რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ქუთაისს?

ყოველ წელიწადს ქუთაისი სტუდენტების ახალ ნაკადს იღებს. მხოლოდ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესრსტეტში, ამ დროისათვის 10 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. გარდა ამისა, ქალაქში სხვადასხვა კერძო სასწავლებელი და კოლეჯია, სადაც ჯამში 16 644 სტუდენტი სწავლობს.

ამ სასწავლებელების უმეტესი ნაწილი, ქუთაისში სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებია.  ადგილობრივების ნაწილი და რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრები, სწავლის დასრულების შემდეგ ქალაქს ტოვებენ. მიზეზები სხვადასხვაგვარია. თუმცა, მანამდე შეგვიძლია თვალი სტატისკურ მონაცემებს გადავავლოთ. 

 საქსტატის მონაცემებით: 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ factcheck.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად :

ქუთაისში სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 2000-ით მეტია, ვიდრე ბათუმში

მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად თბილისში სასწავლებლად უფრო მეტი ახალგაზრდა ჩადის.  უმრავლესობა სწავლას მაინც დედაქალაქის უნივერსიტეტებში ამჯობინებს. სწავლის დასრულების შემდეგ კი მშობლიურ კუთხეს ჩამოსულთა მეოთხედიც აღარ უბრუნდება. ზოგიერთი მათგანი მუშაობას იწყებს, ზოგიც ოჯახს ქმნის, ნაწილი საზღვარგარეთ მიდის, ხოლო დანარჩენები, ზემოჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელიმე ერთ-ერთის გამართლების იმედით ნაქირავებ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნუგზარ კოხრეიძე საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ მიდიან ქალაქიდან ახალგაზრდები. 

ნუგზარ კოხრეიძე

იმისათვის რომ უკეთ გავცეთ კითხვას პასუხი, თუ რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ქალაქს გავაწვიტე ქალაქისთვის თვალი გადაგვევლო. პირველი, რაც შეიძლება უცებ თვალში მოგვხვდეს, ქალაქის ვიზუალური მხარეა, ბაგრატის ტაძარი, ისტორიული უბნები ქალაქის ღისშესანიშნაობა და სიამაყეა. ქალაქის დასათვალიერებალდ შეგვიძლია ვიხილოთ ქუთაისი ფრინველის სიმაღლიდან.

 

ქუთაისელები ხშირ შემთხვევაში, კაფეებსა და რესტორნებში ერთობიან. ქალაქის ყველა კუთხეშია სახინკლე, ლუდის ბარი, რესტორანი, სანაყინე და ა.შ. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც ვერც კაფეში დადიან და ვერც რესტორანში. მათთვის ,ვისთვისაც ეს ყველაფერი ხელიმუწვდომელია, საღამოს თავისუფალ დროს სახლში რჩება ან კიდევ ქალაქის დათვალიერებით შემოიფარგლება.  

დასვენებისა და გართობის ადგილების ნაკლებობა ქუთაისში აქტუალური განსაკუთრებით ზაფხულში მოსალხეობის იმ ნაწილისთვის ხდება, რომლებიც ქალაქს ვერ ტოვებენ. ზაფხულის ცხელ დღეებში ადგილობრივების გართობისა და დასვენების საშუალებად სკვერები, გაბაშვილის გორისა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი და რამდენიმე აუზი რჩება. 

საცურაო აუზები ქუთაისში
გაბაშვილის გორა
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი
ვისაც აუზში გაგრილებისათვის თანხა არ ჰყოფნის გაგრილებას პარლამენტის წინ მდებარე აუზში ახერხებს.

იმისათვის, რომ ქუთაისში ზაფხულში ადგილობრივებმა არ მოიწყინონ, ადგილობრივი თვითმმართველობა „ზაფხულის საღამოებს“ ატარებს. ზაფხულის საღამოების ფარგლებში ქალაქში, მონ პლაზირის თაღთან ღია კინო- ჩვენებები და სხვა ღონისძიბები ეწყობა. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისში რამდენიმე წლის წინ კაფე-კინო „ბრაზერსი“ გაიხსნა. თუმცა 3D კონოთეატრმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა დიდხანს ვერ გააგრძელა. კინო-თეატრის გადასარჩენად საქველმოქმედო აქციებიც გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ახალგაზრდა ბიზნესმენები იძულებული გახდნენ „ბრაზერსი“ დაეხურათ. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ლევან ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ ამ ქალაქში ბიზნენსს აღარასოდეს წამოიწყებს.

 

კაფე-კინო ბრაზერს

ქალაქში არ ფუნქციონირებს ღამის კლუბები. ერთადერთ კლუბი, რომელიც ქალაქში იყო, რამდენიმე წელია დაიხურა.   

 

ქუთაისში ე.წ. კინო "საქართველო"  2015 წელს კინოდარბაზების გარეშე გაიხსნა, 2016 წელს შენობაში 7 ახალი დარბაზი მოეწყო, თუმცა კინო „საქართველო“ ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.

