რას პირდებიან ფოთელი მერობის კანდიდატები და ვის ანდობს ქალაქის მართვას მოსახლეობა

,,ნაციონალური პარტიის“ მერობის კანდიდატი მაკა ჯინჯოლიას უმთავრესი პრიორიტეტი ახალგაზრდობის მიგრაციის შეჩერება და ქალაქში მათი დამკვიდრებაა.  პირველი, რასაც ფოთის მერად გახდომის შემთხვევაში გააკეთებს გამჭირვალე ტენდერების ჩატარებაა. ასევე გამოცდილი, კვალიფიციური მუშა ხელის მოზიდვა, რომელიც ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოს.  იმ ქუჩებზე, სადაც გადათხრილია გზა და შეუძლებელია გადაადგილება, მოახდენს ხელახალ ასფალტირებას. მისი აზრით მძიმე მდგომარეობაა და სასწრაფო ყურადღებას საჭიროებენ დევნილები. ამიტომ მისთვის მთავარი საქმე იქნება მალთაყვის სანაპირო ზოლი, სადაც განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაჩნდება სასტუმროები, კომერციული ფართები, რაც საშუალებას მისცემს მათ იშოვონ სამუშაო ადგილიდა შეძლონ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.  სამომავლო დაპირებას ყველა პარტიასთან თანამშრომლობას. გარდა პრორუსული ძალების მქონე პარტიებისა. კანდიდატებიდან კონკურენტად არავის მიიჩნევს და ფიქრობს რომ ეს არარის ამბიციური განაცხადი. თვლის, რომ მისი ერთ-ერთი სიძლიერისაა, რომ  პოლიტიკაში სუფთა ისტორიით მოდის, კონკურენტი კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ.

 

ხელისუფლების კანდიდატი ბიზნესმენი გოჩა კურდღელია ასევე მუხლჩაუხრელად იბრძვის ქალაქის პირველი პირის ადგილის დასამკვიდრებლად. კურდღელია 2006-2010 წლებში უკვე გახლდათ საკრებულოს წევრი, ასე, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება უკვე გააჩნია.
თუ რატომ უნდა აირჩიონ ფოთელებმა კურდღელია, ამაზე მას შემდეგი კომენტარი აქვს, ,,ფოთი ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ დავიბადე და აქ გავატარე ჩემი შეგნებული ცხოვრება. აქ უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა და მათმა შვილებმაც და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემთვის ფოთისა და ფოთელების კეთილდღეობისათვის ბრძოლა და შრომა ღირსების საკითხია, ხოლო ვინც მე მიცნობს, იცისკიდეც, რომ როცა საქმე ჩემი ქალაქისა და თანაქალაქელების კეთილდღეობას ეხება, არ დავიზარებ საქმის კეთებას. მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ იმ საქმის კეთებას, რაც სარგებელს მოუტანს ჩემს ქალაქს და მაცხოვრებლებს. ღოგორც გითხარით, მე მიცნობს ჩემი ქალაქი და იციან ფოთელებმა, რომ დაპირების შესრულებას აუცილებლად ვეცდები და მუდამ მათი კეთიდღეობისა და ქალაქის განვითარებაზე ვიზრუნებ”.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მის გეგმებში არ იჯდა, მეგობრების შემოთავაზებას ადვილად დათანხმდა, ,,სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. ჩემმა მეგობრებმა შემომთვაზეს და როცა დავინახე, რომ მათ ჩემი სწამდათ და სჯეროდათ, დავთანხმდი. ვიცი, რა გამოწვევებიც დგას ქალაქის წინაშე, რა პროექტებია განსახორციელებელი. ვარწმუნებ ჩემს თანაქალაქელებს, ყველა პროექტის განხორციელებისათვის თავდაუზოგავად ვიშრომებ. როგორიცაა სტადიონის მშენებლობის გაგრძელება, ბულვარის მშენებლობის დამთავრება და მისი კომერციული დატვირთვა, ქალაქის შემოსასვლელ ხიდი და წყალმარეგულირებელი კომპლექსის რეაბილიტაცია. შაცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის აშენება. არის სხვა პროექტებიც მაგალითად ახალგაზრდული ბიბლიოთეკის გახსნა, სულ ახლო ხანში იგეგმება სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა. ასევე ახალი ნავმისადგომის აშენება. ამას გარდა, თავისუფალი ინდუსტრილ ზონაში ჩინური კომპანია აპირებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას 2 წელიწადში. სამუშაო ნამდვილად ბევრია. მქონდა შეხება ასეთ პროექტებთან და მაქვს გარკვეული გამოცდილება. Aმიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილებაც“.
კურდღელია ბიუჯეტის გაზრდის ერთ-ერთ წყაროდ ნავსადგურს ხედავს, ,,ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ჩვენი ნავსადგური კვლავ გახდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდის წყარო. ეკონომიკური მაჩვენებლებით ფოთი დღეს ლიდერია საქრთველოში, `მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიეს მოვახმარ იმ საქმის კეთებას, რაც სარგებელს მოუტონს ჩემს ქალაქს”

 

