სპორტი ხელშეწყობის გარეშე

ქალაქ ახალციხეში, ფინანსური ხელშეწყობა სპორტის მხოლოდ იმ სახეობებს აქვთ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე, როგორც ააიპ–ები ისე ჩამოყალიბდა. ის სპოტული ჯგუფები კი, რომლებიც ასობით მოყვარულ ახალგაზრდასა და საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხავა წარმატების მქონე პროფესიონალ სპორტსმენს აერთიანებს, დაფინანსების გარეშე რჩება. სპორტსმენები ამბობენ, რომ ტურნირებზე გასვლა მათი განვითარებისათვის აუცილებელია, თუმცა თანხები არ ჰყოფნით, დაფინანსების მსურველი კი არავინაა.  "ბრძოლა წესების გარეშე" და კიკბოქსინგი ახალციხეში სპორტის შედარებით ახალი სახეობებია, ფეხბურთი კი – "კარგად დავიწყებული, ძველი".

 

"13 ლეგიონის" სპორტსმენებს, საბრძოლო ხელოვნებას, მიხეილ მესხი ასწავლის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბი – 13 ლეგიონი

კლუბი "13 ლეგიონი" სამმა მეგობარმა 2014 წელს ჩამოაყალიბა. მიხეილ მესხი, ალექსანდრე ჯაფარიძე და დავით იობიძე თავიდან მხოლოდ სამოყვარულოდ ვარჯიშობდნენ. ახლა მათთან ერთად, 40 სპორტსმენი, პატარა დარბაზში პროფესიონალურად ემზადება. დაფინანსებას ამ დრომდე არავისგან იღებენ. ადგილობრივი თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ სპორტის ეს სახეობა მათი ააიპ არ არის, შესაბამისად დაფინანსებაც არ შეუძლიათ. ბიჭები ცდილობენ ჩემპიონატებზე საკუთარი სახსრებით წავიდნენ. სპორტსმენების ყოველი გასვლა წარმატებით მთავრდება, მიუხედავად ამისა, ხშირად თანხის უქონლობის გამო, სატურნირო მიწვევებზე უარის თქმა უწევთ.

დამწყებ სპორტსმენებს ბრძოლის ხელოვნებას კლუბის დამაარსებელი მიხეილ მესხი უსასყიდლოდ ასწავლის. ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია, ახალგაზრდა თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესი შეაყვაროს. 

 

მიხეილ მესხი – კლუბ "13 ლეგიონის" პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი

"13 ლეგიონში" ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარება მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს მიიღეს. ყოფილმა მერმა, გიორგი კოპაძემ მათ ტატამი და  სავარჯიშოდ სხვა ატრიბუტები შეუძინა. დღეისათვის, ბიჭები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.

 

ალექსანდრე ჯაფარიძე – კლუბ "13 ლეგონის" ვიცე–პრეზიდენტი
ბრძოლა წესების გარეშე – უნივერსალური ორთაბრძოლები
კიკბოქსინგი

კიდევ ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც ახალციხეში ხელშეწყობა არ აქვს – კიკბოქსინგია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ააიპ ქალაქ ახალციხის სასპორტო სკოლის შემადგენლობაში შედის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობიდან ფინანსდება,  სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდები ტურნირებზე თანხის უქონლობის გამო ვერ გადიან. მწვრთნელის ზურა ნაროზაულის თქმით,  ვარჯიშის მსურველი ახალგაზრდების რიცხვი ყოველ წელს იზრდება, მაგრამ დარბაზი მცირე ზომისაა და 20 მოზარდზე მეტს ვერ იტევს. გარდა ამისა, იმავე დარბაზით, დღის სხვა საათებში, მოჭიდავეებიც სარგებლობენ. ორი წლის წინ, სპორტსკოლამ მათთვის  მხოლოდ ტატამი შეიძინა.

 

დარბაზი, სადაც მოზარდები კიკბოქსინგში ვარჯიშობენ

იმისთვის, რომ სპორტსმენმა, საქართველოს ფარგლებში გამართულ ჩემპიონატში იასპარეზოს, დაახლოებით 200 ლარი სჭირდება. მასში შედის ტრანსპორტირების, ღამის გასათევისა და კვების ხარჯები. თუმცა მოზარდებს მიზერული თანხითაც კი არავინ აფინანსებს.  ზურა ნაროზაულის თქმით, სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრებები ყოველ თვე იმართება, მაგრამ თანხების უქონლობის გამო, მისი მოსწავლეები წასვლას ვერ ახერხებენ. 2011 წლიდან დღემდე სპორტსმენებმა მხოლოდ სამ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, ყველა მათგანიდან წარმატებით დაბრუნდნენ.

 

ზურაბ ნაროზაული – სპორტსკოლის კიკბოქსის მწვრთნელი
ფეხბურთი

უკვე შვიდი წელია ახალციხეს საფეხბურთო გუნდი აღარ ჰყავს. შესაბამისად, შეჯიბრებებზე ქალაქის სახელი არსად ისმის. საფეხბურთო კლუბ "მესხეთს" ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაფინანსება 2009 წელს შეუწყდა. შემდეგში, კლუბი გადარჩენის მიზნით, კერძო ბიზნესმენმა იყიდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით.

 

რომა ხანდულიშვილი – საფეხბურთო აკადემია "მესხეთის" ფეხბურთელი

შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი კიდევ ერთხელ, სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ჩამოყალიბდა. გუნდი ყოველ თამაშზე ცდილობს წინ წაიწიოს, თუმცა ფინანსები კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს.

 

გელა მაისურაძე – ფეხბურთის აკადემია "მესხეთის" მთავარი მწვრთნელი

საფეხბურთო აკადემია "მესხეთი"

მატჩი ახალციხის მოედანზე: "მესხეთი" – ვარკეთილის "რეალი"
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის მოედანი
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის მოედანი
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის მოედანი
საფეხბურთო აკადემია "მესხეთი"
მატჩი
მატჩი: მესხეთი – ვარკეთილის რეალი
ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ადგილობრივი თვითმმართველობას არ გააჩნია საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ყველა სპორტული ჯგუფი დააფინანსოს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თანხა მხოლოდ მათ ბალანსზე შექმნილ ააიპ–ებს ერიცხებათ: სასპორტო სკოლას, მძლეოსნობის სპორტულ კლუბსა და სარაგბო კლუბს. როგორ უნდა გადანაწილდეს თანხა სპორტის სახეობებზე, ამას თვითმმართველობაში  თავად წყვეტენ და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატთა თანხმობით მტკიცდება. რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სურვილი აქვთ ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბების, თუმცა ფინანსები – არა

 

სპორტი – ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტში

 

სასპორტო სკოლა

 

ახალციხის სასპორტო სკოლაში ფეხბურთის – 3, კრივის, რაგბისა და ჭადრაკის 2–2 ჯგუფი ფუნქციონირებს. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, გრიგოლ ტაბატაძე განმარტავს, თითოეულ სპორტის სახეობა, მოსწავლეებისა და ჩატარებული საათების რაოდენობის მიხედვით ფინანსდება.

მთლიანობაში, ქალაქ ახალციხეში სპორტის 12 სახეობის შესწავლაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა არასათანადო პირობებს უჩივის და შესაბამისი ხელშეწყობის გარეშე რჩება. 

Powered by  Jumpstart Georgia