 

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მეპატრონის თქმით, კინო ფუნქციონირებას მაშინ დაიწყებს თუ პარკინგი მოეწყობა. იქ, სადაც პარკინგის მოწყობა სურთ, კაფე „ფლამინგო“ დგას. კაფეს სხვა ადგილას გადატანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან მისთვის გამოყოფილ ახალ ადგილას . მოსახლოებამ კაფეს მეპატრონეებს მშნებლობის უფლოება არ მისცა. 

ამ დრომდე, ქუთაისში პირველი ქართველი ოპერატორის,  ვასილ ამაშუკელის ქალაქში კინო ინდუსტრიამ ფეხი ვერ მოიკიდა. 

 

ქალაქში არც დასაქმების კუთხითაა სახარბიელო მდგომარეობა. ახალგაზრდების უმეტესობა ცდილობს სწავლის პარალელურად სამუშაო იშოვოს, თუმცა კაფეებში, რესტორნებში და უმეტესწილად მაღაზიებში დასამების შემთხვევაში სამუშაო და საწავლო გრაფიკი ერთმანეთს არ ემთხვევა. სტუდნეტებს სამსახურსა და უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. თუმცა, თუ არ იმუშავებენ, ზოგი სწავლის თანხასაც ვერ გადაიხდის და ავტომატურად დარჩება განათლების გარეშე.

ადგილობრივების უმეტესი ნაწილი ქალაქის განვითრებისა და გამოცოცხლების საშუალებად პარლემენტს მიიჩნევს. ამ ფონზე, პარლამენტის თბილისში გადატანის მცდელობა არაერთხელ იყო. კონსტიტუციის ახლი პროექტის მიხდევით კი პარლამენტის „განაჩენი“ ასეთია - პარლამენტის ადგილმდებარეობას რეგლამენტი დაარეგულირებს. თუმცა, ჯერ ახალი კონსტიტუცია მიღებული არ არის.

საქართველოს პარლამენტი

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, მაინც არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქუთაისში რჩებიან. მუშაობენ, ვითარდებიან და ცდილობენ მათი საქმიანობით სხვებსაც აჩვენონ მაგალითი, რომ  მიუხედავად პრობლემებისა შესაძლებელია პიროვნული განვითარება.  მიხეილ აბულაძე და აკაკი საღინაძე თავიანთ მოტივაციებსა და გამოწვევებზე გვესაუბრებიან.

 

მიხეილ აბულაძე. 23 წლის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ობჩიდან.

მიხეილ აბულაძე ქუთაისში 5 წლის წინ ჩამოვიდა. ახლა მაგისტრატურაზე სწავლობს. მიხეილ აბულაძემ ქუთაისზე არჩევანი მეორედ შეაჩერა. პირველად, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კურსის სტუდენტი გახდა და მეორედ ახლა, როცა მაგისტრატურაზე სწავლობს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან  ქუთაისის აირჩია სასწავლებელტან ტერიტორიული სიახლოვე იყო, თუმცა ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. 

 

მიხეილ აბულაძე

მიხეილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ქალაქის, სოფლის განვითარება ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. თავის თანატოლებს მოუწოდებს, არ მიატოვონ თავიანთი მხარე. მიაჩნია, რომ ახალგაზრდობა ის ძალაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსასურველი რეალობა. 

 

მიხეილ აბულაძე

აკაკი საღინაძე ქუთაისში დაიბადა და აქვე დაამთავრა სკოლა.  უმაღლესი განათლებასაც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიში იღებს.19 წლის ახალგაზრდა ინტერესდება ყველა იმ სიახლით თუ პრობლემით რაც ქალაქს უკავშირდება. ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ქუთაისში, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა და ამის შესახებ კითხვებს დღემდე ხშირად უსვამენ.

 

აკაკი საღინაძე

აკაკი საღინაძის აზრით, თუ რატომ დატოვეს მისმა თანატოლებმა ქუთაისი და წავიდნენ დედაქალაქში ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი - სასურველი განათლების ვერ მიღება, მეორე - დასაქმება, მესამე - დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი. 

სტუდენტის თქმით, თბილისში უფრო ადვილია სამსახურის პოვნა მტკიცდება, რომ მითია. ქალაქში უკან დაბრუნებულებს კი ადგილობრივი ბაზარი უკვე ათვისებული ხვდებათ და დასაქმებას ვერც მშობლიურ ადგილას ახერხებენ.

აკაკი საღინაძე

აკაკის ხშირად უწევს საღვარგარეთ წასვლა თუ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ყოფნა, მისი აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა, სადაც არ უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც ქუთაისში ბრუნდება.

მიხეილი და აკაკი მიიჩნევენ, რომ არაფერი არ ღირს იმად, რომ ადამიანებმა მშობლიური ადგილი მიატოვონ. თანატოლებს კი ურჩევენ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავიანთ მხარეს მოახმარონ, რათა ამით ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. 

Powered by  Jumpstart Georgia