შეზღუდული შესაძლებლობები გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 675 შშმ პირი ცხოვრობს. აქედან 150 - მდე ეტლით მოსარგებლეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონზე მეტია, რომლის პრიორიტეტები  ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია.  თუმცა, არც ინფრასტრუქტურის და არც სოციალურ თუ ჯანდაცვის პროექტებში არსადაა გათვალისწინებული ადაპტირებული გარემო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებები.

 

საკითხის მოსაგვარებლად შშმ პირებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ. პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ადგილობრივ ხელისუფლებას 10 მილიონიანი ბიუჯეტიდან თანხა არც ერთ წელს არ გამოუყვია პანდუსების დასამონტაჟებლად.

 

 

თემურ ზედგენიძე - ორგანიზაცია ,,ხელი-ხელს" ბენეფიციარი

ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი ორგანიზაცია მუშაობს.    ,,ხელი-ხელს", მცირე საოჯახო ტიპის,   3 სახლში , გურჯაანში სულ 13 ადამიანი ცხოვრობს  .  მათგან 3 ეტლით მოსარგებლეა.  ამბობენ, რომ  უჭირთ ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, რადგან გურჯაანის ქუჩები არ არის ადაპტირებული, და ამის გამო საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა აქვთ.  ერთადერთი ადაპტირებული შენობა გურჯაანში  სოციალური მომსახურების სააგენტოა, სადაც სტანდარტის მიხედვით დამონტაჟებული პანდუსია.

 

გურჯაანის სამების ტაძრის პანდუსი
გურჯაანის სამების ტაძრის შესასვლელი
გურჯაანი, თავისუფლების ქუჩა
გურჯაანი,თავისუფლების ქუჩა
გურჯაანი,ნონეშვილის ქუჩა

ცოლ-ქმარი- ნათია და გოჩა  გურჯაანის  საოჯახო ტიპის სახლ ,,ხელი-ხელს” ბენეფიციარები არიან .

 

ნათია ეტლით მოსარგებლეა და მეუღლესთან ერთად 5  წელია გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. ნათია აქტიური ადამიანია და სურვილი აქვს, რომ საზოგადოებრივ პროცესებშიც აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ, ქალაქში მეუღლის დახმარების გარეშე ვერ გადის. ელოდება იმ დროს, როცა გურჯაანის ქუჩებში პანდუსები გაკეთდება და დამოუკიდებლად გადაადგილებას შესძლებს.

 

შშმ პირების პრობლემებს და მათ დახმარება რომ სჭირდებათ, ამას ყველა აღიარებს, ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კერძო სექტორი, თუმა მათ დასახმარებლად არაფერი არ კეთდება.

 

ელზა პაპოშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შშმ პირთა საბჭოს კომისიის თავმჯდომარე

გურჯაანის თვითმმართველობაში სამი წელია შშმ პირების საბჭო შეიქმნა, სადაც  13 წევრია გამგეობიდან  და 2  წევრი ორგანიზაცია ,,ხელი ხელს” და დღის ცენტრის ,,ლაიფ ლაინიდან”.  საბჭო შშმ პირებს წელიწადში რამდენჯერმე კულტურულ ღონისძიებებს უწყობს და საახალწლოდ  საჩუქრებს უკეთებს.

 

საქართველოს კანონი N 756-11ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ.

 

 

ნათიას, გოჩას, თემოს და მის მეგობრებს ბევრი გეგმა აქვთ. განსახორციელებლად კი ადაპტირებული გარემო სჭირდებათ.

 

Powered by  Jumpstart Georgia