სოფელი პროგრამის და ბურთი მოედნის გარეშე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში სტადიონის გაკეთება 2015 წელს დაიწყო, 2016 წელს გაგრძელდა და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სოფლის მხრადამჭერი პროგრამის შეწყვეტის გამო სამუშაობი შეჩერებულია.
სპორტი და ტრანსპორტი ერთ ,,მოედანზე"
სტადიონზე თამაშის იმედი
ნახევრად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი მარანაში

2015 წელს გორის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანას მაცხოვრებლებმა სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი სპორტული სტადიონის გაკეთება აირჩიეს, პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წლებში ჯამში  19 000 ლარი გამოიყო, აღნიშნულ თანხით მოხდა მოედნის შემოსაზღვრა და ფეხბურთისთვის ორი კარის გაკეთება, ხელოვნური საფარის დასაგებად თანხა აღარ ეყოთ, სტადიონის რებილიტაციის დასრულება 2017 წლისთვის გადაიდო, თუმცა საქრთველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამა შეწყდა, რის გამოც ამ დრომდე შეჩერებულია სოფელ მარანას სატადიონის რეაბილიტაცია.

 

ბურთი და ,,მოედანი"

ბურთი და ,,მოედანი"
Source: პავლე სამხარძე
ნიკა და ირაკლი
წვიმის დროს მოედანი ტალახდება
სოფლის ერთადერთ გასართობ ადგილის, მოედნის მდგომარება მოზარდებთან ერთად უფროსებსაც აწუხებს
2016 წლის გეგმით გათვალიწინებული სამუშოები 143 ობიექტის შემთხვევაში 100%-ით შესრულდა
სახელმწიფო პროგრამით დაწყებული სამუშაობი 10 სოფელში ვერ დასრულდა, ამის მიზეზი კი სოფლებზე გამოყოფილი თანხის სიმცირე იყო
ფოტოზე-სოფელ საქაშეთის რიტუალების სახლი
 
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით სოფლის მხარდამჭერის პროგრამის 2016 წლის გეგმით გათვლისწინებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში 100%-ით შესრულდა.
 
არის პროექტები, რომლებიც დასასრულებელი დარჩა, რადგან სოფლისთვის გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი პროექტების სრულად განხსახორციელებლად, მაგალითად:
სოფელი კირბალი - რიტუალების სახლი;
სოფელი რიეთი -რიტუალების სახლი;
სოფელი კვარხეთი -რიტუალების სახლი;
სოფელ მარანა - მინი მოედნის მოწყობა;
სოფელი თედოწმინდა -სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელი სვენეთი -სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა;
სოფელი ბერშუეთი - გარე განათების მოწყობა;
სოფელი ზარდიაანთკარი - გარე განათების მოწყობა
სოფელი ერგნეთი - გარე განათების მოწყობა;
საქაშეთის დევნილთა ჩასახლება - მინი მოედნის მოწყობა;
 
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მხრადამჭერი პროგრამის ფარგლებსი 2016 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებზე 2 204 774 ლარი გამოიყო. აქედან დარჩენილი ეკონომია შეადგენა 323 145, 28 ლარს. პროგრამის ფარგლებში გამგეობამ აითვისა 1 881 629 ლარი.
სოფელ საქაშეთში რიტუალების დარბაზი ოთხი წელი შენდებოდა და მაინც ვერ დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო და ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა.  2017 წელს  მთავრობამ პროგრამის განხორციელება შეწყვიტა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაობი შეჩერებულია, რადგან პროგრამის მთავრი კრიტერიუმი სოფლში მაცხოვრებლების რაოდენობის მიხედვით დაფინასება იყო. სწორედ ამ კრიტერიუმის გამო სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები არასაკმარისი იყო, რის გამოც რამდენიმე წელი ხდებოდა სტადიონების, რისტუალების სახლის და მოსხლეობის მიერ შერჩეული პროექტების  გაკეთება. მთავრობამ 20017 წელს პროგრამა  ისე შეწყვიტა, რომ დაწყებული სამუშაობი არ იყო დასრულებული. თვითმმართველობაში მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან ალტერნატიულ პროგრამზე, რაც შეეხება დაუსრულებელ პროექტებს მისი დასრულებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფიქრობენ, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცენტრალურ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად საკითხს მაინც ვერ წყვეტავენ. მით უფრო რომ 2016 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან  ადგილობრივ ბიუჯეტში განხორცილებული მიზნობრივის ტანსფერიდან თანხების ნაწილი ასათვისებელი დარჩათ. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვინმარტავენ ეს თანხები დაწყებული პროეტების გასაგრძელებლად 2016 წელს  ტენდერებიდან არის მორჩენილი.  

Powered by  Jumpstart Georgia