საქმედ ქცეული გართობა

ბაჩო ნადირაძე 21 წლისაა. სამტრედიიდან ქუთაისში 4 წლის წინ ჩამოვიდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა საკუთარი თავის, ადგილის ძიება პირვეილვე დღიდან დაიწყო. ახალი მეგობრებიც მალევე შეიძინა. 

 

სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო რომ გაეხადა და ამავდროულად საკუთარ ოჯახსაც დახმარებოდა, მათთვის საზრუნავი შეემსუბუქებინა სხვადასხვა საქმეში მოსინჯა ძალები. 21 წლის ახალგაზრდამ მოახერხა მისთვის გართობა და განტვირთვა საქმედ ექცია. 

 

 

          რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გაჩნდა 

 

 

       

 

 

 

             ბაფთა - ბაჩო ნადირაძის საქმედ ქცეული გართობაა. იდეის შესახებ ის თავად გიამბობთ.

 

დღეს ბაჩო ხის ბაფთებთან ერთად სხვა აქსესუარებასაც ამზადებს. ყველაფერი მომხარებლის სურვილზეა დამოკიდებული.  

 

ბაჩო ამბობს, რომ ამ თვეში მოთხოვნა უფრო მედალიონებზეა. გამორიცხული არაა, ბაფთებს და მედალიონებს, ისევ მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, სხვა აქსესუარებიც დაამატოს. 

სანამ ბაჩო აქსესუარების დამზადებას საქმედ აქცევდა, საკუთარი შესაძლბელობები სხვა სფეროშიც მოსინჯა -  ჟურნალისტიკა მისთვის გამორჩეულად საინტერესოა. ამბობს, რომ უარს ამ საქმიანობაზე ვერ იტყვის და ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება. 

 

 

            რადიო "ძველი ქალაქი" - გადაცემა "მთელი დღე"

                                 

 

                                   "მეგა TV"- გადაცემა "ყავა თუ ჩაი"

             

 

ბაჩო ნადირაძე

ბაჩო ახლა ბაფთებისა და მედალიონების დამზადეაბასთან ერთად სხვა საქმითაცაა დაკავებული. ის ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობს. მიაჩნია, რომ ფინანსებზე ორინენტირება მხოლოდ საკმარისი არაა და წარმატების მისაღწევად იმ საქმის სიყვარულია მნიშვნელოვანი, რომელსაც აკეთებ. 

და 

საინტერესოა, რაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც ცდილობს საკუთარი ოცნებები თავად აქციოს რეალობად. 

 

 

 

 

 

ბაჩო ნადირაძე

მე მინდა! მე შემიძლია! მე მივაღწევ! - ეს ბაჩო ნადირაძის ცხოვრების ერთ-ერთი დევიზია.

 

                                        

Powered by  Jumpstart Georgia