თანამედროვეობით დამახინჯებული ძველი ქალაქი

„ფერშეცვლილია და ძველი თვალისათვის სრულიად უცნობი გრანიტის სალტეში ჩაჭედილი მტკვრის ნაპირები, მსოფლიო სანახაობად გარდაიქცა ფუნიკულორის პლატო, ძველი მეტეხიდან მარტო ერთი ეკლესიაღა შერჩა სიძველის ძეგლად... ახალი ქალაქებივით გაშენდა უნივერსიტეტის უბანი - ანუ ძველი ვაკე, ასევე ახალქალაქის სახე მიიღო საბურთალომ, ხოლო ძველ ნარიყალას ქვეშ გაიშალა თვალწარმტაცი ბალნეოლოგიური კურორტი თავისი დიადი ინსტიტუტითა და აბანოებით“. იმ ქალაქგეგმარებით სიახლეებს, რომლითაც ასე მოჰქონდა თავი თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ცალი ფეხი ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ნანგრევებში ედგა. ეს გარდაუვალიც იყო, ახლის შენება ხომ ძველის ნგრევის ხარჯზე მიმდინარეობდა. მაგრამ ნგრევაცაა და ნგრევაც და როცა მას ძველი, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ეწირება, მაშინ მისი განადგურებით „რამ ახალი და ღირებული ვერ შეიქმნება; როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის რისამე მოკლება, ესეც მხოლოდ დამახინჯება იქნება და დასახიჩრება-გაუსახოვანება.“ - ეს წერილი 1938 წელს, ჟურნალ “საბჭოთა საქართველო” - ში გამოქვეყნდა, იგი თბილისში მიმდინარე გრანდიოზულ ურბანულ ცვლილებებზე მიანიშნებდა.

 ქალქის განვითარების გენერალური გეგმა დღემდე ჩამოუყალიბებელი და განუხორციელებელია.

 სწორედ, ქალაქგეგმარებითი იდეოლოგიის არ არსებობის მიზეზით ზარალდება დედაქალაქის უახლოესი და შორეული წარსულის ურბანული მემკვიდრეობა. ძველ ისტორიულ სქემებში, ადგილობრივი განაშენიანების გამოთავისუფლების ხარჯზე, შენდება უახლოესი სტანდარტების და თანამედროვე კონცეფციების არქიტექტურა. სიტუაციას კი მსხვერპლად ეწირება თბილისის ცენტრალური რაიონების ორგანული მთლიანობა. ასეთი შემთხვევები მრავლადაა ისტორიულ ხარფუხსა თუ აბანოთუბანში, კალასა თუ სოლოლაკში, მთაწმინდასა თუ ავლაბარში.

 „დღესდღეობით ძველ თბილისში უამრავი შენობა შენდება, თუმცა ზოგირთი მათგანი ძალიან უხეშად არღვევს არქიტექტურულ ნორმებს და ამახინჯებს ძველი თბილისის სახასიათო იერსახეს.  დღესდღეობით  სულ უფრო და უფრო მეტად იტვირთება თანამედროვე შენობებით, ძველი ნაგებობებით განთქმული უბნები. 

ზოგიერთი შენობის ძველი იერი კვლავაც შენარჩუნებულია, თუმცა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მორიგი ეკლექტური ნაგებობების აგებით ემუქრებიან ძველ თბილისს. დღეს ძველი ნაგებობების გვერდით შეხვდებით აბსოლიტურად განსხვავებული სტილის ნაგებობებს. მსოფლიოში მრავალი შემთხვევაა, როცა უცდიათ ისტორიული ძეგლებით ცნობილი დასახლებული პუნქტის ტურისტულ ცენტრად საქცევად, თანამედროვე ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიაზე შენება და ,,პირვანდელი იერსახის" დაბრუნების მიზნით ისტორიული ძეგლების რესტავრაცია. თუმცა, ხშირად ეს რეასტავრაციას კი არა ძველზე ახლის გაშენებას ემსგავსება.“ - ნინი ბარნაბიშვილი,ხელოვნებათმცოდნე.

