სიცოცხლის დილემა
ერთი წელია შოთიკო ვართუმაშვილი უგონო მდგომარეობაშია, ავტოსაგზაო შემთვევის შემდეგ, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლო ოპერაციის შემდეგ იგი სახლში გამოწერეს და მკურნალობას საკუთარ სახლში განაგრძობს, თუმცა მკურნალობა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
შოთკოს ოჯახში ერთადერთი ბებია ჰყავს, რომელიც შვილიშვილს დამოუკიდებლად ვერ უვლის, რადგან აპარატურა რომლიც შოთკოს ესაჭიროება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. თამარ ვართუმაშვილი ამბობს, რომ 21 წლის ავდმყოფი შვილიშვილის მოვლა დამოუკიდებლად, როგორც ფინანსურად ისე ფიზიკურად უჭირს.
მარინე სომხიშვილი - მეზობელი
სიცოცხლე კომის შემდეგ

რას სთავაზობს სახელმწიფო შოთიკოს მდგომარებაში მყოფ ადამიანებს, მაშინ როცდესაც ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოწურული აქვს.     კლინიკა გორმდის კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ თუ პაციენტი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და მას ამოეწურა ფინასური რესურსი, ასევე თუ მოსალოდნელია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტის ღრმა ინვალიდიზაცია ან მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე მაშინ კლინიკა ვალდებულია გააგრძელოს მკურნალობა, ოღონდ ოჯახს ხარჯი ექნება ასანაზღაურებელი ყველა წესის და კანონის დაცვით, რადგან მისი თქმით აპარატურა და მედიკამენტები საკმაოდ ძვირი უჯდება თავად კლინიკებს. დავით ყაზაიშვილი განმარტავს იმასაც რა უფლებები აქვს პაციენტს და მის პატრონებს. 

 

დავით ყაზაიშვილი - პროფესორი
ალექსი მერებაშვილი -ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი
Powered by  Jumpstart Georgia