სტუდენტური ცხოვრება

 

 ამბობენ,რომ სტუდენტობა ყოველ ქვეყანაში მოწინავე რაზმს წარმოადგენს... ხუმრობით,იმასაც ამბობენ რომ დიპლომიანი რძალი უკეთ ამზადებს სადილს, უდიპლომო სასიძო არავის უნდა..ხუმრობა რა ხუმრობაა მასში სიმართლის სულ პატარა მარცვალი თუ კი არ არის. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მომავალი წარმატებული ცხოვრების მთავარი გასაღებია და ამ გასაღების მოპოვებას მშობელი შვილზე მეტად ცდილობს:პირდება მანქანას,აიფონს... ოღონდ შვილი უმაღლესი სასწავლებლის საფეხურებზე დაინახოს და მნიშვნელობას არ ანიჭებს რა პროფესიას დაეუფლება.

https://www.youtube.com/watch?v=FTC85QEOIvs&feature=youtu.be

სტუდენტური ცხოვრება განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც არ ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც განათლებას იღებს. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ სტუდენტი შორდება ოჯახს საკმაოდ დიდი დროით. ასევე მას უწევს შეგუება ახალ გარემოსთან, ქალაქთან, ადამიანებთან...და რადგან მას არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, დიდ ხარჯებთან უწევს ბრძოლა,ერთადერთი რასაც სახელმწიფო სტუდენტებისთვის აკეთებს 20თეთრიანი სამგზავრო ბარათია.

https://www.youtube.com/watch?v=s0XnfqKbpHk&feature=youtu.be

ასევე არიან სტუდენტები რომლებსაც თავად უწევთ მუშაობა და სწავლის საფასურის გადახდა,რადგან ოჯახს არ აქვს იმის საშუალება რო უზრუნველყოს შვილის სწავლა

https://www.youtube.com/watch?v=fRcnHB1H-M0

მერე რა,რომ არ ვიცით რაში გამოვიყენებთ 4წლის შემდეგ ფარატინა ქაღალდს,საერთოდ გამოვიყენებთ თუ არა... მერე რა რომ თუ „პატრონი“ არ გყავს დაიკარგები შენი დიპლომიანად... მტრის ან მეზობლის გულის გასახეთქად მაინც ხომ გვექნება თაროზე შემოდებული, სასურველი სასიძოს/სარძლოს წოდებაც ჩვენი იქნება.

Powered by  Jumpstart Georgia