სკოლაში ბულინგი
"ვარდისფერი ჩადრი"

                                                               "ვარდისფერი ჩადრი"

             თანამედროვე სამყაროში, როცა, ერთი შეხედვით, კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ვითარდება, ანაქრონიზმად მოჩანს რელიგიის სახელით ადამიანებზე ძალადობა ისეთ ფასეულობათა „დაცვის“ მიზნით, რომელთაც ესა თუ ის რელიგია მშვიდობისკენ მოწოდებით ამკვიდრებს. სკოლაში რელიგიური ბულინგი ერთ-ერთ დიდ და მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. “ბულინგი” ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს, რომელიც ბავშვისმიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ ხორციელდება.
მინდა ვისაუბრო 15 წლის გოგონაზე, რომელიც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და საცხოვრებელი ადგილის დატოვებაც კი მოუწია. ამინა ალჯანაბის, მუსლიმი გოგონას რელიგია, მოსაზრებები, ჩაცმულობა, ვარდისფერი ჩადრი, ეს ყველაფერი გარშემომყოფებისათვის აგრესიის წყარო აღმოჩნდა.
ამინა ალჯაბანი ქ.ზუგდიდის N1 სკოლაში სწავლობდა, მისვლის დღიდან ყველასთვის ინტერესის ობიექტად იქცა მისი ვარდისფერი ჩადრი, გაოცებულები უყურებდნენ და მისკენ თითის გაშვერით ერთმანეთში ჩურჩულებდნენ.
- "სკოლის მეორე დღე იყო, როცა კლასში შემოვიდა ამინა, რელიგიის გაკვეთილი გვქონდა, თან ის პერიოდი იყო, როდესაც რელიგიის ამოღება უნდოდათ საგნებიდან, ამის გამო მასწავლებელი ცოტა უხასიათოდ იყო და ჯავრს ჩვენზე იყრიდა. ახალი მოსწავლე, განსხვავებული რელიგია, მასაც მეტი რა უნდოდა და გადაწყვიტა ჯავრი მასზე ეყარა. " ვინც ქრისტიანი არ არის ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება" - ამბობს მასწავლებელი და აგრესიულად უყურებს ალინას, ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, რამოდენიმემ დაიწყო სიცილი და მასწავლებელიც აჰყვა მათ, თვალებაცრემლიანებული ალინა საკლასო ოთახიდან გავიდა, რის შემდეგაც რელიგიის გაკვეთილზე აღარ შემოსულა, მასწავლებელი კი მას მუდმივად იკითავდა ირონიული შეკითხვით - "ჩვენი ვარდისფერ ჩადრა" სად არის?! "
ბულინგი - წლების განმავლობაში არსებული და ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემა. მოზარდების ჩაგვრა მუდამ საზოგადოების განხილვის თემაა. ხანდახან, გახმაურებული საქმეების დროს, მოზარდების ჩაგვრა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა თუმცა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, ხოლო ძალიან ბევრ მოზარდს ფსიქოლოგიური ტრამვით უწევს ცხოვრება.
როგორც ალინას მეგობრები ყვებიან, მას ძალიან გაუჭირდა ამ პირობებში გაჩერება და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. "ალინას დასცინოდნენ რელიგიის გამო, რომ მუსლიმი იყო, საქართვველოში არ არის დაბადებული. მან ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, იმედი მაქვს მანდ მაინც შეძლებს ბოროტი ადამიანებისგან თავის დაღწევას, მისი რელიგიის მიუხედავად მე მასთან ვმეგობრობდი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი დამეცვა იგი, მაგრამ მეტნაკლებად არ გამომდიოდა, რადგან საპირისპირო მხარეს ბევრნი იყვნენ" - ამბობს ალინას კლასელი ნია კაკულია.
ნინი ეზუღბაია: - "ჩემი ყოფილი კლასელი ალინა არის მუსლიმი და ამის გამო მუდმივად დასცინოდნენ მას, ხშირად თავადაც გამოხატავდა საპასუხო აგრესიას სხვების მიმართ"
ალინას დამრიგებელი ციური ქიმერიძე ამბობს რომ რელიგიის მასწავლებელი ძალიან უტაქტო და უცნაური ქალი იყო, რაც რელიგიის მასწავლებისათვის მიუღებელია - " ყველაზე უფრო მაშინ მძიმდება სიტუაცია, როდესაც ბულერს მასწავლებელი წაახალისებს. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა როდესაც მასწავლებელი ამბობს, რომ ოროსანია, ან მოვლილი არ არის. ფქტობრივად ისინი ბავშვს სამიზნედ ამზადებენ და ეუბნებიან მიდი დაჩაგრეთო. სამწუხაროა, რომ ხშირად პედაგოგები ამას ვერ აცნობიერებენ, იმიტომ რომ ამ მხრივ განათლება არ მიუღიათ".
- " ნუ როდესაც ბავშვებს უდებ თავში, რომ მათ გარდა ყველა არასწორია და ჯოჯოხეთში მოხვდება, შესაბამისად უჩნდებათ აგრესიაც" - გვეუბნება მასწავლებელი.
გავესაუბრეთ ამინასაც, რომელსაც თავისი განვლილი ცხოვრების გახსენება დიდ ტკივილს აყენებდა და ძალიან გაუჭირდა. მისი თქმით ცხოვრებაში ბევრ დაბრკოლებასთან ბრძოლა მოუწია.
