სპორტი ქუთაისში
2017 ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 50 000 ლარითაა შემცირებული

2017 წელს ქუთაისის ააიპ სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულებაში  4200 ბავშვი ვარჯიშობს, მოსწავლეთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 119 ბავშვით გაიზარდა. მიუხედავად მზარდი კონტიგენტისა ააიპ-ის ბიუჯეტი არ იზრდება. თუკი 2016 წელს გაერთიანების დაფინანსება  3 300 000 ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს მონაცემი 50 000 ლარითაა შემცირებული.  

მიუხედავად მცირე დაფინანსებისა და არასახარბიელო სავარჯიშო პირობებისა, ქუთაისელი ახალგაზრდები მაინც ახერხებენ არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიონ წარმატებებს. 

 

ქუთაისში 14 სპორტული სკოლა ფუნქციონირებს

ქუთაისში 14 სპორტული სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მსურველებს 42 სპორტულ სახეობაში შეუძლიათ გაიარონ წვრთნა. ვარჯიში მრავალშვილიანი და  სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების ბაშვებისთვის უფასოა, ხოლო დანარჩენებისთვის სწავლა 2016 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ფასიანი გახდა და თვეში 10 ლარს შეადგენს.

 

ძიუდოისტი ამირან წიქორიძე

ძიუდოისტი ამირან წიქორიძე ახალგაზრდებში მრავალი საერთაშორისო სინჯის მედლის მფლობელია. სპორტსმენი ამბობს, რომ თბილისთან შედარებით ქუთაისში საწვრთნელი პირობები გაცილებით ცუდია. იქნება ეს სპორტული ინფრატრუქტურა თუ ინვენტარი. თუმცა, მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე, ქუთაისელი სპორცმენები წარმატებას მაინც აღწევენ.

 

მიმდინარე 2017 წლის მონაცემებით ქუთისს მსოფლიო ჩემპიონტაზე, ევროპისა და საერთაშორისო ტურნირებზე 130 პირველ ადგილოსანი ყავს. მსოფლიო თასზე კი - ორი.

2016 წელს კი ქუთაისელმა სპორცმენებმა 1106 საპრიზო ადგილი დაიკავეს აქედან

პირველი ადგილი - 439 

მეორე - 305

მესამე - 360-მა სპორცმენმა დაიკავა. 

ზვიად პატარიძე ხუთგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
Powered by  Jumpstart Georgia