საცობი თბილისში

 

თუკი ბოლო დროს, პიკის  საათებში ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. ბოლო ათი წლის  მანძილზე  თბილისის ავტოპარკი ორჯერ გაიზარდა. დღეს, ქალაქში  900 000-მდე მანქანა მოძრაობს, რის გამოც გადაადგილება  ფერხდება უკვე არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ  პერიფერიულ ქუჩებზეც.

.

არასამთავრობო  ორგანიზაცია safe drive-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იზორია  ფიქრობს, რომ საცობების პრობლემა დღითიდღე იზრდება.“საღამოს სამსახურიდან სახლში მისვლას, წინა წლებთან შედარებით 1, ხანდახან 2 საათზე მეტ დროს ვანდომებ.”

თბილისის მერიის  საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის ცნობით არსებული სატრანსპორტო ქსელი გაზრდილ მოთხოვნებს  ვეღარ  პასუხობს. ”გზების განტვირთვა მხოლოდ ერთი უწყების  ძალებით შეუძლებელია. თბილისის მერიას, საგანგებო ვითარებებში უწევს თანამშრომლობა  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ კომპანიებთან, საპატრულო პოლიციის  დეპარტამენთან,”- აცხადებენ მერიის საქალაქო  სამსახურში.

 

ქუჩების, მაგისტრალების სავალი ნაწილისა და  საგზაო ნიშნების მოსაწესრიგებლად თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან  2 147 000 ლარი გამოყო. ირაკლი იზორია ამბობს, რომ გზების გასატვირთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, გზების  გაფართოება და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო. “კარგი იქნება თუ ცენტრალურ უბნებში, ავტომობილით გადაადგილება საერთოდ აიკრძალება, ახალი ავტოსადგომები აშენდება, რომელიც ქალაქს განტვირთვის საშუალებას მისცემს.”- ამბობს იზორია.

 

კითხვაზე  აქვს თუ არა მერიის  კონკრეტული  გეგმა  ქალაქის  საცობისგან განსატვირთად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ცნობით,2015  წელს წ წე მოძრაობის  განტვირთვისათვის დაგეგმილია რამდენიმე ახალი ქუჩის  მშენებლობა, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და შინდისიდან  გორგასლის ქუჩამდე ახალი  გზის მშენებლობა ასევე მნიშვნელოვანია  ქუჩებზე სხვადასხვა გამაფთხილებელი სატრანპორტო საგზაო ნიშნებისა და სამანქანო მოძრაობის ელექტრონულად განსაზღვრავი მოწყობილობების დამონტაჟება

 

Powered by  Jumpstart Georgia