შრომის გაუსაძლისი პირობები
მე არ ვარ მონა

          დალაგება, მომხარებლის კონსულტაცია, საპირფარეშოს გაწმენდა, გაფუჭებული ან დაკარგული ნივთის საკუთარი ხარჯით ანაზღაურება, დღეში 13 საათი მუშაობა 1 საათი დასვენება ხელფასი-250 ლარი. ეს ის  პირობებია, რომელშიც უწევს მუშაობა კონსულტანტების უმეტესობას, ისეთ დიდ მარკეტებში, როგორებიც არის "ფრესკო" "ნიკორა" "ევრო-პროდუქტი" და ა.შ.

     საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით "დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს". დღეს დასაქმებულები  სხვადასხვა მაღაზიებში, თუ ორგანიზაციებში კვირაში მუშაობენ არა ნაკლებ 52 საათს, რაც თავის მხრივ არღვევს შრომის კოდექსს და მშრომელის უფლებებს.

    სახელმწიფო სამსახურში შრომის კოდექსი დაცულია, თუმცა კერძო სამსახურებში მისი კონტროლი სახელმწიფოს მიერ არ ხდება, რეალურად არ არსებობს კერძო სამსახურში სამუშაო პირობების კომტროლის მექანიზმი, შესაბამისად დასაქმებული, რომელიც პროტესტს გამოთქვამს სამუშაო პირობების შსახებ არის დაუცველი და მისი სამუშაო გარემოს შემოწმება არცეთი მექანიზმით არ შეიძლება. 

სოციალურ ქსელებში არაერთი საპროტესტო განცხადება და ვიდეო მიმართვა ჩაწერეს ჰიპერმარკეტების თანამშრომლებმა, თუმცა დღეს ეს საპოტესტო განცხადებები და ვიდეო ჩანაწერები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება .

საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულმა უნდა შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობები და მიიღოს ის ანაზღაურება, რაც კონტრაქტშია მითითებული, თუმცა ტელეკომპანია "იბერიის სიუჟეტში აღწერილია ათამდე ადამიანის ისტორია, რომლებიც უსამართლო შრომითი პირობების მსხვერპლნი გახდნენ.

 

     

"იბერია TV" რეპორტაჟი
ნათია მიქაძე

ნათია მიქაძე 20 წლისაა მან ხუთამდე სხვადასხვა კომპანიაში იმუშავა, სადაც ლახავდნენ მის შრომით უფლებებს და აიძულებდნენ შეესრულებინ ის სამუშაო, რომელიც მის მოვალეობაში არ შედიოდა.

 

ნათია მიქაძე
სუპერმარკეტ "იოლის" წინააღმდეგ გამართული სტუდენტური აქცია
სუპერმარკეტ "იოლის" წინააღმდეგ გამართული სტუდენტური აქცია
2017 წელს გამართული
ფრესკოს თანამშრომლების აქცია
Powered by  Jumpstart Georgia