ქალაქგემარებითი კანონდაღვევების უხეშად დემონსტრირებას ახდენს სასტუმრო „ამბასადორი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე  „ამბასადორის“ შემთხვევა საერთოდ უგულვებელჰყოფს არქიტექტურული ძეგლის ზონაში სამშენებლო რეგლამენტაციას: სასტუმროს გადამეტებული სიმაღლის გამო ირღვევა მომიჯნავე ანჩისხატის ეკლესიის მასშტაბი და აღქმის არეალი. თბილისის უძველეს ტაძარს ამოყენებული სასტუმრო „ამბასადორი“ უკანონო მშენებლობების ერთ-ერთი უკიდურესობაა. საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს გაპროტესტების მიუხედავად, ყოფილი „ლაღიძის წყლების“ შენობა 4 ვარსკვლავიან სასტუმროდ აქციეს.

 

ქალაქგემარებითი კანონდაღვევების უხეშად დემონსტრირებას ახდენს სასტუმრო „ამბასადორი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე „ამბასადორის“ შემთხვევა საერთოდ უგულვებელჰყოფს არქიტექტურული ძეგლის ზონაში სამშენებლო რეგლამენტაციას

ამავე კონტექსტის თვალსაჩინო ნიმუშია ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის ბ. ივანიშვილის პრემიუმ-კლასის ბიზნეს-ცენტრი „სოლოლაკის ხეივანში“ - ე.წ. „ეკოლოგიური არქიტექტურის“ ნიმუში. მთაწმინდის პლატოსა და ქართლის დედას შორის მოქცეული კომპლექსი იმ თანამედროვე ვიზუალურ ხატს ქმნის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სოლოლაკის დაცვითი ზონის ისტორიულ პანორამებთან, თუმცა იგი ამ რაიონის უკვე განუყოფელ არქიტექტურულ მოვლენად აღიქმება.

 

ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო ნი­მუ­ში ახალთბი­ლი­სურ ნა­შენ­თა შო­რის ეს­თე­ტი­ურ კონ­ტექ­სტში - თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­ნის ვერ­ტი­კა­ლია. 

 

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლის ზაფხულში თბილისის მერიის, გიგი უგულავას განკარგულებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე 13-სართულიანი ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მიიჩნევდნენ, რომ სახლი კანონდარღვევით იყო აგებული. მერიამ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,სახლიდან მოქალაქეები  გამოასახლა და დაჰპირდა, რომ ინვესტორი მათ  სახლს აუშენებდა, მანამდე კი ქირით იცხოვრებდნენ. მაშინვე ითქვა, რომ გავრცელებული განცხადება სახლის კანონდარღვევით აშენების შესახებ საბაბი იყო; სინამდვილეში მერიის მაღალჩინოსნები ცდილობდნენ, სასურველი ადგილი “გაესუფთავებინათ” ინვესტორის – “კაპიტალ ვოსტოკისთვის”, რომელსაც “იმელის” შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 7,000 კვ.მ-ის ფართობზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკი” უნდა აეშენებინა.  “კაპიტალ ვოსტოკმა” არც სასტუმრო ააშენა და არც დაპირებული ბინა.“

2009 წელს “იმელის” შენობა მიმდებარე ტერიტორიით ახალ ინვესტორს – “დაბი ჯგუფს” გადაეცა, რომელმაც თაბუკაშვილის ქუჩაზე

სრულიად განსხვავებული პროექტით გადაწყვიტა მშენებლობის დაწყება ისე, რომ არავის უმსჯელია, შეესაბამებოდა თუ არა ინვესტორის 30-სართულიანი შენობა ძველი თბილისის კულტურულ და არქიტექტურულ იერ-სახეს.

რად­გა­ნაც თბი­ლი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქია შე­სა­ბა­მი­სად მას­ზე უფა­ქი­ზე­სად უნდა იმუ­შა­ოს ხუ­როთ­მო­ძღვარ­მა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ძველ ქა­ლაქ­ში ძვე­ლის იმი­ტა­ცია, ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია აქ­ტუ­ა­ლუ­რი "თა­ნა­მედ­რო­ვე" ფორ­მე­ბით თა­მა­შიც, მით უმე­ტეს, კვლე­ვი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის გა­რე­შე. 

 

თუ ვერ დავიცავთ უძველეს შენობა-ნაგებობებსა და უბნებს ისინი შთაინთქმებიან და ,,გაითქვიფებიან" თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლებში, რითიც ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებას დაკარგავს.
არქიტექტორი: ანი რატიანი
ფოტოების ავტორი: ანა კალანდია, გვანცა გვენეტაძე
Powered by  Jumpstart Georgia