thehindu.com
შრომითი მიგრაცია საქართველოდან

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული  ჩვენი თანამოქალაქეების ოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება საბჭოთა კავშირის  დაშლის შემდეგ ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ სამუშაოს საძებნელად დატოვა და შრომით მიგრანტად იქცა . 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2015 წლის არაოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2 847 621 ქართველი,ეთნიკური ქართველი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, უმუშევრად ითვლება 15 და მეტი წლის პირი, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მზად არის დაიწყოს მუშაობა და ეძებს სამუშაოს. საქართველოში ასეთი ადამიანების უმრავლესობა ემიგრაციაში წამსვლელთა გრძელ რიგს უერთება . მაყვალა სვანიძე (გამოყენებულია ფსევდონიმი) ერთ-ერთი მათგანია ის საბერძნეთში უკვე 10 წელია რაც წასულია.

 

 საბერძნეთში უკვე თითქმის 10 წელია  ვარ.  ვმუშაობდით აბრეშუმკომბინატში, მაგრამ შეგვამცირეს. დავრჩი უხელფასოდ, ამოიწურა ყველანაირი საარსებო საშუალება . ავიღე პროცენტიანი ვალი და წამოვედი საზღვარგარეთ. საბერძნეთში 2-ჯერ ჩამოვედი არალეგალურად . პირველად ძალზე გამიჭირდა და ვერ შევძელი გაჩერება, თუმცა  ვალებმა და გაჭირვებამ თავისი ქნა და იძულებული გავხდი მეორედაც გამერისკა და არალეგალურად ჩამოვსულიყავი საბერძნეთში.  ამ წუთში ვალი არა მაქვს და  ველოდები რომ ცოტა საარსებო ფულიც დავაგროვო  რომ ჩამოვიდე. ძალინ მენატრებიან  ყველანი. თითოეული ადამიანი მახსენდება . სატელეფონო კავშირი არ მაქვს ბევრთან, მაგრამ ჩემ გულშია ყველა.  ვეხვეწებით  საზღვარგარეთ  ნუ წამოხვალთ. მაქეთ მოძებნეთ რაიმე . დიდი ფულზე ნუ იფიქრებთ. სიმდიდრისა და ოქროს მოხვეჭაზე.  მთავრობას ვთხოვ ეს ხალხი დაასაქმოს. ყველას, ყველა ენატრება . რამდენი ავტობუსი მოდის საქართველოში ყველას  გული  მიყვება, რომ  ნეტავი თქვენ, მაგრამ საშუალება არაა წამოსვლის . აქედან რომ წამოხვალ მერე უკან ვეღარ დაბრუნდები. მე რომ დავბრუნდი საოცარი ვალები დამედო.  47 კილო ვიყავი და უფრო დავიკელი. სულ ნერვებზე ვიყავი რომ ვფიქრობდი ამდენი ვალები საიდან გამესტუმრებინა. წლები დაჭირდა ამ ყველაფერს .ახლა კი ყოველ დღე ვფიქრობ ჩავალაგო ბარგი და წამოვიდე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვალის №34 დადგენილების მიხედვით, მიგრაციასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების მართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს დაეკისრა. მთავრობაც საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, თუმცა ამის მიუხედავა ყოველწლიურთა წასულ რაოდენობას საწინააღმდეგო ციფრი არ აღემატება. ირონიული ისიცაა რომ  საქართველოს ეკონომიკა ამ ადამიანთა მიერ უკან გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით 2017 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 20.2 მილიონი დოლარით ანუ 20.1%-ით გაიზარდა.

 

Powered by  Jumpstart Georgia