თეთრი ქალაქი შავი ზღვის პირას (Clone)

 

ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი საპორტო ქალაქია შავი ზღვისპირეთში. ქალაქს  ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ხობის რაიონი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან კი მდინარეები – პალიასტომი დაკაპარჭინა.

ძველი ფოტო

USAID-ის ერთ ერთი პროექტის "მედიაწიგნიერება" ფარგლებში ფოთელი მოსწავლეების მომზადებულზე

 

ფოთს ხშირად მიტოვებულ ქალაქსაც ეძახიან ,ყველა საუბრობს მის პოტენციალზე თუმცა არავინ დგამს ნაბიჯებს ამ პოტენციალის გამოსაყენებლად. ქალაქი რომელიც უნდა დუღდეს ახლა ძილს ამჯობინებს, ახალგზარდები გამორბიან, დანარჩენები კი განაგრძობენ შავ-თეთრ ცხოვრებას.

 

ქალაქს კი მოუწერიგებელი აქვს ქუჩები, არ აქვს გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო, არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის წყლის სატუმბი სადგურები, რის გამოც ყოველი კოკისპირულ წვიმის დროს იტბორება, დაჭაობებულ ადგილებში ზამთარ-ზაფხულ ბუდობს კოღო, ქალაქს დღემდე არ აქვს საკანალიზაციო სისტემა და ფეკალური მასები პირდაპირ ზღვასა და მდინარე რიონში ჩაედინება, მოუწყობელია ნაგავსაყრელი, ავარიულია ფოთის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი, რომლის ნგრევით კატასროფას ვარაუდობენ სპეციალისტები, არ არსებობს მოწესრიგებული პლაჟი, მასობრივი უმუშევრობა და სიღატაკე იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

 

ფოთის თატრი

 

ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება. ზაფხულობით რეგიონალური თეატრების ფესტივალს მასპინძლობს ქალაქში ხალხი ირევა და ამ დროს უმუშავდება ქალაქს პულსი

ჰამლეტი

ისტორიის მიხედვით, 1895 წელს, რუსეთის იმპერატორის ნებართვით, ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ქალაქის თავი, ნიკო ნიკოლძე ხელმძღვანელობდა. ნიკოლაძის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი იყო ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის მშენებლობა, თუმცა პროექტი რუსულმა მხარემ დაიწუნა. მოგვიანებით, პროექტი მომზადდა კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით და იგი ტაძრის ანალოგი იყო, შემცირებული მასშტაბით.1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტაძარში თეატრი განთავსდა. ათეული წლების იქ ფოთის თეატრის დასი მოღვაწეობდა.საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებიდან საქართველოს ეკლესიამ ტაძრის დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თეატრმა შენობის დათმობაზე უარი განაცხადა. ეკლესიასა და თეატრს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა. წლების განმავლობაში, დასი მრევლის წინააღმდეგ და მრევლი დასის წინააღმდეგ იყო.
საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსული ხელისუფლების დროს იქნა მიღებული. 2005 წლის ნომებერში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შენობა საპატრიაქროს გადასცა. ფოთში ვიზიტისას, სააკაშვილმა სიმბოლურად, ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ჯერ კიდევ თეატრის შენობაში გადასცა.

 

Powered by  Jumpstart Georgia