"ტარტე"

"ტარტე" ახალი ქართული ბრენდია, რომელიც 3 სტუდენტის მიერ არის შექმნილი.

 

მოცვის ტარტი

"ტარტე" არის სამი სტუდენტის მიერ შექმნილი სტარტაპი, რომლის შექმნის იდეა დაიბადა მგზავრობის დროს. "ტარტე" ახალი ქართული ბრენდია, რომელიც სხვადასხვა სახის განსხვავებულ დესერტებს სთავაზობს მომხმარებელს. 

ტარტე არის ფრანგული დესერტი, რომელიც საქართველოში არც ისე პოპულარულია, თუმცა "ტარტეს" დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ აუცილებლად შეცვლიან ამას. 

ჟოლოს ტარტი

 

ტარტები მზადდება სახლის პირობებში, ნატურალური პროდუქტებისგან. მომზადების დროს, გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის შოკოლადი, რძის ნაწარმი და ხილი. 

განსხვავება მათ ტარტებსა და სხვა ბრენდების ტარტებს შორის არის ორეოს ტარტი, რომლის დაგემოვნებაც სხვაგან არ არის შესაძლებელი

შესაკვეთად "ტარტეს" 1 დღით ადრე უნდა დაუკავშირდეთ ბრენდის გვერდზე მითითებულ ნომერზე, Facebook–ზე  ან Instagram–ზე.

რადგან ბრენდი ახალია ბაზარზე, ამიტომ ისინი ჯერ სახლის პირობებში ამზადებენ და მიტანის სერვისზეც თვითონ ზრუნავენ. ბრენდის სიახლის მიუხედავად, შეკვეთები საკმაოდ მაღალია რითიც იმედოვნებენ რომ მალე გაფართოვდებიან. 

პანდემიამ ბრენდის განვითარებას დროებით ხელი შეუშალა, რადგან ამ ეტაპზე შეჩერებულია სტარტაპების დაფინანსება. 

ბრენდი მუდმივად ცდილობს სოციალური ქსელების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ ხშირად აწყობს ფოტოსესიებს სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც ამავე დროს რეკომენდაციას გაუწევენ "ტარტეს" თავიანთ გვერდზე. 

 

ორეოს ტარტი
Powered by  Jumpstart Georgia