,,პატრიოთა ალიანსის" კანდიდატია მაია ჩხარტიშვილი,პროფესიით ექიმი, ფოთში პარტია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. დღეს საკრებულოს წევრი და სოციალური კომისიის თავმჯდომარე, მერობი სპოსტისათვის ,,პატრიოტთა ალიანსიდან” იბრძვის.
,,დროა ქალაქი დაბრუნდეს ფოთში" ეს ის ლოზუნგია, რომლითაც ის მერობის შემთხვევაში იხელმძღვანელებს. ასევე მნიშვნელოვან თემად მიაჩნია ახლაგაზრდებისათვის შეიქმნას შესაბამისი გარემო, რათა თავიანთი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ და არ დატოვონ ქალაქი,,,შარშან ვიმუშავე ახალგაზრდული ცენტრის თემაზე, წავედი რუსთავში, დავათვალიერე ახალგაზრდული ცენტრი, მინდოდა ანალოგიური ცენტრი აშენებულიყო ფოთში, სულ ვფიქრობ, რატომ ყველაფერი ზუგდიდში? მაგრამ ბოლო სიტყვა მერს უნდა ეთქვა, დანარჩენი მოგვარებული მქონდა, სამინისტროც მხარს მიჭერდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მერს უნდაქონოდა ურთიერთობა, რადგან ჩემი პოზიცია ამის უფლებას არ მაძლევდა. მერმა კი რა ქნა? არაფერი. Aხალგაზრდული ცენტრი ეს არის ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების საშუალება, ეს არის ჯანსაღიცხოვრების წესი, სოციალური საწარმოების დაფინანსება უმუშევარი ახალგაზრდებისთვის, დევნილი ახალგაზრდებისთვის, შშმ ახალგაზრდებისთვის. როდესაც მე დავინიშნე, ამ თანამდებობაზე ვიკითხე რატომ არ არის ქალაქში შშმპირებისთვის ადაპტირებული სამოძრაო ბილიკი ე.წ პანდუსი, ვერავინ პასუხი ვერ გამცა".
მერობის შემთხვევაში პირველი რაზეც ჩხარტიშვილი იმუშავებს ეს არის, ,,უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და სოციალური კეთილდღეობა. მისი აზრით უსაფრთხოებაში პირველი პუნქტი არის მდინარე რიონზე არსებული კვანძის უსაფრთხოება, შემდეგ სიცოცხლე და ჯამრთელობა, რომელიც ფოთის რეალობაში არა თუნულზე არამედ მინუსებშია. სწორედ ასე ვუთხარი ჯანდაცვის მინისტრსაც. ღაც შეეხება ჰიდროგრაფიული კვანძთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან ვიმუშავე, როგორც მუნიციპალური განვითარების სამსახურთან, ასევე მელიორაციის სამსახურთან ერთად. მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაც პირველად საჭიროა არის კვლევა, რომელიც 2009 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, რომლის შემდეგ გამოჩნდება რეალურად რა საფრთხის წინაშე დგას ფოთი. ქალაქში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარების საკითხზე ჯერ კიდევ ჩემი საკრებულოში მუშაობის დაწყების პირველი შვიდი თვის განმავლობაში გავიარე და შევიმუშავე პრობლემის გადაჭრის პროგრამები. ზუსტად ვიცი მერობის შემთხვევაში პირველი რასაც გავაკეთებ, ეს არის ქალაქის განვითარების კონსეფცია .გამარჯვების შემთხვევაში მუშაობა ძალიან მძიმე იქნება. მე ამ დინებას, რომელიც დღეს არის, ვერ გავყვები. იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ როდესაც მოვალ, ნიჭიერი თაობა ნულზე ან ერთზე დავახვედროთ ქალაქის განვითარება და არა მინუს 50-ზე".
ჩხარტიშვილი მერობის შემთხვევაში, სამი კრიტერიუმით იხელმძღვანელებს, პირველი – კეთილ სინდისიერება, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მეორე- პარტიოტიზმი, ქვეყნის, ქალაქის და მოყვასის მიმართ, მესამე – პროფესიონალიზმი".მის აზრით ,,ფოთში ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანია და მე მათ ჩემი გუნდის წევრად მოვიაზრებ".

 

,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძესთვის პრიორიტეტული სტაციონალური სავადმყოფოს პრობლემის მოგვარება და აზალგაზრდების მიგრაციის შეჩერებაა, ,,მიუხედავად იმისა, რომ სავადმყოფო კერძოა, ქალაქის ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს შექმნილი  მდგომარეობით. უმთავრესია ინვესტორთან და კერძო კომპანიებთან კარგი ურთიერთობა. ქალაქის მერი უნდა შეწუხდეს ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებით. მერობის შემთხვევაში ჩემთვის უპირველესი ხალხთან  და  ინვენსტორებთან მოლაპარაკების გზით ამ პრობლემების მოგვარება იქნება. რაც შეეხება ახალგაზრდების პრობლემას, პირველი და აუცილებელი ეს იქნება საზღვაო სასწავლებლის გახსნა ფოთში. ფოთი საზღვაო ქალაქია და დასაქმებაც ძირითადად  ამ კუთხით ხდება, შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს საზღვაო სასწავლებელი. ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის უნდა იყოს ფასიანი სტაჟირება თვითმართველობაში, თუნდაც მიზერული ხელფასებით.  უნდა შეიქმნას წამახალისებელი  სისტემა ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. მათ უნდა მიეცეს ქალაქში დაბრუნების საბაბი. ასევე აუცილებელია ცენტრალური პარკისრეაბილიტაცია, უნდა გაკეთდეს ატრაქციონები მაგრამ რეალური ფასი უნდა იყოს. მშობელს პარკში შვილის შეყვანის არ უნდა ეშინოდეს“-აცხადებს დარცმელიძე.

 

 

მიუხედავად დაპირებების მრავალფეროვნებისა არჩევნებში სახელისუფლებო გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. შედგა საკრებულოს სხდომა სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ყოფილი მერი ირაკლი კაკულია. საკრებულოში შეიქმნა 5 ფრაქცია.

Powered by  Jumpstart Georgia