თუშური ფარდაგების საწარმო – ტურისტული ცენტრი ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 75 წლის ლილი მურთაზაშვილის ფარდაგებში საოცარი ფერთა გამაა წარმოდგენილი. ლილიმ 9 წლის წინ წინაპრებისგან ნასწავლი თუშური ფარდაგების ორნამენტების ქსოვის უძველესი ტრადიცია აღადგინა, რის გამოც ხალხური რეწვის ოსტატის სტატუსი მიენიჭა. ის 8 000 დოლარით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, რის შემდეგაც სოფელში საწარმო „თუშური ფარდაგი“ გახსნა, სადაც ფარდაგებს, ხალიჩებს, ჩითებს, წინდებსა და სხვა თუშურს სამოსს ქსოვენ. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. სახელოსნოში ქსოვის დაწყებამდე ძაფის ღებვის პროცესი მიმდინარეობს. ლილიმ ძაფები რომ შეღებოს, ზაფხულში ხშირად თუშეთში მიდის. ოსტატი ამბობს, რომ მან 50 ბუნებრივი ფერი შექმნა.

 

ლილი მურთაზაშვილი
მზია ოსორაული

ხალხური რეწვის ოსტატის ფარდაგები ძვირადღირებულია, რომელთა ფასი ზომების მიხედვით 250 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს. ფარდაგებსა და ხალიჩებს ძირითადად ტურისტები ყიდულობენ. ძველი მეთოდით დამზადებული პროდუქცია ხშირად სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზეც იყიდება. ლილი მურთაზაშვილის საწარმო სახელოსნოსთან ერთად აერთიანებს „პაპა ზურაბოს“ ღვინის მარანსაც, სადაც არაყს 10 სახეობის ხილისგან, სამკურნალო მცენარეებისგან და თაფლისგან ამზადებენ.

 

ლილი მურთაზაშვილი

თუშურის ფარდაგების საწარმო და „პაპა ზურაბოს მარანი“ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტურისტულ ობიექტს თითქმის ყოველდღიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობენ. ისრაელის მოქალაქე რან გიდორი და მისი მეუღლე ფარდაგების ნახვით და არყის დაახლოებით 6 სახეობის დაგემოვნების შემდეგ გაოცებას ვერ მალავენ.

 

რან გიდორი – ისრაელის მოქალაქე
ლილი მურთაზაშვილი უახლოეს მომავალში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში საოჯახო სასტუმროს აშენებასაც აპირებს.
Powered by  Jumpstart Georgia