სელექციური გენოციდი

  ძნელია,როცა შენი საყვარელი ადამიანი გაიძულებს უარი თქვა შენ ნაწილზე,იმის გამო,რომ გვარის გამგრძელებელი არ ეყოლება.გვარის გამგრძელებელი, ოჯახის სიამაყე და სიძლიერე საქართველოში არსებული ტრადიციების თანახმად ბიჭია. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში არსებული რეალობაა და ამ თემაზე საუბარი აუცილებელია, რადგან მოსახლეობაში ქალების დეფიციტმა , შეიძლება , ტრეფიკინგისა და ქალების მიმართ ძალადობის გაზრდა გამოიწვიოს.დღეს ნანობს 3 გაკეთებულ აბორტს და ზრდის 17 წლის გოგონას და 4 წლის ბიჭს.დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს სამივე გოგონას გააჩენდა და ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც მარტოხელა დედა გამხდარიყო... განცდები იყო სულის ტკივილის და სასოწარკვეთილების,აბორტის შემდეგ რთულია ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება მეუღლესთან, რადგან სინდისის ქენჯნა, მოგონებები და დანაშაულის შეგრძნება ალბათ არასოდეს გაქრება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სრულიად მარტო აღმოვჩნდი,მაგიჟებდა დანაშაულის შეგრძნება და ადგილს ვეღარ ვპოულობდი,აბორტი გაკეთებულია და უკან ვეღარაფერს დავაბრუნებ. ფიქრები -"რა იქნებოდა, რომ ..." კიდევ დიდხანს არ მშორდებოდა,შემდეგ იგივე დატრიალდა რუტინულად და რა თქმა უნდა სანამ ბიჭზე არ დავფეხმძიმდებოდი,გოგოს ვერ გავაჩენდი ჩემი მეუღლის სურვილის გამო.მაშინ ალბათ გააზრებული არ მქონდა რა სისასტიკეს ჩავდიოდი,თუმცა ჩემ ქმედებას გამართლება არ აქვს.(ა.ჯ. 35წლის) აბორტი ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას და საშვილოსნოდან ნაყოფის მოშორებას ნიშნავს, ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე ანუ 7თვემდე. არსებობს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური აბორტი. საქართველოს კანონმდებლობით,აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენების შემთხვევაში,რომელიც ინდივიდუალურად,კომისიური წესით განიხილება. ორსულობის შეწყვეტის მიზნით აბორტის ორი მეთოდი გამოიყენება:მედიკამენტური და ქირურგიული. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს აუცილებლობით,მაგ.ნაყოფის სიკვდილის ან ორსულობის პათოლოგიურად მიმდინარეობის შემთხვევაში ან ქალის პიროვნული გადაწყვეყილების შედეგი. ტერმინი ,,გენდერული სელექცია” იგივე სელექციური აბორტი ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას და ნაყოფის მოცილებას გულისხმობს,ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ- აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ქვეყნებს შორის, სადაც ემბრიონული სელექცცია ხშირია,ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოსაც მოიხსენიებს და აღნიშნავს,რომ ასეთი დისკრიმინაციული პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის როლის არასასურველი სტატუსს უკავშირდება.(Human Rights Eu)

 

