საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა?!

საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს შედარებით ახალ, ძალზე სწრაფად მზარდ დისციპლინას. იგი შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები; აგრეთვე ჯანდაცვის სისტემის მოწყობის და მართვის საკითხებს.

 

 ანი ჯიოშვილი ამბობს, რომ მას და მის ირგვლივ ადამიანებს უმეტეს წილად ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევთ, როდესაც რაიმე შეაწუხებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით კლინიკებს არავინ აკითხავს. ანი იმაზეც საუბრობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მის ახლობელს არა ექიმის რჩევით არამედ მეზობლის ან უბრალოდ ნაცნობის რჩევით მიუღია მედიკამენტი ასევე, რაიმე სხვა ტრადიციული მეთოდით უმკურნალიათ, ე.წ ,,ნაცადი ხერხი,, გამოუყენებიათ.
მარი გიუნაშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ ხორციელდება მონიტორინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეწყობა შეხვედრები მშობლებთან და უფროს კლასელებთან რათა მიაწოდონ ინფორმაცია, ასევე პერიოდულად იბეჭდება ბროშურები რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია ამა თ იმ დაავადებასა და ეპიდემიაზე, ასევე მოსალოდნელ სეზონური ვირუსების  საფრთხეებზე. 
მარი გიუნაშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ ხორციელდება მონიტორინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეწყობა შეხვედრები მშობლებთან და უფროს კლასელებთან რათა მიაწოდონ ინფორმაცია, ასევე პერიოდულად იბეჭდება ბროშურები რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია ამა თ იმ დაავადებასა და ეპიდემიაზე, ასევე მოსალოდნელ სეზონური ვირუსების  საფრთხეებზე. 
ინტერვიუ მარიამ თურმანაულთან
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ა მდგომარეობა საქართველოში პაციენტთა განათლების კუთხით?

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, მაინც მაღალია დაავადებათა გვიანი გამოვლინება, ამასთანვე  დღესდღეობით მრავალი საშუალება არსებობს, რომ ქრონიკულ დაავადებებზე პაციენტმა ხანგრძლივად შეძლოს სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება. ქრონიკული დაავადებების სრულფასოვან სამართავად ექიმისა და  სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ უნდა ხდებოდეს პაციენტის და მისი ოჯახის მხრიდან მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა ან სამკურნალო საშუალებების და მეთოდების თვითნებურად შეცვლა.

კონკრეტული მაგალითები

მაგალითად: პაციენტი, ახალგაზრდა ქალბატონი, ორი წლის განმავლობაში, გრძნობდა კისრის მიდამო ეზრდებოდა, როდესაც მან მიმართა ექიმს უკვე ,,ფარისებრი ჯირკვლის,, კიბო ჰქონდა.

 რას ფიქრობთ, რატომ დგას ეს პრობლემა?!

მიზეზი არის ის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვა არ დგას სათანადო დონეზე, პაციენტის განათლების დონე ძალიან დაბალია, ასე ვთქვათ საპროფილაქტიკოდ ექიმთან არ მიდიან, ან ვერ მიდიან, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიური ვითარების გამო.

 

 

 

 

 

Powered by  Jumpstart Georgia