სამოწყალოდ გაწვდილი პატარა ხელები

საქართველოში  ალბათ არ არის  ისეთი ადამიანი, რომელსაც ქუჩაში ან მეტროში, ვაგონიდან ვაგონში მოსიარულე მცირეწლოვანი ბავშვები არ უნახავს, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ, ხშირად ხურდაც მიგვიცია, თუმცა არ დავინტერესებულვართ რა ისტორია იმალება, მოწყალების სათხოვნელად გამოწვდილ პატარა ხელს მიღმა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის საფრთხე კი იზრდება,ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან, მათ რთული სოციალური პირობები აქვთ, გაჭირვებასთან და შიმშილთან ბრძოლა უწევთ, ყოველ დღე. ხშირად ბავშვს მშობელი უშვებს მოწყალების სათხოვნელად და ამ დროს არც ფიქრობს, რას გრძნობს ბავშვი ცივა თუ ცხელა, აწვიმს  თუ ათოვს, ცხვენია თუ არა მას ,მოწყალების თხოვნა. თუ ბავშვი მას არ მოუტანს თანხას, მშობელი ძალიან დიდ აგრესიას იჩენს. ასეთ შემთხვევაში კი ბავშვის ფსიქოლოგია სრულიად იცვლება, ინგრევა მისი ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა. 

 

Source: mcvane.ge
Source: studinfo.edu.aris.ge
Source: mental.ge

საგანგაშოა ბავშვთა უფლებების დაცვის  მდგომარეობა.1989 წლის 20 ნოემბერს ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კონვენცია, რის თანახმადაც, ახალშობილს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება დაბადების წამიდან აქვს, ასევე სახელმწიფო, რომელშიც ახალშობილი იბადება ვალდებულია, რომ ბავშვის ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი გახადონ. ასევე  კონვნციის 29-ე 32-ე და 36-ე მუხლები სახლმწიფოს ავალდებულებს დაიცვას ბავშვები ძალადობისგან და ნებისმიერი ტიპის ექსპლუატაციისგან, რაც შეიძლება საშიში  იყოს მათი ჯანმრთელობისთვის, ან ზიანს აყენებდეს  მათ ფიზიკურ, სულიერ, გონებრივ განვითარებას. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვების ლამაზ თანწყობად გვეჩვენება, რადგან დღეს, რომ რეალურად მათზე სახელმწიფო ზრუნავდეს, ხელმისაწვდომს ხდიდეს მათთვის ჯანდაცვას და განათლებას, ასევე კარგად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება არ გადავაწყდებოდით ქუჩებში ამდენ არასრულწლოვანს , რომლებიც ხშირად ლუკმა პურის საშოვნელად ზიან მთელი დღე ქუჩებში და მოძალადე მშობლებთან და უფროსებთან მიაქვთ მიღებული თანხა. კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თუმცა ეს ზუსტი მაჩვენებელი არ არის. 

 

ვიდეო წყარო სამაუწყებლო არხი

ფისქოლოგი ნინო ლორთქიფანიძე ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ის ამბობს, რომ არასრულწლოვნებს თავინთი ტრავმული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში ცხოვრებასა და მოწყალების თხოვნას გულისხმობს აქვთ ძირეული პრობლემები: 

"ემოციური, ქცევითი სირთულეები, რაც ვლინდება წესებისადმი დაუმორჩილებლობაში. პედაგოგიური ჩამორჩენიდან მომდინარეობს კოგნიტური პრობლემები, განრიდებულნი არიან სასკოლო პროცესიდან…

ბავშვები, რომლებიც მუდმივად ქუჩაში ცხოვრობენ, ღამეს სხვადასხვა ტიპის სარდაფებში, მიტოვებულ შენობებში ათევენ. მათ აქვთ ჯგუფური ცხოვრების წესი და ხშირად, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ტოქსიკომანად ყალიბდება, არიან წებოზე დამოკიდებულნი…

ერთი შეხედვით, “ქუჩის ბავშვებს” კომუნიკაციის უნარები განვითარებული აქვთ. მოწყალების თხოვნელი ბავშვის უმთავრესი ამოცანაა, საზოგადოების წევრი დაარწმუნოს, რომ ფული მისცეს.ამისათვის მას სჭირდება უნარი, რაც გამოცდილებიდან უვითარდება. ჟესტიკულაციით, მიმიკით არწმუნებს ადამიანს მისთვის სასურველი ქმედების განხორციელებაში, მაგრამ, რეალურად, ნამდვილი კომუნიკაციის წარმართვას ვერ ახერხებს."

Source: რადიო თავისუფლება
Source: რადიო თავისუფლება

 როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ: „დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს რაიმე კონკრეტული კანონი, რომელიც ქუჩის ბავშებს ეხებათ. არსებობს მხოლოდ გარკვეული რეგულაციები, როდესაც სოციალური აგენტები აფასებენ კონკრეტულ შემთხვევებსა და ამის შესაბამისად გადაჰყავთ ბავშვები ბავშვთა სახლებში“.

თუმცა ასევე არსებობს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:როდესაც  „სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვი არ დაშორდეს მშობლებს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ გამონაკლისით, როდესაც კომპეტენტური ორგანიზაციები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს იმ კონკრეტული შემთხვევის დროს, როდესაც მშობელი ძალადობს ბავშვზე და არ ზრუნავს მასზე“. მაგრამ ნამდვილად არავინ იცის რამდენად სრულდება ეს კანონი და რამდენი ბავშვია დღეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და რამდენი მათგანი აიძულებს მცირეწლოვანს მოწყალების თხოვნას .

 

ვიდეო წყარო Caucasian house

ვიდეოში ნაჩვენებია საზოგადოების განსხვავებული და არაერთგვროვანი დამოკიდებულება. თუმცა ქუჩაში მცხოვრები ბავშები საზოგადოებისგან დიდ ზეწოლას იტანენ, დამცირებას, შიშს, დაცინვას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაწყოფას, რითიც ხშირად მათი უფლებები ირღვევა თუმცა მათ ამ უფლებებზე არანაირი წარმოდგენა არ აქვთ და ხშირად ინსტიქტურად იცავენ თავს, ან უბრალოდ ყლაპავენ ამ დამცირებას. არადა საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან და მათაც აქვთ ოცნებები, მიზეზები, მიზნები და სურვილები, როგორიც ალბათ ამ პატარა გოგონას :ნონა, 11 წლის: ”დედა ციხეში მყავს. ვმათხოვრობდი და ფულს ასე ვშოულობდი. ძნელი იყო, მაგრამ… ჩემი ძმა რომ მოკვდა, მისთვის საფლავის ქვა უნდა გვეყიდა. სხვანაირად ფულს ვერ ვაგროვებდი. აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, მაგრამ ჯერ ისევ ვჩხუბობ ხოლმე ბავშვებთან…“

 

Powered by  Jumpstart Georgia