წამყვანი უნივერსიტეტები

მსოფლიოში არსებობს მრავალი უნივერსიტეტი მათ, შორის არის გამორჩეული რომელშიც მოხვედრას ბევრი მოზარდი ოცნებობს. ბევრი კვლევა ჩატარებულა და დღემდე ტარდება იმის გასაგებად თუ რომელი უნივერსიტეტებია ყველაზე მოთხოვნადი. 

 

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
სტენფორდი 1891

ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი შემოკლებით სტენფორდის უნივერსიტეტი --- კერძო დაფინანსების ამერიკული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სთავაობს- საინჟინრო, იურიდიულ, სამედიცინო, ბიზნესის ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლას.სტენფორდს საკუთარი საავადმყოფო აქვს სამედიცინო პრაქტიკისთვის. სტენფორდის უნივერსიტეტი მეოთხეა ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის.

 

 სტენფორდი

კემბრიჯის უნივერსიტეტი 1209

სიძველით მეორე უნივერსიტეტია მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში. მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში (ინგლისი) არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა. კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. 

 

ოქსფორდის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს თუმცა მის ფესვებს მეთერთმეტე საუკუნისკენ მივყავართ. ლეგენდის თანახმად 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის კონფლიქტის შედეგად უნივერსიტეტის წევრთა ნაწილი კემბრიჯში გაიხიზნა სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააარსეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს. TIMES GOOD UNIVERSITY GUIDE -ის რეიტინგში ოქსფორდი 11 წელია პირველობას არ თმობს.

 

 

ოქსფორდი

ჰარვარდის უნივერსიტეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტი 1636 წელს დააარსდა მასაჩუსეტსის შტატში როგორც კოლეჯი. მე-19 საუკუნემდე კოლეჯი პრივილეგირებული საშუალო სკოლა იყო სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს, ხოლო შემდეგ გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი. შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650  კოლეჯი რეორგანიზებული იქნა ჰარვარდის უნივერსიტეტდად. ჰარვარდი ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 2013 წლის გამოკითხვის თანახმად ჰარვარდი მეორე ადგილს იკავებს მოსწავლეებსა და მშობლებს შორის საოცნებო სასწავლებლებს შორის. 

ჰარვარდ

 

 

 

 

 

 

ვიდეო მასალა ეკუთვნის: კომუნიკატორი - ს

ფოტო მასალა ეკუთვნის  https://radikal.ru - ს

Powered by  Jumpstart Georgia