სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კერები შიდა ქართლის რეგიონში
გორის #1 საჯარო სკოლაში რისკის დონე მაღალი მაჩვენებლით შეფასდა
კვლევის ჩატარების დრო – 14.11.2016
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლაში რისკის დონე მაღალი მაჩვენებლით შეფასდა
კვლევის ჩატარების დრო –14. 11.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაც სახიფათო ქიმური ნარჩენების მაღალი რიკის ზონას მიაკუთვნეს
ქარელის მუნიციპალიტეტი დაბა აგარაშიც არმოჩენილია ქიმური ნარჩენების მაღალი რისკის ზონა
მასალის/ქიმიკატის დასახელება -თხევადი ქლორი. ქიმიური ფორმულა - Cl2. წონა - 1 ტონა. ნარჩენის ტიპი - თხევადი ქლორის კონტეინერი. ადგილმდებარეობა/ზომა -ღია სივრე, წყალმომარაგების მიტოვებული ობიექტი. რისკის დონე - მაღალი. სხვა / კომენტარი - ტერიტორიაზე არსებული მძაფრი სუნი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კონტეინერიდან ხდება ნივთიერების გაჟონვა.
სატელეფონო ჩართვაში ,,არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ წარმომადგენლი ელენე ლოლაძე შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში არსებულ ქიმიის კაბინეტებში საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ საუბრობს

 ჩვენთან ჩართვამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორის ადმინისტრიციას მიაწოდეს ამის შესახებ ინფორმაცია, როგორც ადმინისტაციის ვებგვერდიდან ვიგებთ:

,,საინფორმაცია შეხვედრაზე გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა, ნათია ანთელავამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე არასამთავროო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გარემოსდაცვითი აქტივობები. ანთელავას თქმით ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა შესაბამის სამსახურებთან და ორგანიზაციებთან ერთად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი პერიოდულად ახდენენ დაბინძურების კერების შესახებ შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას. რეგიონში არსებული კერების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტების წარომადგენლებს გადაეგზავნათ."

ფოტოზე – ნათია ანთელავა

Powered by  Jumpstart Georgia