მათგანი ესრებოდა მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკიტხზე ხმები ასე გადანაწილდა: 16-მომხრე, 11- წინააღმდეგი.
მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი ძირითადად მმართველი გუნდიდან საკრებულოს წევრებმა მოიწონეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხი მოიწონეს ,,მრეწველების" წარმომადგენელმა, ხოლო ქალაქის საკრებულოში ,,ქართული პარტიის" ორმა წევრმა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კენჭისყრის შედეგები საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, კერძოდ კი საკითხის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა,  ზირითადად საკითხს მხრი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. საკითხს წინ უძღვოდა დებატები.

თემურ გიგუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, იგი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს ტყვიავის თემში მაჟორიტარ დეპუტატად კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" იყრიდა, არჩევნებში გაიმარჯვა კოლიციის დაშლის შემდეგ  ,,ეროვნულ ფორუმში" დარჩა. თემურ გიგუაშვილმა საკითხს მახარი არ დაუწირა დაგან იგი თვლის რომ ,,ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის დასუტება უნდა. საკითხის კენჭისყრის შედეგები: 16- მომხრე, 11-წინააღმდეგი, გიგუაშვილმა ასე შეაფასა -ჩვენ ვართ თვითმმარქვია თვითმმართველები

საკრებულოს თავმჯდომარე  კონტანტინე თავზარაშვილი აბობს რომ მუნიციპალიტეტების გაყოფა არ იყო ეფექტური და აქედან გამომდინარე დაუწირა მხარი მის გაერთიანებას.

 

  ფოტოზე: თემურ გიგუაშვილი      კონსტანტინე თავზარაშვილი

ვახტან ბერკაცაშვილი საკრებულოში კოალიციის პროპორციული სიით რესპუბლიკური პარტიის" კვოტით გავიდა, ,,რესპუბლიკური პარტია" დატოვა, თუმცა ,,ქართული ოცნების" რიგებში არ გადასულა  და  საკრებულოში დემოუკიდებელი დეპუტატიის სატუსით განაგრძობს მუშაობას, ბერკაცაშვილი საკითხს მახარი არ დაუწირა.

,,ამომრჩევლებთან უნდა შევათანხმო ჩემი გადაწყვეტილმა ვინც მხარი დამიწირა, მათ რა პასუხი გავცე დრს რომ ეს საკითხი მოვიწონო, ვფირობ რომ საკონტიტუციო პროექტის მსგავსად აღნიშნული საკითხზეც  საყოვეთაო განხილვა უნდა მოეწყოს, იმ მუნიციპალიტეტებში მაინც, რომლის გაერთიანებაც იგეგმება"-აცხდებს ბერკაცაშვილი.

ვახტანგ ბერკაცაშვილი

 

მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს ჯერ მხარი დაუჭირა და საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგ ამ სიტყვებით ახსნა პროფესიით ქირურგმა ნიზ ნიაზაშვილმა, რომელიც ,,ქართული ოცნების" წევრია  ,,მე შინაგან წინააღმდეგი ვარ გაერთიანების, იმიტომ რომ მევ ვერ ვაძლევ ჩემს თავს პასუხს, რატომ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ დავეყრდნოთ ჩვენი ექსპერტების დასკვნებს, ვინც მხარს უწერს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას".  

ფოტოზე- ნიაზ ნიაზაშვილი

ქალაქ გორის საკრებულოს 15 წევრიდან სხდომას 13 ესწრებოდა, მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხზე ხმები ასე გადანაწილდა: 9-მომხრე, 4 - წინააღმდეგი
გაერთიანების შემდეგ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 7 თვითმმართველ ქალაქი დაკარგავს, მათგან ერთ-ერთი ქალაქი გორია

ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დებატები არამარტო საკრებულოს წევრებს შორის მიმდინარეობდა, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რომლებმაც დეპუტატებს მოუწოდეს მხარი არ დაეჭირათ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. მუნიციპალიტეტების გამსხვილების შედეგად გორი თვითმმართველი ქალაქის  სტატუსს დაკარგავს. ხმაურინი სხდომის მიუხედავად ქალაქის საკრებულომ 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ საკითხი მოიწონა. საკითხის მომხრე დეპუტატების აზრი თითქმის იდენტურია, საუბრობენ, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფამ ვერ გაამრთლა და თვითმმართველობაში ორხელისუფლებიანობა არ იყო ეფექტური. მოწინააღმდეგე დეპუტატები კი საკითხს რამდენიმე კუთხიდან უყურებე.  მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება მუნიციპალიტეტების გაერთიანებით არჩევნებში მეორე ტურის ალბათობებს ამცირებს, რადგან მმართველ პარტიას ქალაქთან შედარებით მუნიციპალიტეტის სოფლებში უფრომ მეტი მხრადამჭერი ჰყავს. აქედან გამომდინარე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ქალაქში წაგებულ უბნებს რაიონის სოფლებში მოგებული საარჩევნო უბნის შედეგებით დააბალანსებს. ოპოზიციას არგუმენტების გასამყარებლად გასულ ორ არჩევნებს,  თვითმმართველობის და საპარლამენტოს იხსენებს, რა დროსაც ქ. გორშიც და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ვერც სახელისუფლებო მერობის და გამგებლობის კანდიდატებმა და ვერც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატებმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვეს არჩევნებში.

 

ვრცლად....
ვრცლად...

გორის მუნიციპალიტეტი 2014 წელს ორ თვითმმართველ ერთეულად გაიყო: ქალაქ გორის მერიის მუნიციპალიტეტად და გორის მუნიციპალიტეტად. საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იგეგმება. საკანონმდებლო ინიციატივას რეგიონული განვითარებუის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს. საკანონმდებლო პროექტის მიხედვით 2014 წელს გაყოფილი თვითმმართველი ერთეულები კვლავ გაერთიანდება, რაც შვიდი  ქალაქის შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგავს გულისხმობს. შვიდიდან ერთ-ერთი ქალაქი გორია.

საკანონმდებლო ინიციატივას თოთხმეტივე მუნიციპალიტეტში დაუჭირეს მახარი, მათ შორის თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს წევრებმაც

 

 

მთავრობამ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების ინიციატივა მოიწონა
Powered by  Jumpstart Georgia