culture.oasiscollections.com
სელფი

სელფების გადაღებით ერთობიან ვარსკვლავები, ოსკარის მფლობელები, ასტრონომები, ქვეყნის პირველი პირებიც, ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას, თუმცა ყოველთვის სწორად არა.

სელფი ფოტოსურათი რომელსაც როგორც წესი საკუთარი ხელით ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით ვიღებთ.

სელფიმანია, ეს XXI საუკუნის სენია, თუმცა სელფის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ფრანცისკო პარმეჟანინოს ნახატი, რომელიც 1524 წლით თარიღდება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც პირველი სელფი. პარმეჟანინომ, 21 წლის იტალიელმა მხატვარმა სარკის საშუალებით საკუთარი პორტრეტი დახატა და შემდეგ თავისი ნამუშევარი რომის პაპს აჩუქა. 1630 წელს რემბრანტმა ავტოპორტრეტი შექმნა, თანამედროვე გაგებით ძალიან კარგი სელფი წინ გამოწეული ტუჩებით.

პირველი ფოტო სელფი რობერტ კორნელიოს ეკუთვნის. ამერიკელმა ფოტოგრაფმა  1839 წელს საკუთარ თავს ფოტოსურათები. თანამედროვე სელფის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც პირველად იაპონიაში  ორკამერიანი ტელეფონი გამოიგონეს, მას შემდეგ ყველა ახალგამოსულ ტელეფონს 2 კამერა აქვს. თითქოს ადამიანებს ყველაფერი იმისკენ უბიძგებს, რომ რაც შეიძლება მეტი სელფი გადაიღონ და ისინიც ასე იქცევიან.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ 2014 წლის 31 მარტს სელფი ოფიციალურად გამოაცხადა როგორც გონებრივი აშლილობა. დაავადება კი ასე აღწერა: აკვიატებული და დაუძლეველი სურვილი გადაუღო საკუთარ თავს ფოტო, განათავსო ინტერნეტში და ამ გზით შეივსო საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა, თუმცა ეს არ ეხება ყველას და ასოციაციის თქმით არსებობს დაავადების სამი სტადია: პირველი_ ზღვრული სელფი, როდესაც დღეში სამ სელფს და მათ სოციალურ მედიაში არ ათავსებ; მეორე სტადია _ მკვეთრი, ბასრი სელფი, როდესაც იღებ 3 სელფს და თითოეულ მათგანს სოციალურ მედიაში ათავსებ; მესამე სტადია_ ქრონიკული სელფი, როდესაც უკონტროლოდ იღებ სელფს და აკეთებ ამას ყოველ საათში, ხოლო ფოტოებს მინიმუმ დღეში 6-ჯერ პოსტავ.

სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით მსოფლიოში რამდენიმე სახის სელფი გამოიკვეთა: სელფის კლასიკური ფორმა, როდესაც ფოტოს უღებთ საკუთარ თავს სმარტფონის, კომპიუტერის ან ფოტოაპარატის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში ტვირთავთ  . სელფი სარკესთან, ესეც კლასიკური სელფის ერთ-ერთი სახეა. ამჯერად საკუთარ თავს ფოტოს სარკის დახმარებით უღებთ ამჯერად აქცენტი ჩაცმულობაზე კეთდება. იხვის სახის ფორმის სელფი, როდესაც სრულიად უმიზეზოდ იღებთ ძალიან საყვარელ სახის გამომეტყველებას. ფეხსაცმლის სელფი, ეს აუცილებელია, რა მნიშვნელობა აქვს რატომ ვიღებთ ამას ?! სელფი აქსესუარებით, თუ თქვენ სულ ახლახან სამაჯური, საათი, ბეჭედი ან ნებისმიერი აქსესუარი შეიძინეთ, უკვე დროა მისი ფოტო სოციალურ ქსელში განთავსდეს. სელფი საკვებთან, თუ გემრიელი კერძების გარემოცვაში მოხვდით ეცადეთ მათ ცენტრში მოექცეთ და თამამათ იპოზიოროთ. სელფი მეგობრებთან , ყველაზე კარგი იქნება თუ ერთმანეთს ჩაეხუტებით და ბედნიერი სახის გამომეტყველებას მიიღებთ. სელფის ამგვარმა ფორმამ პოპულარობა 2014 წლის ოსკარის ცერემონიალის შემდეგ მოიპოვა. ერთ კადრში რამდენიმე ადამიანის ადამიანიის ჩატევა  მარტივი საქმე სულაც არ არის.

სელფი
Powered by  Jumpstart Georgia