სამედიცინო ჩარევა არ არის ნებადართული ბავშვის სქესის გარჩევის მიზნით,გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც საქმე გვაქვს სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადების პრევენციასთან. საქართველოს ოჯახების გენდერული შემადგენლობა მინიმუმ 1 ვაჟის ყოლის აუცილებლობას მოითხოვს. 1920 წელს საბჭოთა კავშირში აბორტი ლეგალური გახდა თუმცა მოგვიანებით 1936 წელს აიკრძალა. არასასურველი ორსულობის,ფეხმძიმეთა სიკვდილიანობისა და სამშობიარო დაწესებულებების გარეთ მშობიარობის პრევენციის მიზნით,საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აბორტი 1955 წელს კანონიერი გახდა.(Elizabeth A.Wood. (1997). The Baba and the Comrade. Gender and Politics in Revolutionary Russia. ) პატრიარქალურ საზოგადოებაში აბორტი ქალის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად მოიაზრება. ჩანასახის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა გინეკოლოგთა აზრიც,ზოგიერთი ფიქრობს,რომ სქესის დიაგნოსტირების აკრძალვა ორსულობის ადრეულ პერიოდში , ხელს შეუწყობს არალეგალური აბორტების გავრცელებას და დედათა სიკვდილიანობის ზრდას(ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბება). გამოსავალს ისინი საზოგადოების ინფორმულობასა და ცნობიერების ამაღლებაში ხედავენ,აბორტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ,რომ ჩანასახს აქვს სიცოცხლის უფლება , ისე როგორც დაბადებულ ადამიანს. მათ აბორტი სიკვდილის ტოლფასად მიაჩნიათ. ამ შეხედულებას ხშირად რელიგიური წარმოდგენები განაპირობებს. აბორტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ქრისტიანული რელიგიაა. ანკირიის მსოფლიო (VI) საეკლესიო კრებაზე განიხილა აბორტის საკითხი და ემბრიონის კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლდა. საეკლესიო პირები ამბობენ,რომ ,, ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშობა,რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია.

 

სქესის სელექცია წარმოადგენს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე,რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. (კონსტიტუციის 14-ე მუხლი, ადამიანის თანასწორობის პრინციპი) სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები,ვის ინტერესებსაც ზიანი ადგება დისკრიმინაციის შედეგად. გენდერულ სელექციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება,რომლის მიხედვით დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია,(საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტი) 12 კვირამდე ორსულობის შეიძლება შეწყდეს სპეციალური სოციალური(საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით) და სამედიცინო (საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) ჩვენების შემთხვევაში. სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება ნებადართულია სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერიფიცირებული ექიმის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად,უკანონო აბორტი აკრძალულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციებს. საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს სამართლებრივი რეგულირება ნაყოფის სქესის გასარკვევად ჩასატარებელი ექოსკოპიის შესახებ. ჯანმრთელობის დაცვის კანონის 140-ე მუხლის მიხედვით,ორსულობის 12 კვირამდე აბორტის გაკეთება მხოლოდ ორსულის სურვილზეა დამოკიდებული. ასევე,თავისუფალია სქესის გარკვევა ორსული ქალისთვის ორსულობის ნებისმერ ეტაპზე,რაც საშუალებას აძლევს გაიგოს ნაყოფის სქესი და ამავდროულად არიყოს ამოწურული განსაზღვრული 12 კვირიანი ვადა. შედეგი არის ის,რომ კანონი ვერ იცავს 12(3 თვე) კვირამდე ნაყოფს გენდერული დისკრიმინაციისგან. ამჟამად ევროპის მრავალ სახელმწიფოში აბორტი ლეგალიზებულია, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან აბორტი მხოლოდ პოლონეთშია აკრძალული.(მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული,თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,ნაყოფი არასწორედ ვითარდება ან თუ ორსულობა გაუპატიურების შედეგია) 2016 წელს პოლონეთის პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი რომლის მიხედვით ქალს აბორტის შემთხვევაში 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა,ასევე დაისჯებოდა ის ექიმი,რომელიც ამ პროცედურას ჩაატარებდა. თუმცა ქალთა მოძრავმა საპროტესტო აქციებმა, რომლებიც ქალთა უფლებების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ გავლენა იქონია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე და საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პირველივე მოსენაზე ჩავარდა (the guardian 23.09.2016) -არსებობენ ქალები,რომლებსაც მიაჩნიათ,რომ აბორტი მათი უფლებაა და არ უნდათ შვილი/შვილები. მათ არ სურთ სხვადასხვა მიზეზების გამო,ისინი ფიქრობენ,რომ ბავშვი მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს,დაკარგავენ სამსახურს,პირად თავისუფლებას,ვეღარ გაერთობიან ,გვერდით არ ყავთ ისეთი ძლიერი მამაკაცები რომ პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვის აღზრდაზე. ზოგიერთი თავს მატერიალური მდგომარეობის გამო იკავებს და ფიქრობს რომ მხოლოდ ბავშვის გაჩენა მარტივია -აღზრდა და გაზრდა კი- რთული. მიუხედავად იმისა, რომ აბორტი ქალის ფსიქიკური და ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს, აბორტის აკრძალვას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. გამოცდილება აჩვენებს, რომ აბორტის აკრძალვის პრაქტიკას, როგორც წესი, აბორტის შემცირების ნაცვლად, ქალთა ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვება. აბორტის აკრძალვა ქალს აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლებინებს და ის მას არასტერილურ პირობებში მაინც გაიკეთებს. “თავისთავად აბორტი მისასალმებელი ფაქტი არაა, მაგრამ უნდა ვისჯელოთ, არის თუ არა მისი აკრძალვა გამოსავალი. რას მოგვცემს აბორტის აკრძალვა, დემოგრაფიულ გამრავლებას თუ აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადასვლას? როგორც წესი, აკრძალვის შემთხვევაში ქალთა სიკვდილიანობა იმატებს, აბორტების რიცხვი კი იზრდება.” - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი.