- "როდესაც ვემზადებოდი სკოლაში წასასვლელად ჩემთვის ეს ადგილი ასოცირდებოდა არა მხოლოდ სწავლასთან და მეცადინეობასთან, არამედ ბევრ ახალ მეგობართან, მხიარულებასთან, ახალ სასიამოვნო გამოწვევებთან,მაგრამ მალევე მივხვდი როგორ იმსხვრეოდა ჩემი სასიამოვნო წარმოდგენები.
პირველი დარტყმა მივიღე იმ ადამიანისგან,რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. როდესაც საკლასო ოთახში პირველად შემოვიდა რელიგიის მასწავლებელი და დაინახა,რომ ჩადრი მეკეთა, მის მზერაში ჯერ გაოცება ამოვიკითხე,შემდგე კი საშინელი ირონია და სარკაზმი. ჩემი რელიგიური მრწამსი აბუჩად აიგდო იმ ადამინმა, ვინც გვასწავლის რელიგიური გრძნობების სიწმინდესა და და ფასეულობების ჭეშმარიტებას. პირველი დამცინავი ზედმეტსახელი- ვარდისფერჩადრა, სწორედ მისგან მივიღე და ამის შემდეგ ჩემი იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ეს ზედმეტსახელი გახდა."
ამინას თქმით ბევრი იყო ისეთი ფაქტი როდესაც მას არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ თანაკლასელებიც ჩაგრავდნენ. მან მისთვის ერთ-ერთი მტკივნეული ფაქტი გაიხსენა : - "ერთხელ,როდესაც საკლასო ოთახში შევედი სკამს ფეხი წამოვკარი და იმდენად მძიმედ დავენარცხე,რომ წამოდგომა ძალიან მიჭირდა. ვუყურებდი ჩემს კლასელებს და ცრემლიანი თვალებით, უხმოდ ვითხოვდი დახმარებას, თუმცა მათგან მივიღე შემდეგი პასუხი- "ალაჰს სთხოვე დახმარება იქნებ წამოდგომაში დაგეხმაროს." მიუხედავად ამ სიტყვებისა ისინი წამოდგომაში დამეხმარნენ, მოვალეობის მოხდის მიზნით, მაგრამ ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ცრემებს ვერ ვიკავებდი, დარწმუნებული ვარ ეს ბავშვები არ გამოავლნდნენ ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, რომ არა რელიგიის მასწავლებლის მიერ წახალისებული ბულინგი. რადგან მისთვის ვიყავი მიუღებელი არ მიმიღეს კლასელებმაც,რადგან ყოველთვის პრიორიტეტულია იმ ადამიანის სიტყვა, რომლის სახელი რელიგიასთან,რწმენასთან ასოცირდება,რადგან ქრისტიანებისთვის რელიგია ისეთივე სენსიტიური საკითხია, როგორც მუსლიმებისთვის ისლამი. ამის შემდეგ ბავშვები მუდმივად ცდილობდნენ მეგრძნო გარიყულობა. გამოცდების დროს ერთმანეთს სთხოვდნრნ დახმარებას,მაგრამ არასდროს უთხოვიათ ჩემთვის,მიუხედავად იმისა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდი. ამ ყველაფრის შემდეგ მათთან დარჩენა არ შემეძლო და მშობლებს სკოლაში წასვლაზე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად." - ამინა ახლა 20 წლისაა და ცხოვრებას თბილისში აგრძელებს.
TDI- ის (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) ანგარიშში ნათქვამია, რომ ტოლერანტობის ცენტრი, TDI, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან დამოუკიდებელი მუსლიმი თემის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ სკოლებში არსებულ დისკრიმინაციაზე. მათი განცხადებით, მიუხედავად კანონის მიერ აკრძალვისა, სკოლებში ადგილი აქვს მართლმადიდებელი თეოლოგიის სწავლებას, საკლასო ოთახებში ლოცვას და ხატებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ამგვარ შემთხვევებზე, ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, უმცირესობას მიკუთვნებული მოსწავლეების მშობლები თავს იკავებენ საჩივრების წარდგენისგან აღნიშნული ინსპექციის მიმართ უნდობლობის და მათი შვილების უფრო მეტად შევიწროვების შიშით. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ განცხადება არ ყოფილა.
მინდა განვიხილო TDI-ის ანგარიში, სადაც საუბრობს ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, იგი თავისი შვილის მიერ დაწერილი ერთ-ერთი მოხსენებიდან ამონარიდს ავრცელებს :
