google
''ცხოვრება მშვენიერია ნარკოტიკის გარეშეც'' - მეტადონის პროგრამა
მეტადონის პროგრამა

ნარკომანიის თემაზე უამრავია დაწერილა.მე კი შევეცდები მეტადონის პროგრამაზე მოგიყვეთ. ყველასათვის ნათელია, რომ ნარკომანია ეს ერთ–ერთი აქტუალური პრობლემაა არამარტო  საქართველოში არამედ მსოფლიო მასშტაბით. დღემდე იმაზეც მიდის დავა, ნარკომანები ავადმყოფები არიან თუ დამნაშავეები . არსებობს ერთი გამოსავალი. შეიძლება ვინმემ საწინაღმდეგო თქვას, ეს რა გამოსავალიაო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ასეა. აბა კითხეთ ნარკომანთა ოჯახის წევრებს, თუ არ ამოისუნთქეს შვებით მრავალწლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ , ან თვითონ ნარკომანებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, ცხოვრებას,ოჯახებს, საზოგადოებას დაუბრუნდნენ ამის წყალობით. მხედველობაში მაქვს „ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა „– ასე ჰქვია სამედიცინო ენაზე მეტადონის პროგრამას.საქართველოში რამოდენიმე წელია, რაც არსებობს ეს პროგრამა.ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის დიდტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს სხვა ნარკოტიკული  საშუალებების მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით უარს იტყვის მასზე. თუმცა ჩვენი პაციენტების მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტმა შეძლო მეტადონზეც უარის თქმა. უნდა ითქვას მეტადონის უპირატესობაზე სხვა ნარკოტიკებთან შედარებით პირველ რიგში, სამედიცინო თვალსაზრისით: მეტადონის უპირატესობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა . პრაქტიკულად არ არსებობს მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკურნალობა 20–30 წელი გრძელდებოდა.მეტადონი თხევადი სახით გამოიყენება. თუ ბენეფიციარს ნარკოტიკზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა სურს, მან ზედმიწევნით მტკიცედ უნდა დაიცვას ექიმის დანიშნულება და პირველ რიგში სენისგან თავის დაღწევა თავად მას უნდა სურდეს და საამისოდ ფსიქოლიგიურადაც უნდა მოემზადოს.ექიმის მიერ მას ენიშნება ხანმოკლე კურსი-მეტადონის დოზის თანდათან შემცირებით.სამწუხაროდ, ბენეფიციართა უმრავლესობას ამ წესზე დამორჩილება არ სურს და პროგრამაში მონაწილეობას ახანგძლივებს.ადრე მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ლიმიტირებული იყო, 2014 წლიდან კი- პროგრამა ბენეფიციართა რაოდენობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.ამ პროგრამამ აგრეთვე ნარკომანებს საშუალება მისცა მოეხდინათ საკუთარი პიროვნების რეაბილიტაცია , როგორც საზოგადოების,ისე პირველ რიგში საკუთარი ოჯახების თვალში.ბევრი მათთაგანი კი ძველ ცხოვრებასაც დაუბრუნდა და სამსახურიც დაიწყეს.მეტადონი ხანგრძლივი ანალგეზიური ზემოქმედების მქონე სინთეტიკური ნარკოტიკია. იგი ჩანაცვლების თერაპიაში პირველად 1960-იან წლებში როკფელერის უნივერსიტეტის დოქტორებმა ვინსენტ დოულმა და მერი ნისუანდერმა გამოიყენეს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მეტადონით მკურნალობას გადის 115 000 პაციენტი, მათგან 40 000 ნიუ-იორკის შტატში, ხოლო 20 000 კალიფორნიის შტატში. მეტადონს მსოფლიოში ფართო გამოყენება აქვს და ჰეროინის დამოკიდებულებისაგან განკურნების ყველაზე ეფექტურ პრეპარატად არის მიჩნეული. მეტადონით მკურნალობის ანუ ჩანაცვლების თერაპიის მიზანი არის როგორც ჰეროინის მოხმარების, ისე ამის შედეგად ჩადენილი დანაშაულის, გამოწვეული დაავადებებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება.იგი გავლენას არ ახდენს მოტორულ უნარებზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობაზე. ნარკოტიკულ საშუალებაზე უარის თქმის სიმპტომები ხარისხობრივი თვალსაზრისით მსგავსია. თუმცა, თუ ჰეროინზე უარის თქმა იწვევს ინტენსიურ, მაგრამ შედარებით ხანმოკლე მოთხოვნილებას (ლომკას), მეტადონზე უარის თქმა იწვევს ნაკლებად ინტენსიურ, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივ მოთხოვნილებას (ლომკას). მოთხოვნილების მწვავე სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია დოზის თანდათანობით შემცირებით დროის ხანგრძლივ მონაკვეთში. მეტადონი გამოიყენება მხოლოდ ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს. დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება იმ პირებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰეროინს, თუმცა არ არიან (ან არასოდეს ყოფილან) მასზე დამოკიდებულნი. დღესდღეობით საქართველოში მეტადონის პროგრამაში ჩართვა  ნარკოდამოკიდებულს თვეში 110 ლარად შეეძლო.ზაფხულიდან პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება. ამის საშუალებას ცენტრს ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში გამოთავისუფლებული თანხები მისცემს.ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.ლაშა კილაძის განცხადებით, ამიერიდან ფსიქიკური ჯანრმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას საკუთარი რესურსებით სრულად უზრუნველყოფს.ფსიქოლოგების თქმით, მეტადონის პროგრამაშიც კი რთულია წამალდამოკიდებულებთან ურთიერთობა. მათ უმრავლესობას გამოჯანმრთელების სურვილი აქვთ, მაგრამ უარს აცხადებენ მკურნალობაზე.ისინი გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ფსიქოლოგი ვერ შველით. ხშირ შემთხვევაში მიდიან ვიღაცის ხათრით ან დაძალებით.ზოგიერთი მეტადონის პროგრამის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ნარკოტიკს, თუმცა ერ რიგი შემთხვევებია.ფაქტი ერთია პროგრამა ნარკოდამოკიდებულს უფრო მცირე ნარკოტიკის შემცველ ნივთიერებას სთავაზობს ,რაც დროთა განმავლლობაში ნარკომანის განკურნების საშუალებას იძლევა.

 

განსხვავება ჰეროინსა და მეტადონს შორის
Powered by  Jumpstart Georgia