საქართველოს ტურიზმი

საქართველოშიტურიზმიდღესდღეობითერთ-ერთისქწაფადგანვითარებადისფეროა, ჩემიაზრით, მოგზაურობა,განსკუთრებითმთაში, ერთერთიყველაზეკარგისაშუალებააგანტვირთვისთვისდადასვენებისთვის. იმისთვისრომცოტახნითმაინცმოვწყდეთ, ქალაქისდამღლელდასტრესულცხოვრებას. საქართველოში მოგზაურობით თავად ქართველების დაინტერესდნენ და მათი რიცხვი ნელნელა იზრდება. ასევე იქმნება საკმაოდ ბევრი ტურისტული სააგენტო, რომლებსაც შეგიძლიათ დაუკვეთოთ ტური და შეგიქმნიან რამდენიმე დღიან ან თუნდაც ერთ დღიან ტურს გიდის თანხლებით, ასევე იქმნება ბევრი ფეისბუქ გვერდი, სადაც, ქმნიან ტურებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, შედარბით იაფად ვიდრე ტურისტული სააგენტოს მომსახურეობაა. ფეისბუქ გვერდებზე შექმნილი ტურებით, რომლებსაც ქმნიან, არა ტურისტული სააგენტოები, არამედ ახალგაზრდები სტუდენტები. მათი ტურების საშუალოდ 20 ლარიდან იწყება.
ანდრო ბურდულისერტიფიცირებულიგიდია, მისი თქმით, ქართველების დაინტერესება საქრთველოში მოგზაურობაზე საკმაოდ გაზრდილია.“ არსებობს ტურების სხვადასხვა განხრა.ადგილობრივი ტურები და გრძელვადიანი ტურები. ადგილობრივი ტურებით ძირითადად ინტერესდებიან ადამიანები, რომლებისც მუშაობენ და აქვთ შაბათი კვირა დასვენება. არსებობს მოგზაურობის მსურველების ორი კატეგორია, კატეგორია, რომლებიც იყენებენ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც მთლიანად თავად ახდნენ ყველანაირი სახის ტურის ორგანიზებას და კატეგორია, რომლებიც თავად აკეთებენ ყველაფრის ორგანიზებას, მაგალითად იკრიბება სამეგობრო, თვითონვე გეგმავენ ტურს, ქირაობენ მანქანებს, რომლებსაც თავად ტურისტული სააგენტოებიც აქირავებენ და მოგზაურობენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სათავგადასავლო,ასევე კულტურულ ტურებზე.“
დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი ადგილებია, ხევსურეთი, მარტვილის კანიონი, ბატეთის ტბა, ტობავარჩხილის ტბა, აბუდელაურების ფერადი ტბები, ყაზბეგი.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ყაზბეგში მოგზაურობა, სანამ ყაზბეგში მიხვალთ, მოინახულებთ ასევე რამდენიმე ისტორიულ ადგილს, თბილისიდან 50-60 მეტრის გავლის შემდეგ, მოვხვდით ანანურში, სადაც მოვინახულეთ ანანურის ეკლესია, რომელიც მე-16 მე- 18 საუკუნეებით თარიღდება. მის წინ იშლება ულამაზესი მოცისფროდ შეფერილი ანანურის წყალსაცავი, რომელიც დღის მონაკვეთის მიხედვით იცვლის ფერს. ანანურში შემოსვლისთანავე იწყება ტყიანი გზა, და ეკლესიამდე ასე გრძელდება. 
გზად ასევე შეიგიძლიათ მოინახულოთ, ლომისის ეკლესია, რომელიც ასევე უძველესი ეკლესიაა და თარიღდება მე-9 მე-10 საუკუნეებით. აქვეა სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური.
ორი სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩახვალთ ყაზბეგში, რომელიც გამოირჩევა ულამაზე ბუნებით და საინტერესო ადგილებით, გზა ჩაფლულია მთებში და ტყეში, რომელიც მიგიყვანთ გერგეთის სამებამდე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე,მთის წვერზე აშენებული ეკლესია, მთელ ყაზბეგს ზემოდან გადმოყურებს, აქედანვე დაინახავთ მყინვარწვერს, რომელიც უმეტესად ღრუბლებშია ჩაფლული და თუ ღრუბლების გარეშე დაინახეთ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. ჰაერში მთის სუნი ტრიალებს გრილი და სუფთა. ქალაქი მზისგან რომ იწვის და გაცხელებული ასფალტის ოხშივარი ასდის, ამ დროს აქ 20- 25 გრადუსია და საღამოს კიდე უფრო ეცემა ტემპერატურა. ბედნიერებასაც, ალბათ, ბევრი ძებნა აღარ უნდა, მთავარია გვერდში საყვარელი ადამიანების ყოლა და მხარზე ზურგჩანთის მოკიდება.

Powered by  Jumpstart Georgia