რელიგიური მოსაზრებებით აბორტს ირლანდიის კანონმდებლობა კრძალავს , თუმცა დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაშია,როდესაც ორსულს ჯანმრთელობი სერიოზული საშიშრება აქვს. მეზობელ ქვეყნებში ვიზიტი აბორტის გასაკეთებლად ქალებისთვის მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს (world abortian politicies) ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტი ოფიციალურად 1973წლიდან ნებადართულია. 1300000 ქალი მიმართავს აბორტს (In 2014, 652,639 legal induced abortions were reported to
CDC from 49 reporting areas. The abortion rate for 2014 was 12.1 abortions per 1,000 women aged 15–44 years, and the abortion ratio was 186 abortions per 1,000 live births.)
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მძლავრი. აბორტ საწინააღმდეგო კამპანია სწორედ ამერიკაში რეგულარული ხასიათის. ცენტრალურ სამხრეთ ამერიკაში. აბორტი კანონით აკრძალულია , ლათინური ამერიკა , რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კათოლიკური რელიგიაა კრძალავს აბორტს, თუმცა ეს ფაქტი უკანონო აბორტების არსებობას არ გამორიცხავს .
ბრაზილიაში ყოველწლიურად დაახლოებით 1 500000 უკანონო აბორტი კეთდება (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია). აფრიკის რესპუბლიკაში 100 000 აბორტიდან 680 სიკვდილით მთავრდება და ამის მიზეზად ცხოვრების ცუდი პირობებ სახელდება(Guttmacher Institute). ამ მხრივ, ყველაზე ცუდი მდგომარეობა ეთიოპიასა და ნიგერიაშია. ყველაზე მკაცრად აბორტი აკრძალულია ნეპალში,მაშინაც კი , როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აკრძალვის სიმკაცრეზე აქაც რელიგიური ფაქტორი მოქმედებს. სასჯელი ემუქრება, როგორც ქალს,ასევე ექიმს.მიუხედავად ამისა,აბორტი მაინც კეთდება და ნეპალელ ქალთა 2/3 ციხეში იხდის სასჯელს.
ინდოეთი ერთ-ერთი მოწინავეა სელექციური აბორტების რაოდენობით. ინდოეთში გოგო შვილი ერთგვარი ტვირთია,რომელიც ოჯახს საკმაოდ ძვირი უჯდება,რადგან ის უნდა დაქორწინდეს და ‘’გამზითვდეს’’( ე.წ გამზითვება ინდოეთში 1961 წელს აიკრძალა,მაგრამ ინდურ ოჯახებში ეს ტრადიცია მაინც მყარად არის შემორჩენილი).
დღემდე ინდოეთის განათლებული ოჯახების ცნობიერებაშიც კი ოჯახი ვაჟი შვილის გარეშე სრულყოფილ ოჯახად არ ითვლება(Ferrarini). 2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად,ინდოეთში 43 მილიონი ქალია გაუჩინარებული. 2011 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით ყოველ 1000 მამაკაცზე 940 ქალია. 0-დან 6-წლამდე ბავშვებში კი სხვაობა 1000 ბიჭზე 914 გოგონაა. სქესის ეს თანაფარდობა ბოლო წლებში უფრო გაიზარდა 1991წ. 1000 ბიჭი-947 გოგო 2001წ. 927ბიჭი-914 გოგო აღნიშნული მაჩვენებელი ადასტურებს,რომ სელექციური აბორტები ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქალები ნაკლებობამ ინდოეთში ძალადობას,განსაკუთრებით კი გაუპატიურების ზრდა გამოიწვია. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცემების მიხედვით გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. 2004 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და არსებული პრობლემის დაძლევის მიზნით ოფიციალუდად აკრძალა ბავშვის სქესის შესახებ მშობლების ინფორმირება,თუმცა აკრძალვის მიუხედავად აბორტებმა იატაკქვეშ გადაინაცვლა და კერძო კლინიკებშიც კვლავ კეთდება სელექციური აბორტები. ჩინეთში 1971 წლიდან 2010 წლამდე 330 სელექციური აბორტი გაკეთდა(ოფიციალუდად რეგისტრირებული)(mondp) 2010 წელს ოფიციალურად აიკრძალა სელექციური აბორტი და დაიწყო კამპანია “გავუფრთხილდეთ გოგონებს”, რომელმაც შედეგი გამოიღო და თუ 120 ბიჭი 100 გოგონას ეფარდებოდა,2011 წლისთვის უკვე 113-მდე დაეცა.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, საქართველო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით 16 ნოემბერს კონფერენციაზე წარმოადგინეს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან, ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც, უბრალოდ, მიუღებელია.-„წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული“.-დავით სერგეენკო

 საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინფორმაცია კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე და მათთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისები ხელმისაწვდომი არ არის. განსაკუთრებით პრობლემა მწვავედ დგას რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერა XXI, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს სტატისტიკას (2016 წ)ოფიციალური მონაცემებით 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის სტატისტიკა
ასე გამოიყურება:

იანვარი - სულ 1680 აბორტი. თბილისში - 691; ხოლო რეგიონებში 989.  თებერვალი - სულ 1842 აბორტი . თბილისში 771; რეგიონებში 1071.  მარტი - სულ 1723 . თბილისში 728; რეგიონებში 995.  აპრილი - სულ 1413. თბილისში 571 ; რეგიონებში 842. იმისთვის რომ ქვეყანაში აბორტების არ იყოს დაუგეგმავი ორსულობის რეგულირების ერთადერთი საშუალება გაეროს ,,ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტმა” (CEDAW) საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა. ერთ -ერთ პუნქტში ვკითხულობთ: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე, თანამედროვე ინფორმაციასა და კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს”.

საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე. წყარო- https://matsne.gov.ge/ka/document/view/2514236

საქართველოში 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, 31446 გოგონა არ დაბადებულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი – 59 249. 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 – გოგონა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შობადობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და გასულ წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში 2015
წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აბორტების სტატისტიკა მნიშვნელოვნად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული.



ემბრიონისგან დედას-ირაკლი დეისაძე 

ოცნებაში შემიჩერდა დედა წამი... სანამ ხელი ვიღაც უცხოს დამჭრიდა, ნუთუ ასე გატკინე და გაგაწამე?  რომ ქმედება ცხოველური დაგჭირდა. ნუთუ უფრო ბედნიერობ დედა ახლა?  მე უბედურს, ცხოვრებისგან განდევნილს, ძლიერ მინდა იმ ალერსის  ერთხელ ნახვა სხვა შვილებს რომ ნეტარებით აფენდი. ამჩეხეს და სადღაც ბუნკერს  მიმანაგვეს!სულს ცრემლებად  გვამის  სისხლი სდიოდა, მე ნაცემზე  უფრო მეტად ნაცემ-ნაგვემს ფერმიხდილი სიყვარული მტკიოდა. არც ცრემლი და პროცესიაც შორს რომ იყოს გულისტკივილს რად დააკელ მირონი? ჩემს ანგელოზს უთხარი, თუ რაღა მიყოს, გამდევნოს თუ შემომხვიოს ფილონი? მომენატრე...  მომენატრე სხვაზე ძლიერ. მომენატრა შენი გულის ძგერება, გევედრები  მეორეჯერ შენს თავს ძლიე, რომ და-ძმები არ მიკორტნონ ძერებმა

Powered by  Jumpstart Georgia