წელიწადის ოთხი დრო - ქვახვრელის მილიონიან ორმოებთან
სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო
დეკემბერი - სამუშაოების დასრულებამდე დარჩა 10 დღე
2016 წლის დეკემბერი - ამოთხრილი ორმოები თოვლით დაიფარა
თებერვალში მზემ გამოანათა - კომპანია არ გამოჩნდა
ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით ღიად დარჩენილი მილები პოლიეთილენის პარკებით დალუქა - ქვეწარმავლებისა და ფრინველებისგან დასაცავად
თუმცა რამდენიმე ადგილას თავღია მილები დარჩა - ადგილობრივები აცხადებენ, რომ სისტემაში ქვეწარმავლები უკვე ბუდობენ
აპრილი, 2017 წელი - სამუშაოები 4 თვის წინ უნდა დასრულებულიყო
სამუშაოების დაწყებიდან უკვე 1 წელი გავიდა
თანამედროვე სოფლის ,,არქიკულტურა"

სასმელი წყლის პროექტი, რომელიც 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებილიყო, ქვახვრელში არ შესრულდა.

,,არქიკულტურამ" ამ ხნის განმავლობაში 800 000 ლარი ,,აითვისა". პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით 880 000 ლარი იყო. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდან კომპანია ,,არქიკულტურას" წარმომადგენლები საბოლოოდ ,,გაიქცნენ".

 

სამუშაოს დასრულების ვადის პირველი გადაწევა

2016 წლის 20 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ვადა 20 იანვრამდე მისცეს.

სამუშაოები კი, ვადის გაგრძელებიდან დღემდე არც კი, ჩატარებულა.

ქვახვრელის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ერთმანეთს შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე და გამგებელი დავით ონიაშვილი დაუპირისპირდნენ.

 

მეორე ვადის მიცემა

კომპანია ,,არქიკულტურის" ხელმძღვანელი გოჩა გუნიავამ, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის დასასრულებად, ვადის გადაწევა ორჯერ ითხოვა.

კომპანიის დირექტორი, სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებდა.

,,წელს რომ ყინვები იყო, ასეთი მანდ მგონი არავის ახსოვს. ერთი თვის განმავლობაში თვითონ გამგეობის შენობის წინ იდო ყინული" - აცხადებდა კომპანიის დირექტორი.

 

მეორე ვადის ამოწურვა

 

მეორე ვადა 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა.

სამუშაოები კვლავ არ დასრულდა.

3 მარტს ახალი გუბერნაორი კახა სამხარაძე სოფელში ჩავიდა, მას თან რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი და სამშენებლო კომპანიების წარმოადგენლები ახლდნენ.

ზუსტად იმ დღეს, კომპანია ,,არქიკულტურას" თანამშრომლებმა სასმელი წყლის შეჩერებული პროექტის სამუშაოები განაახლეს.

ამის საილუსტრაციოდ შეკრების ადგილზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს.

გუბერნატორს ქვახვრელელებმა შესავალი სიტყვა გააწყვეტინეს და ჰკითხეს - ,,წყალი როდის გვექნება?"

შემაღლებულ ადგილზე მდგარი ტრაქტორი იმის მაუწყებელი იყო, რომ სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი, თითქოს, გაგრძელდა.

,,კარგ ამინდში რომ ჩამოხვედით, ჯობდა, ცუდ ამინდში ჩამოსულიყავით." - უთხრეს გუბერნატორს - ,,ისეა გადათხრილი გზები, ვერც მანქანით გაივლით და ვერც ფეხით." - ეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორი იძულებული გახდა, რომ ეთქვა: ,,აი, კამერის წინ გპირდებით, მარტის ბოლოს წყალი აუცილებლად გექნებათ" 

 

სადმელიდან ქვახვრელამდე - როგორ აღმოჩნდა რაჭიდან გაქცეული კომპანია ქართლში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ,,შავ სიაში" ,,არქიკულტურას" შეყვანას ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში ითხოვდა.

კომპანიას, რომლის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს ახსნა-განმარტებაც კი არ გაუგზავნა, მხოლოდ, ,,გაფრთხილება" მისცეს. 

,,არქიკულტურამ" ამბროლაურის რაიონშიც სასმელი წყლის სამუშაოები, უხარისხოდ შეასრულა.

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე იტყობინება, რომ ასეთი კომპანიისთვის ,,შავ სიაში" შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება არამართლზომიერი სასჯელი იქნებოდა.

,,არქიკულტურა" და გორი

იმ დროს, როდესაც ,,არქიკულტურამ" ქვახვრელის შიდა გზების გადათხრა დაიწყო, 2016 წლის 11 აგვისტოს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან  შესყიდვების სააგენტოს საგანგაშო ინფორმაცია აცნობეს.

კერძოდ, 2015 წლის ივლისს-ნოემბერში, სოფელ სადმელიში, კომპანია ,,არქიკულტურამ" სასმელი წყლის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა

ამბროლაურის გამგებელი შესყიდვების სააგენტოს აცნობებდა, რომ სადმელიში მიმწოდებელმა შეასრულა 318 059,60 ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ღირებულების 81%).

 

თბილისის მერია და არქიკულტურა


ტენდერის გამოცხადებისსას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, კომპანია ,,არქიკულტურას" დირექტორს, დადებითი რეკომენდაციების წარდგენა მოსთხოვა.

,,არქიკულტურამ" ვერც ამბროლაურის რაიონიდან და ვერც სხვა ორგანიზაციებიდან დადებითი რეკომენდაცია ვერ წარადგინა. ერთადერთი რეკომენდაცია თბილისის მერიამ გასცა.

 2017 წლის მაისში კომპანია ,,არქიკულტურას" წარმომადგენლები კვლავ არ გამოჩდნენ.

 მათი კუთვნილი ტრაქტორი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ,,მძევლად" დაიტოვეს.

თითო ადამიანს დაახლოებით 1000-1200 ლარის ოდენობით ხელფასი აქვს ასაღები. სულ 15-მდე მცხოვრები იყო დასაქმებული.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ ,,არქიკულტურასგან" ჯარიმის თანხა 93 ათასი ლარი დაიბრუნა.

,,სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეამოწმებს განხორციელებულ სამუშაოს, შეაფასებს, თუ რა რაოდენობის სამუშაო შესრულდა, რამდენი დარჩა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ მომავალში" - აცხადებს რეზო გოგიაშვილი.

ზაფხული - 2017
ხრეში ქვიშამ შეცვალა. წყლის მილები ტალახში ჩარჩა. კომპანიამ 860 000 ლარიდან 800 000 ლარი აითვისა
მოსახლეობას გადათხრილი გზები შერჩა ხელთ
წვიმის დროს ყველა ერდება გარეთ გასვლას
ტალახში მანქანას უჭირს გავლა
ბოლომდე ამოუვსებელ ტრანშეებში მანქანები ცვივა
ბავშვები სკოლისკენ ამ გზაზე დადიან
ქალაქში წასასვლელად ორი ფეხსაცმელია საჭირო - ერთს მატარებლის სადგურზე ტოვებენ
ამოცანა გვეკითხება - საით წავიდეთ?
Powered by  Jumpstart Georgia