თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხაშურის მუნიციპალიტეტში
გიორგი გურასპაშვილი VS რამაზ ნოზაძე

ხაშურის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატს გიორგი გურასპაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 42.24%-მა დაუჭირა მხარი, 18.48%-ით მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი რამაზ ნოზაძე. ხაშურის მუნიციპალიტეტში მეორე ტური სწორედ გურასპაშვილსა და ნოზაძეს შორის გაიმართა. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით გურასპაშვილმა 7 550 ხმა მიიღო, ნოზაძემ კი 3 003 ხმა.

 

დაპირიპირება ხაშურში

არჩევნების პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ ,,ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატის გიორგი გურასპაშვილის გამარჯვება, საარჩევნო შტაბის წევრებმა ავტომობილების მსვლელობით და სიგნალებით აღნიშნეს. ინცინდენტი იმ ადგილზე მოხდა,  სადაც   რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული. ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. ხმაურზე  ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ხაშურში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქართული მარშის წარმომადგენელები, რომლებმაც რამაზ ნოზაძეს გამოუცხადეს მახადაჭერა და დაპირისპირების დროს მივიდნენ ნოზაძის ოფისთან.   ადგილზე სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

 

შსს–მ ქართული ოცნების და რამაზ ნოზაძის შტაბის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო.
მეორე ტურის შედეგები
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა.  მას 10 224  ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 61,31%-ს შეადგენს. დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს - რამაზ ნოზაძეს 38,69%-მა,  6 453 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

 

გიორგი გურასპაშვილი
რამაზ ნოზაძე
Powered by  Jumpstart Georgia