-„...ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს მოხდა ისეთი რამ, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მაშინ 10-11 წლის ვიქნებოდი. ვიჯექი გაკვეთილზე, მასწავლებელი კი ჰყვებოდა ამბავს, როგორ გადაარჩინა მართლმადიდებლობამ ჩვენი ქვეყანა. უცებ მოწკურული თვალები მოავლო კლასს და იკითხა: „არის კლასში არამართლმადიდებელი მოსწავლე? თუ არის, ადგეს ფეხზე“. მე ვიჯექი, დავცქეროდი საკუთარ ხელებს, გული გამალებით მიცემდა, თავი ჩაქინდრული მქონდა და ვცდილობდი, არ შემეხედა თვალებში არც მასწავლებლისა და არც კლასელებისათვის. მეგონა, რომ თუკი მათ არ შევხედავდი, ისინი ვერ მიხვდებოდნენ, რომ მე ვიტყუებოდი. ეს იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე საშინელი წამები ჩემს ცხოვრებაში. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემს საუკეთესო მეგობრებს საიდუმლოს ვუმალავდი. გაკვეთილი ისე გაგრძელდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ჩემთვის იმ გაკვეთილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მე ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, პროტესტანტი ქრისტიანები, საქართველოსთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო; და ვიცოდი, რომ ბევრ ადამიანს ეს არ მოსწონდა. ამიტომ ვიცოდი, რომ თუკი ჩემი ან ჩემი ოჯახის შესახებ ვინმე ცუდს იტყოდა, მე ხმა უნდა ამომეღო, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, სკამიდანაც კი ვერ წამოვდექი. მე ვკითხულობდი ამბებს ადამიანებზე, რომლებიც ძალადობას, უსამართლობას აპროტესტებდნენ, სწირავდნენ თავს იმისათვის, რისიც სჯეროდათ. და ისინი ჩემი გმირები იყვნენ. გაკრული მქონდა მათი პოსტერები კედლებზე... და უცებ აღმოვაჩინე, რომ მე ვუღალატე საკუთარ თავს და ვუღალატე ჰარი პოტერს, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. ნუთუ ვერაფერი ვისწავლე მისგან? ჰარი პოტერმა გაილაშქრა ვოლდემორის წინააღმდეგ. მე კი რა გავაკეთე?.. შინ დაბრუნებულმა მშობლებს მოვუყევი იმ დღის ამბავი, მოვუყევი ჩემი საქციელის შესახებ, არადა, როგორ მინდოდა მეთქვა, რომ მე ისინი დავიცავი და მამაცურად ვიდექი... ახლა, როცა მეშინია ხოლმე, ვიხსენებ იმ დღეს და 10 წლის გოგოს გრძნობებს. და ეს მშველის...“
რაც შეეხება განათლების სამინისტროს, იგი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს ბულინგის აღმოფხვრას სკოლებში, სწორედ ამიტომ გაუქმდა რელიგიი გაკვეთილები, თუმცა მის დაბრუნებასაც გეგმავენ. სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში. სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა. უწყებას მოლოდინი აქვს, რომ შესაბამისი ზომების გატარების შედეგად, სკოლებში ბულინგის შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალული ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების, კონფლიქტისა და ვანდალიზმის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა. ბულინგის წინააღმდეგ სამინისტრომ სტრატეგია ორეტაპიანი კვლევის საფუძველზე მოამზადა. პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე 35 000 მოსწავლე გამოიკითხა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება შეისწავლეს.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის თქმით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება სისტემატურია. სახელმწიფო დეტალურ მონიტორინგს უნდა ეწეოდეს, თუმცა ასე არ ხდება.
როგორც ომბუდსმენი ყვება, არაერთი რეკომენდაცია აქვს დაწერილი იმის თაობაზე, რომ სკოლაში ხატები არ უნდა იყოს, არ უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა და სხვა.
- "ამ პრობლემას ბოლო წლიურ ანგარიშშიც შევეხეთ და განათლების სამინისტროს მიმართ ბევრი რეკომენდაციას გავეცანით, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ისინი არ სრულდება.
სასულიერო პირები, ფსიქოლოგები, განათლების სამინისტრო, ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პედაგოგები - ყველა თანხმდება, რომ სწორედ ამ ადამიანების ერთობივი და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო, რათა ბულინგის პრობლემა აღმოიფხვრას.
მამა პეტრეს აზრით, მთავარია ომზარდს სწორად მიუდგე და ერთობლივი სამუშაოები ჩატარდეს.
- "როდესაც ბავშვები ოჯახში უყურებენ როგორ ჩაგრავს უფროსი უმცროსს, ეს, თითქოს, მემკვიდრეობით გადაეცემა თაობას. შემდეგ, მოზარდი, როდესაც ქუჩაში გადის, ცდილობს ან სხვა დაჩაგროს ან ქვეცნობიერში ელოდებბა იმას, რომ თვითონ დაჩაგრავენ.
ბულინგი არის სიტყვიერად, ფიზიკურად ან ემოციურად დაამცირო ინდივიდი, მიზანმიმართულად დააზიანო, აწყენინო და თავი სუბორდინირებულად აგრძნობინო. ბულინგის დროს ერთი მეორეს ამცირებს. შესაბამისად ერთი მოძალადეა, ხოლო მეორე მსხვერპლი.

ბერულავა ნათია

#ახალიკვირა ბულინგი სკოლებში

ბულინგი

ფიზიკური ბულინგი
Source: blogspot.com
Powered by  Jumpstart Georgia