ქუთაისი პრემიებით ლიდერობს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა (გამგეობებში – 2 592 786 ლარი, საკრებულოებში – 767 346 ლარი).

 

კვლევის მიხედვით, იმერეთში 2016 წლის მანძილზე პრემიებისა და დანამატების სახით ყველაზე მეტი თანხები ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებსა და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა: პრემიამ 450455 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატმა – 195 541,46 ლარი. 

 

 

ჯამში ქუთაისის მერიაში ტანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებზე და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემილმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა 3 848 362 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როცა 2016 წელს ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა. 18 პროგრამზე 3 990 000 ლარი დახარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა სახელფასო ოდენობისა და გაცემული პრემიის შესახებ.

პრემიების დიდ რაოდენობით გაცემას მერიაში ISO სერთიფიკატის მიღებით ხსნიან და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ . თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და მაშინ ,როცა ქუთაისის მერია ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე ამაყად საუბრობს, 2016 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტ პრემიას გასცემს.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მომსახურის შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს ,პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს მოიცავს.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად  საჯარო მოხელეს დანამატი ეძლევა: ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, ასევე დამატებითი ფუნქციების შესრულებისას

პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების  ან/და დასაბუთების საფუძველზე.

ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულის თანამდებობრივ სარგოს, რომელიც კვარტალში ერთხელ შეიძლება გაიცეს . ამ წესიდან გამონაკლისის დაშვება საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობითაა დასაშვები.


 

 

Powered by  Jumpstart Georgia